სურნელი, როგორც უნიკალური ხელწერა

30.10.2024

Niche Perfumes

დაფიქრებულხართ, რომ ადამიანები მოვლენებს, საგნებს, ადგილებს და ერთმანეთსაც კი, ხშირად სურნელით ვიმახსოვრებთ? ბავშვობას ვანილის და ახლად გამომცხვარი ნამცხვრის არომატები აქვს, შობას – დარიჩინის, ან ჯანჯაფილის, პირველ მოგზაურობას – თავგადასავლების, ზღვას – თავისუფლების. ზოგს კიდევ უფრო მეტი სურს, ჰქონდეს საკუთარი სურნელი; სუნამო, რომელიც სჯერა, რომ განსხვავებულია და ხალხით სავსე ოთახშიც მხოლოდ მასთან ასოცირდება. ასეთი მაძიებლებისთვის კომერციული ბრენდები და არომატები საინტერესო არ არის, მათ მეტი სურთ.

რა  არის ნიშ პარფიუმერია?

ნიშ პარფიუმერიის საწყისები არტიზანულ, უძველესი პარფიუმერების პრაქტიკებს ეფუძნება. ისინი ურევდნენ ძვირფას ზეთებს ეგზოტიკურ ინგრედიენტებში და ძღვენს მხოლოდ სამეფო ოჯახებს სწირავდნენ. დროთა განმავლობაში სუნამო უფრო ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რითიც „განსაკუთრებულობა“ და „ფუფუნებასთან“ ბმა თითქოს დაკარგა. სწორედ ამიტომ შეიქმნა – ნიში, ინდივიდუალური ხასიათის გამომხატველი ხაზები.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ნიშ პარფიუმერიით ინტერესდება პარიზი, ლონდონი და ნიუ-იორკი. Serge Lutens და Annick Goutal მოძრაობის პიონერებად იქცნენ და გზა გაუკვალეს „ცხვირებს“, რომლებიც მომავალში იშვიათი ინგრედიენტებისა და მაღალხარისხიანი ზეთების მიქსს  უნიკალურ ბოთლებში გამოამწყვდევენ.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • ნიშ პარფიუმერიის დასამზადებლად ძვირადღირებული, იშვიათი და მაღალ ხარისხიანი ინგრედიენტები გამოიყენება;
  • ორიგინალური კომპოზიციების შექმნაზე წლები იხარჯება;
  • მცირე წარმოებიდან გამომდინარე – ექსკლუზიურია და კომერციულ სუნამოებზე ძვირი ღირს

AMARSI. Illegal Honey

Amarsi – იტალიურად „საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს; შესაბამისად იმ ბრენდის ეთოსი, რომელზეც დღეს გიყვებით – თქვენზეა კონცენტრირებული. როგორც პარფიუმერები ხსნიან, ტრადიციების თანამედროვე ესთეტიკასთან შერწყმით, Amarsi გვთავაზობს სურნელებს, რომლებიც ინტიმურია, თუმცა თამამად გაგრძნობინებს თავს, ამაღლებს სუნამოს მნიშვნელობას უბრალო აქსესუარიდან   პიროვნულ იდენტობამდე.

ინგრედიენტები: ციტრუსის ნოტები და კარდამონი, ჟასმინი, მინდვრის შროშანი, ილანგ ილანგი, კედარის ხე, საკმეველი, თაფლი.

არომატი: თბილი, იდეალურია ცივი სეზონებისთვის.

მთავარი აქცენტი თაფლის და კარდამონის სურნელზეა გაკეთებული. ფორთოხლის ყვავილის ურთიერთქმედება კარდამონთან კი, აღმოსავლურ გემოს მოგაგონებთ და ინდური სანელებლების ბაზარზე გამოგზაურებს.

Tuberose & Ylang 100 მლ 6311 PH სუნამოები – PH Fragnances

ფრანგული ბრენდი ეთიკური, ინოვაციური ტექნოლოგიითა დამზადებულ და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს თავის მოვლის, სახლის მოვლისა და სუნამოების მიმართულებით. მისი თითოეული პროდუქცია დამზადებულია ბუნებრივი და უსაფრთხო ნედლეულისგან.

ინგრედიენტები: ნარინჯისფერი ორპური, ჯანჯაფილი ორპური, ბერგამოტი, ვარდი, ტუბეროზა, ჟასმინი, ჟიროფლის კბილი მადაგასკარიდან, ილანგ ილანგ ორპური, ბენზოინი ლაოს ორპურიდან

არომატი: ყვავილოვანი

სუნამო უნისექსია და იდუმალი სურნელი აქვს, მის უკან ცხვირი – Yann Vasnier-ია.

Araba Fenice 50მლ 5102 ჩინო ნერო – Cigno Nero

თუ რაიმე ასოცირდება ფუფუნებასა და არისტოკრატიასთან, ალბათ შავი გედი, Cigno Nero – სწორედ მას აღნიშნავს და მთელი კოლექციის სახეა. თავისი განსხვავებული, ატიპიური და არატრადიციული ხასიათით იტალიურმა ბრენდმა სუნამოების გამოშვება 2020 წელს დაიწყო და ჯამში 6 ნიშა სუნამო შექმნა.

ინგრედიენტები: შავი მოცხარი, ფორთოხალი, მარწყვი, მწვანე ვაშლი, ატამი, ნამი, ქლიავი, მანგო, მწვანე ფოთლები, ბერგამოტი და ქოქოსი, ჟასმინი, ხეობის შროშანი, ორქიდეა, მაგნოლია, ფორთოხლის ყვავილი, ჰელიოტროპი, ტუბეროზი და ვარდი, პრალინი, ამბრა, შაქარი, თეთრი მუშკი, პაჩული, კედარი და სანდლის ხე.

აქვს არომატული ხილის სურნელი, განკუთვნილია როგორც ქალების, ასევე, მამაკაცებისთვის. სუნამოს შემქმნელი ცხვირი –  Arturetto Landi-ია.

ნიშ პარფიუმერია გვაძლევს საშუალებას ჩვენი უნიკალური, დამახასიათებელი სურნელი შევიძინოთ, რომელიც ადვილად იქნება ამოსაცნობი ხალხმრავალ ადგილებშიც და ხაზს გაუსვამს ჩვენს ხასიათს.

ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების სუნამოების შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელის ვებ-გვერდზე ან პეკინის 14 ნომერში არსებულ ახალი კონცეფციის ფილიალში შეგიძლიათ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top