30.09.2024
მე თუ მკითხავთ, კანის მოვლის სამყაროში შრატები – ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან. სილამაზის ელექსირები, რომლებმაც ზუსტად იციან რა გვჭირდება და მაშინაც თუ არჩევნის გაკეთება გვიჭირს, დახლზე ბევრი ვარიანტი გვეგულება; ზუსტად ვიცით, რომ სერუმი რუტინის თითქმის შეუცვლელი კომპონენტია.
რატომ თითქმის? თუ მინიმალისტური რეჟიმი გაქვთ, ალბათ მხოლოდ დაბანა/დატენიანებით შემოიფარგლებით, რაც თავის მხრივ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა თუ რამდენიმე ეტაპიან მოვლას ამჯობინებთ, შრატი ეფექტის გაძლიერებისთვის იდეალური პროდუქტია.
იცოდით, რომ სერუმი:
ადვილად შეიწოვება
– მცირე მოლეკულოვანი წონა საშუალებას აძლევს გადალახოს კანის დამცავი ბარიერი
აძლიერებს სხვა პროდუქტების მოქმედებას
– მათ შორის დამატენიანებლის
აქვს ნივთიერებათა მაღალი კონცენტრაცია
– სერუმები შეიცავს ბევრად უფრო კონცენტრირებულ აქტიურ ნივთიერებებს, ვიდრე სხვა პროდუქტები, როგორიცაა დამატენიანებელი კრემები
გააჩნია მიზნობრივი ზემოქმედება
– შრატები ძირითადად მიმართულია კონკრეტული პრობლემებისკენ, როგორიცაა ნაოჭები, პიგმენტაცია, აკნე, და სხვა.
#ამარტაგირჩევთ განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხართ, არჩევანი ფრანგულ პროდუქციაზე შეაჩეროთ და დატესტოთ დერმატო-კოსმეტიკის საუკეთესო ბრენდები, რომლებიც PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზეა წარმოდგენილი. მაგალითად, იდეალური ვარიანტია:
ეს სერუმი თქვენი კანისთვის ნამდვილი სუპერგმირი გახდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ებრძვით:
- ნაოჭებს
- გამონაყარს
- წვრილ მიმიკურ ხაზებს
- ჰიპერპიგმენტაციას
- ან უბრალოდ გსურთ კანის ტექსტურის გაუმჯობესება.
SVR. Vitamin A
ვიტამინი A, იგივე რეტინოლი, ცნობილია თავისი ანტი-ასაკობრივი და კანის რეგენერაციული მოქმედებით. ფაქტობრივად არ არსებობს რუტინა, რომელიც 26+ ასაკში დერმატოლოგის რეკომენდაციით დგება და არ შეიცავს აღნიშნულ ნივთიერებას.
სხვათა შორის, მის მოხმარებას კანის მიჩვევა სჭირდება და თავდაპირველად კვირაში ერთხელ, ე.წ სენდვიჩ, ანუ ფენებად წასმის მეთოდით არის სასურველი. გაითვალისწინეთ, რომ შრატის სახით წარმოდგენილი რეტინოლი კიდევ უფრო ეფექტურია და აჩქარებს კოლაგენის სინთეზს. ასე რომ, შედეგი შესაძლოა 4-6 კვირიდან შენიშნოთ, თუმცა გაცილებით უფრო სასიამოვნოდ გაოცდებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
SVR. Vitamin B
კანის გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილება გაქვთ? ან იქნებ უბრალოდ მშრალი, აქერცვლადი სტრუქტურა გაღიზიანებთ? SVR Vitamin B სერუმი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ვიტამინი B, 91%-ით ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს და არაკომოდოგენურია.
იცოდით, რომ B3 იგივე ნიაცინია, რაც კანის დამცავი ბარიერის აღდგენისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კომპონენტია?!
გარდა ამისა, შრატი 3 სახის ჰიალურონის მჟავას შეიცავს, რაც რამოდენიმე მოლეკულური ფორმით არის წარმოდგენილი; შესაბამისად, ადვილად უნარჩუნებს კანს ოპტიმალურ ჰიდრობალანსს, თან საკმაოდ ხანგრძლივი დროით.
