By Adele Levitova

Ria Keburia Foundation

10.08.2024

„ამბასადორი, კაჭრეთი“ ამჟამად საგამოფენო სივრცეს ხელოვან ადელ ლევიტოვას უთმობს. ხელოვანი გამოფენაზე სახელად The Main Thing, იმ ნამუშევართა კრებულს გვიზიარებს, რომლებიც მან რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში 2024 წელს შექმნა. არტისტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიც არის: სიყვარული, სულიერება, ესთეტიკა და მთავარი აზრი ამ ყველაფერს მიღმა. ინტერვიუში ის ამარტას უზიარებს ამბავს საკუთარი მოგზაურობის შესახებ; გვესაუბრება ასპექტებზე, რომლებსაც მუდმივად განიხილავს და უბრუნდება, უფრო კონკრეტულად კი გვიზიარებს დეტალებს უახლესი ნამუშევრის შესახებ, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს შექმნა.

Ambassadori Kachreti unveils yet another exhibition, this time with works from artist Adele Levitova. Titled “The Main Thing,” the show features a collection of new works created during the artist’s 2024 residency at Ria Keburia Residency. Exploring themes of love, spirituality, aesthetics, and the overarching meaning of life, Levitova delves deep into her artistic journey in an exclusive interview with Amarta, discussing the inspirations behind her latest creations and insights into her artistic vision.

მოგვიყევით თქვენი არტისტული ბიოგრაფიის შესახებ, როგორ დაიწყეთ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობა?

Can you tell us a bit about yourself and your artistic biography?

ხატვა 18 წლის ასაკში დავიწყე, მას შემდეგ რაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის პირველი კურსი დავასრულე. ხატვა გახდა ჩემი რჩეული ჰობი და სულ მალე თითქმის მთელ დროს მას ვუთმობდი. თითქოს ეს იყო უნიკალური გზა ჩემი ცხოვრების დოკუმენტაციისა და იმ სიმბოლოების შექმნის, რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ მე ვიცოდი. ვიტყოდი, რომ თვითნასწავლი ხელოვანი ვარ, მიუხედავად ამისა, გავლილი მაქვს მრავალი კურსი, შევისწავლე აკადემიური მხატვრობა, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და მოვიპოვე საინტერესო ინფორმაცია. მჯერა, რომ ხელოვნების ისტორიის ცოდნა  არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელოვნებო პრაქტიკაში. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის ფილოსოფიის შესწავლასაც, რადგან ხელოვნება სცდება მეთოდს, ტექნიკას და ხშირად მეტყველებს არსით, აზრით ნამუშევრის მიღმა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი პროფესიონალი არტისტი, დავიწყე ნამუშევრების ჩვენება, სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ეს ყველაფერი ძალიან ორგანულად ხდებოდა. თანამედროვე ხელოვნებას აქვს უნიკალური რიტმი, ის გაძლევს საშუალებას კარიერის საწყის ეტაპზეც კი მიაღწიო წარმატებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება მქონდეს პერსონალური გამოფენა საქართველოში, 11 აგვისტოს. ჩემთვის საინტერესოა სხვადასხვა ხალხთან და კულტურასთან ურთიერთობა,  ვხვდები, რომ მჭიდრო კავშირს ვგრძნობ ქართველ ხალხთან.

I started painting at the age of 18, shortly after graduating from the first grade of Moscow State University with a degree in law. Painting quickly became my favorite hobby, and I spent a great deal of time drawing. It was my unique way to document my life and create symbols that perhaps only I could understand. I mostly consider myself a self-taught artist, despite having taken numerous private lessons and courses. I’ve duplicated museum masterpieces, engaged in academic painting, and studied art all over the world. I believe that understanding art history is sometimes even more important than just knowing how to paint. In addition to my artistic endeavors, I think philosophy is a crucial aspect of my artistic career. I have always believed that art is not just about technique but about meaning.  When I realized I wanted to be a ‘real’ artist, showcasing my work and participating in exhibitions, opportunities started to emerge organically. My art career took off; I received invitations to various exhibitions, which is perhaps a testament to the current climate of contemporary art—unique in that it allows artists to begin from humble beginnings, much like many before me. I am excited to announce my upcoming solo exhibition in Georgia on August 11th. It’s fascinating to engage with different people and cultures; although there are distinct differences, I often find that I feel a close connection to Georgian.

რა თემებს იკვლევს თქვენი შემოქმედებითი პრაქტიკა? რომელ სიმბოლოებს მიმართავთ ყველაზე მეტად და რატომ დომინირებს ლურჯი და ოქროსფერი თქვენს ნამუშევრებში?

What themes do you explore in your creative practice? What are the symbols you refer to the most and why are the colors blue and gold most prominent in your work?

როდესაც გადავწყვიტე კარიერის გაგრძელება ხელოვნებაში, ვიცოდი, რომ ეს იყო გენიალური, თუმცა რთული პროფესია. ბევრი არტისტი მუშაობს ისეთ კომპლექსურ თემებზე, როგორიც არის თუნდაც „ეგზისტენციალური კრიზისი“. მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს მიმართულება არ არის ის, რასაც მე მივყვები. მე არ ვიკვლევ სიბნელესა და სიმძიმეს. ნამდვილად მჯერა, რომ ყველანაირი ხელოვნება შეიძლება იყოს შთაგონების წყარო. ამ ეტაპზე მე კონცენტრირებული ვარ ისეთ თემებზე, როგორიც არის სიყვარული, ურთიერთობა, თვით აღმოჩენა. განსაკუთრებით მაინტერესებს ქალი როგორც საკვლევი საგანი, მისი ადგილი ამ სამყაროში, ქალის სენსიტიურობა, მისი ამბიცია და როლი ოჯახში. ხშირად ვუბრუნდები სპირიტუალურ სამყაროს, ადამიანებზე აღმატებულ ძალას, როგორიც არის ღმერთი. მომავალი გამოფენა, სწორედ, რომ სულიერებასა და ღმერთის, რწმენის თემას ეხება.

ჩემი სტილი ძირითადად ფიგურატიულია, ხშირად ვხმარობ სიტყვებს, აბსტრაქტულ ელემენტებს. არ მაქვს ყურადღება გამახვილებული რაიმე კონკრეტულ სიმბოლიკაზე. ხელახლა დავიწყე მელნის გამოყენება – მედიუმი, რომელსაც ვიყენებდი ჩემი მხატვრული მოგზაურობის დასაწყისში. ამჟამინდელი „ტაძრის“ პროექტისთვის მე ავირჩიე ლურჯი და ოქროსფერი. მე ვუყურებ ამას, როგორც მარტივ, ხელმისაწვდომ კონცეფციას – პირად წმინდა სივრცეს, რომლის შექმნა ნებისმიერს შეუძლია.

When I decided to become an artist, it wasn’t about the perceived glamour or difficulty of the profession. While I appreciate the importance of contemporary art exploring dark themes like existential crisis, it doesn’t fully resonate with me. I believe art should also be inspiring. I admire artists and filmmakers who create work that uplifts. My art focuses on love, relationships, and self-discovery. I’m particularly interested in the complexities of womanhood—our sensitivity, ambition, and roles as mothers. I also explore spirituality and our connection to a higher power. This upcoming exhibition will delve deep into these themes. My style is primarily figurative, often incorporating words and abstract elements. While I don’t rely on specific symbols, I’ve recently returned to using ink, a medium I used at the beginning of my artistic journey. For my current ‘Altar’ project, I’ve chosen blue and gold. I envision this as a simple, accessible concept—a personal sacred space that anyone can create.

რა გამოცდილებამ დაგაფიქრათ ცხოვრების ესთეტიკურსა და სპირიტუალურ არსზე? რა მესიჯია სიტყვებს მიღმა, რომლებსაც იმეორებთ ნამუშევრებში?

What experiences led you to feel that life has aesthetic or spiritual meanings? The texts that you use, God, Knowledge. What message do they contain?

მგონი ეს ჩემი ბუნების თანდაყოლილი ნაწილია – სულიერ ცხოვრებასა და სხვებთან კავშირს ყოველთვის უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე მატერიალურ სამყაროს. რაც უფრო ვიზრდებოდი, მეტს ვფიქრობდი არსებობის არსზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. მგონი ცხოვრებაც ისეთ დროსა და ქვეყნებში მომიწია, რომ შეუძლებელი იყო არ მეფიქრა  სულიერსა და მატერიალურს შორის დაპირისპირებაზე. კავშირი – საკუთარ თავთან, არაამქვეყნიურ ძალასთან და ადამიანობასთან – უმნიშვნელოვანესი გახდა. ტაძარი, რომელსაც მე ვქმნი ხელოვნების საშუალებით, წარმოადგენს არამხოლოდ ჩემ შინაგან სამყაროს, არამედ დამოკიდებულებასა და ფიქრებს თანამედროვე რეალობაზე, რომელთა გამოხატვა გახდა ერთგვარი მისია. ტაძრის ეს კონცეფცია არ ეხმიანება კონკრეტულ რელიგიას, მაგრამ მოიცავს სულიერების უფრო ფართო არსს. ჩემთვის ის არის განსახიერება ცხოვრების ძირითადი ფასეულობების: ღმერთის, ოჯახის, სიყვარულის, ბუნებისა და ცოდნის, ყველაფერი ის რასაც ჩემი ცნობიერება ეფუძნება. დიდი ხანია ვოცნებობდი ტაძრის მოხატვაზე და ამ რეზიდენციამ შესანიშნავი შესაძლებლობა შემომთავაზა. მადლიერება, ფიქრი და ღვთაებრივი სიყვარული, ჩემს ცხოვრებაში ცენტრალური თემები გახდა. მე მიზიდავს ლიტერატურა სულიერებაზე და მჯერა, რომ ერთობა სცდება რელიგიურ დაყოფას და დიფერენცირებას. 

Perhaps it’s inherent to my nature, but my spiritual life and connections with others have always held greater importance than material possessions. Growing up, I pondered the nature of existence, good and evil. Living through turbulent times intensified these questions. Connection—to myself, a higher power, and humanity—became paramount. Creating this temple through art is more than personal expression; it’s a mission to share my thoughts. This concept of a temple isn’t tied to a specific religion but encompasses a broader spiritual essence. For me, it represents the core values of life: God, family, love, nature, and knowledge. These are the foundations of my being. I’ve long dreamed of painting a temple and this residency offered the perfect opportunity. Gratitude, reflection, and divine love have become central themes in my life. I’m drawn to spiritual literature and believe that unity, healing, and connection transcend religious divisions.

რა მნიშვნელობა აქვს ტაძარს თქვენს ცხოვრებაში და როგორ დაახასიათებდით თქვენს უახლეს ნამუშევარს, რომელიც ასევე ერთგვარ ტაძარს წარმოადგენს?

How do you describe your personal understanding of a temple in general and then your current artistic project which also represents a temple?

ტაძარი ჩემთვის არის ადგილი სადაც ვპოულობ პირად სიწმინდეებს, სპირიტუალურ გადააზრებას, გამიჯვნასა და რეფლექციას. ამ სივრცეში მე მიზიდავს სიმშვიდე და კავშირის განცდა. ტაძარში სიარული ჩემთვის გახდა საკუთარი თავის მოვლის საშუალება. მისი კონცეფცია ემყარება უპირობო სიყვარულსა და მიმღებლობას. ეს ადგილი თავისუფალია განსჯისგან, აქ ყველას შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. ბევრ ადამიანს აქვს კომპლექსური ურთიერთობა რელიგიასთან, ჩემი ხედვა განსხვავებულია. მე მიზნად ვისახავ ჩემი ნამუშევრით შევქმნა სივრცე, რომელიც იქნება ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მიუხედავად მათი რწმენისა. ეს არის სიცოცხლის ზეიმი, ადამიანური კავშირისა და შინაგანი მშვენიერების. მოძრავი ტაძრის იდეა ასახავს იმას, რომ სიმშვიდის გრძნობა შეიძლება იყოს ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, შეგიძლია შენი ტაძარი სულ ატარო თან.

For me, temples are personal sanctuaries where I can find solitude, reflection, and spiritual renewal. I’m drawn to the quietude and sense of connection often found in these spaces. Weekly visits have become a vital part of my self-care routine. My concept of a temple is rooted in unconditional love and acceptance. It’s a place free from judgment, where everyone is welcomed as they are. I believe in a universal love that transcends religion, a love that desires to embrace and uplift humanity.While many people have complex relationships with organized religion, my vision is different. I aim to create a space that is inclusive and accessible to all, regardless of their beliefs. It’s about celebrating life, human connection, and the inherent beauty of existence. The idea of a movable temple reflects the belief that this sense of peace and connection can be cultivated anywhere, making it a truly personal and empowering experience. 

გვესაუბრეთ გამოფენის სათაურზე, რას გულისხმობს The Main Thing?

What is the meaning behind the title of your exhibition?

თავდაპირველად ვფიქრობდი უფრო ღრმად ჩავძიებოდი კონცეფციას The Main Thing – ის მიღმა, თუმცა მივხვდი, რომ მთავარი რამ ცხოვრებაში ყველასთვის ძალიან სუბიექტურია. სათაურად საბოლოოდ დარჩა ეს ორი სიტყვა, რადგან ნამუშევარი თავის მხრივ წააგავს სარკეს. მინდა რომ ის იყოს ანარეკლი მნახველის პირადი ფიქრების და ემოციების. ჩემს ხელოვნებასთან ინტერაქციისას, დავაკვირდი რომ შესაძლებელია იდეის მრავალ მხრივ ინტერპრეტირება.  ნამუშევარმა თითოეულ ადამიანში უნდა გამოიწვიოს რაღაც პირადული და იგი არ უნდა დააყენოს სპეციფიკური, კონკრეტული სათქმელის წინაშე. ასე ვცდილობ, რომ გამოვხატო ურთიერთკავშირის და ურთიერთდამოკიდებულების იდეა ინდივიდუალური გამოცდილების გზაზე. ყველა ვართ ნაწილი ერთი ფუნდამენტური კოსმიური კანონზომიერების. ალბათ ჩემთვის სათაური The Main Thing სწორედ ამ იდეას განასახიერებს.

Initially, I wanted to explore the concept of a ‘main thing’ through my art. However, I realized that this is highly subjective and can vary greatly from person to person. Instead, I focused on creating a piece that serves as a mirror, reflecting the viewer’s own thoughts and emotions. Through interactions with my art, I’ve observed a wide range of interpretations. This confirmed my belief that the artwork should evoke personal responses rather than imposing a specific meaning. Ultimately, I aim to convey a sense of interconnectedness – a recognition that while we experience life individually, we are fundamentally connected to each other and a larger cosmic order.

როგორ მოქმედებს მოგზაურობა თქვენს სახელოვნებო პრაქტიკაზე და რა ცვლილებები გამოიწვია საქართველოში მოგზაურობამ სამუშაო პროცესში?

In what ways does art serve as a reflection of your travel experiences, especially in Georgia, how did it affect your work?

მოგზაურობა უდავოდ გამოიწვევს ჩვენში ცვლილებებს და ცხადია ეს აისახება სამუშაო პრაქტიკაშიც. ამჟამად ვმუშაობ კახეთში, რია ქებურიას რეზიდენციაში, სადაც გარემოცული ვარ ულამაზესი პეიზაჟით, უსასრულო გაშლილი სივრცით. რა თქმა უნდა, ამ  გარემოს გავლენა აისახა ტილოებში, რომლებსაც გამოფენისთვის ვქმნი. „ტაძრის“ გარდა ვასრულებ და ვფენ სხვა ნამუშევრებსაც, რომლებიც უფრო ჟღერადია ფერში, ნამდვილად იგრძნობა მათში ცვლილება, რომელიც ამ გარემოდან გამომდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებისას მივხვდი თუ როგორ აყალიბებს გარემო ფაქტორები (მზის შუქი, ამინდი და ადგილობრივი კულტურა) ადამიანის შემოქმედებას. საქართველოში მუშაობისას მიზნად დავისახე ამ გარემოს ენერგეტიკა აღმებეჭდა და იმედი მაქვს, რომ წარმატებით.

Travel undeniably shapes us, and subsequent work experiences reflect these transformations. Currently immersed in the Ria Keburia Residency in Kakheti, Georgia, I’m surrounded by vast, open landscapes and breathtaking natural beauty. This inspiring environment has influenced the colorful canvases I’m creating for the exhibition. Beyond the ‘Temple’ pieces, I’m working on more vibrant works. An artist’s surroundings significantly impact their art, from the colors chosen to the overall atmosphere. Having lived and worked in places like London and Greece, I’ve experienced firsthand how factors such as sunlight, weather, and local culture shape one’s creative output. With my Georgian works, I aimed to capture the essence of this stunning natural environment, and I hope to have succeeded.

გამოფენის ტექსტში ნახსენებია, რომ დიდ ყურადღებას ანიჭებთ მშვენიერებას ყოველდღიურობაში. როგორ მეტყველებს ამ შვენიერებაზე თქვენი მომავალი გამოფენა „ამბასადორი კაჭრეთში“?

How does the exhibition highlight the beauty found in ordinary life?

ნამდვილ სილამაზეს სიმარტოვეში ვხედავ. ყოველდღიურობაში რაღაც ღვთაებრივს ვადევნებ თვალს – ურთიერთობებში, სიამოვნებაში ან თუნდაც კლასიკური მუსიკის ინტენსიურობაში. ეს გამოცდილება მაფიქრებს მშვენიერებაზე. ჩემი გამოფენა ეხმაურება ამ იდეას – ჭეშმარიტი სილამაზე გვხვდება ყოველდღიურობაში, სიკეთეში და ადამიანურ კავშირებში. ეს არის სწრაფვა სილაღისკენ, სიკეთისკენ. მე მჯერა, რომ ყოველდღიურობა გაჯერებულია პასუხებით უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე და რაც მთავარია ბედნიერებით.

I find profound beauty in the ordinary. It’s in these simple moments – shared laughter with friends, family bonds, or the awe-inspiring power of classical music – that I see something divine. These experiences remind me of our interconnectedness and the inherent grace in life. My exhibition celebrates this idea: that true beauty is found in the everyday, in kindness, and in human connection. It’s a counterpoint to the constant pursuit of grand, extraordinary things. I believe we can find deep meaning and joy in the simplest aspects of life.

ესაუბრა თინა ჯანიაშვილი
Interviewed by Tina Janiashvili

Scroll To Top