- ამავდროულად, ამაღლებს კანის სიმკვრივეს
- საშუალების ეფექტურობა შეიმჩნევა პროდუქტის რეგულარული გამოყენებიდან 7 დღეში, აქრობს დისკომფორტს, ასუფთავებს და ატონიზირებს კანს.არაკომედოგენური.
SVR Vitamin C
C ვიტამინზე საუბრით არ დავიღლებით. თუ გსურთ თქვენი კანი იყოს მბზინავი, ცოცხალი და სავსე ენერგიით, SVR Vitamin C სერუმი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. 20% იდეალური კონცენტრაციაა შედეგების რამდენიმე კვირაში დასანახად.
შრატის გამოყენებისას, შეამჩნევთ:
- პიგმენტური ლაქების გაღიავებას
- შესაძლოა მცირე, ლოკალური აქერცვლის ეპიზოდებიც, თუმცა იშვიათ შემთხვევაში
- აუცილებლად გაგითანაბრდებათ კანის ტონი
- მოგემატებათ ბზინვარება, რაც ადვილად იქნება შესამჩნევი მსუბუქი მაკიაჟისასაც კი
- კიდევ უფრო გაძლიერდება მზისგან დამცავის მოქმედება
- შემცირდება ასაკობრივი ნიშნები და ფოტოდაბერება
მოკლედ, კრემთან ერთად თუ დამოუკიდებლად, C ვიტამინი საუკეთესო იდეაა.
SVR Vitamin C
და ბოლოს, ცოტა მეტი რეტინოლის შრატზე Lisse Payot. ნადია პაიოზე არაერთხელ მოგვიყოლია ამარტაში, მის შეუფასებელ ღვაწლზე ქალების გაძლიერებაში სამედიცინო, კოსმეტოლოგიური თუ თავის მოვლის მიმართულებით. შესაბამისად, არ ვწყვეტთ მისი დაარსებული ბრენდის სიყვარულს და გამორჩეული პროდუქტების ქებას.
Payot-ს რეტინოლის შრატის შემადგენლობა სუფთა რეტინოლის 0.3%-იანი კონცენტრაციით იწყება, რაც იდეალური ნორმაა დამწყებთათვის, ან მათთვის, ვისაც სურს ნელ-ნელა და მეთოდურად შეიყვაროს ეს ინგრედიენტი.
როგორც მწარმოებელი გვირჩევს, 30 დღის მანძილზე მიყოლებით, ყოველ საღამოს შეგვიძლია პროდუქტის გამოყენება სახისა და დეკოლტის ზონაზე, რის შემდეგაც მკვეთრად შემცირებულ ასაკობრივ ხაზებსა თუ ნაოჭებს და გაუმჯობესებულ განწყობას შევნიშნავთ.
ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით, ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით კი A ვიტამინის დერივატივების გამოყენება ღამის რუტინაში ჯობს, მეორე დილას კი, მზისგან დამცავის გარეშე გარეთ გასვლაზე არც უნდა ვიფიქროთ.
შესაძლოა ახლა დამაბნევლად, ერთი შეხედვით რთულად ჩანს რეტინოლის რუტინაში ინტეგრირების პროცესი, თუმცა რადგან გარდაუვალია, შეგვიძლია რამდენიმე რჩევით ვიხელმძღვანელოთ:
- პირველი პერიოდისთვის კონცენტრაცია არა უმეტეს 0.5%-ის
- რაოდენობა – მდგოგვის მარცვლის ზომა
- ზონები – სახე, კისერი და მკერდი
- ვტესტავთ ყურს უკან, 20-25 წუთიანი დაკვირვების შემდეგ დადებითი პასუხისას, სხვა ზონებზეც შეგვიძლია დავიტანოთ
- დამატენიანებელი საცხი – რეტინოლი – დამატენიანებელი < ეს ფენა-ფენა მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს გაღიზიანების რისკს
- თავდაპირველად კვირაში ერთხელ, ყოველ შემდეგ კვირას კი, გამოყენების რაოდენობა 1-ით იზრდება
იმედია ეს ბლოგი გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას და დაგარწმუნებთ, რომ თავის მოვლის სამყაროში – სერუმები მართლაც ჩვენი მეგობრები არიან.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი