Lexus-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლო NX და RX მოდელები

31.07.2024

Lexus-ის ბრენდში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი კომფორტს უჭირავს, ის ორიენტირებულია სრულყოფილი მართვის გამოცდილების მაქსიმიზაციაზე. სწორედ ამიტომ, Lexus-ის ყოველ მოდელში იპოვით ინტერიერის ხარისხისა და დიზაინის, უახლესი, დახვეწილი ტექნოლოგიების მიქსს. სწორედ ამ მახასიათებლების ნაკრები აქცევს Lexus-ს საიმედო, მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდად. ბრენდი დღემდე ინარჩუნებს კომფორტის თითქმის 40 წლიან ეთოსს, ხოლო მდიდრული SUV-ების საქმეში, მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორც Lexus-ი. ეს იდენტობა კი ჩაქსოვილია მის NX და RX მოდელებშიც. ლექსუსის SUV-ების სამოდელო ხაზში, NX და RX მოდელები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადამიანებში, რომლებიც ეძებენ კომფორტის, სტილისა და დახვეწილი ტექნოლოგიების ნაზავს. მიუხედავად იმისა, რომ NX და RX მოდელებს აქვთ თავიანთი უნიკალური მახასიათებლები, ისინი მაინც იზიარებენ რამდენიმე მსგავსებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Lexus-ის ერთგულებას სრულყოფილებისადმი.

LEXUS NX 2024

ინიციალები NX იშიფრება, როგორც Nimble Crossover. მოხერხებული, მოქნილი მდიდრული SUV-ი, LEXUS NX ბრენდმა პირველად 2014 წლის ბოლოს წარადგინა და წარდგენის დღიდანვე მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის აღტაცება დაიმსახურა, კროსოვერ SUV-ების სერიაში NX-ი ზომით სუბკომპაქტურ UX-სა და საშუალო ზომის RX-ს შორის დგას.

პირველი თაობის NX მოდელი პეკინის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე გამოჩნდა, 2014 წლის 23 აპრილს. NX იზიარებს რამდენიმე მახასიათებელს Toyota RAV4-თან, მათ შორის, სტურქტურასა და ბორბლების ბაზას, თუმცა მისი სტილი, ძრავი, ინტერიერი, ფუფუნების დონე და ოსტატობა არის უნიკალურად LEXUS-ის მახასიათებლები.

2017 წელს Lexus NX-მა მიიღო mid-life განახლება, რამაც კიდევ უფრო მეტად დახვეწა მოდელის ექსტერიერი, კერძოდ, წინა ბამპერი, ცხაური, წინა ფარები და კიდევ რამდენიმე ელემენტი. საბოლოო ჯამში, 2017 წლის ცვლილებების შემდეგ NX მოდელი ესთეტიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. განახლებულმა დიზაინმა არა მხოლოდ გააუმჯობესა ავტომობილის ექსტერიერი, არამედ მისი აეროდინამიკა და გაგრილების ეფექტიც.

Lexus NX-ის 2024 წლის მოდელი წინამორბედების სიმძლავრისა და კომფორტის მიქსის გაგრძელებაა, თუმცა, ამასთან ერთად, ის ახერხებს უახლესი მიღწევების ჩართვას უბადლო მართვის გამოცდილების შესაქმნელად. 2024 წლის მოდელის სალონი ზედმიწევნით არის დამუშავებული მაღალი ხარისხის მასალებით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ტყავით, ხისა და რბილი შეხების ზედაპირის ელემენტებით.  2024 წლის Lexus NX-ის ინტერიერი ინტუიციურ კონტროლსა და მძღოლზე ორიენტირებულ შიდა განლაგებას გვთავაზობს. დიზაინი მიჰყვება „ტაზუნას“ კონცეფციას, რაც იაპონურად „ცხენის სადავეებს“ ნიშნავს. Lexus-მა ამ კონცეფციის დამკვიდრებით NX-ის მფლობელებს სრული კონტროლის შესაძლებლობა მისცა.

Lexus NX-ის 2024 წლის მოდელი გამორჩეულია უახლესი ტექნოლოგიური დეტალებითაც. სტანდარტული 9.8 დიუმიანი და ხელმისაწვდომი 14 დიუმიანი სენსორული ეკრანები ნავიგაციის, გართობისა და ავტომობილის პარამეტრებზე წვდომის სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. Lexus Climate Concierge-ი ავტომატურად არეგულირებს სალონის ტემპერატურას შიდა სივრცეში სიმჭიდროვის მიხედვით, ხოლო ატმოსფერული განათება ინტერიერს დახვეწილობას მატებს.

2024 Lexus NX-ი ხელმისაწვდომია ძრავის რამდენიმე ტიპით (NX 250, NX 350, NX 350h, NX 450h+), რათა მართვის ყველანაირი უპირატესობა იყოს უზრუნველყოფილი. 2024 წლის Lexus NX-ი აგრძელებს სტანდარტების დაწესებას მდიდრული ქროსოვერების სეგმენტში და აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, მდიდრულ ინტერიერსა და მოწინავე ტექნოლოგიებს. მისი მართვა, ერთდროულად, ამაღელვებელი და კომფორტულია. მათთვის, ვინც მდიდრული SUV-ების ძიებაშია, 2024 წლის Lexus NX მართლაც, განსაკუთრებული არჩევანია.

LEXUS RX 2024

Lexus RX-ს უკვე დიდი ხანია, დამკვიდრებული აქვს საკუთარი საპატიო ადგილი მდიდრული SUV-ების სეგმენტში. მოდელის დებიუტი 1998 წელს შედგა და მისი სახელი მდიდრული კროსოვერების სიაში მალევე ჩაიწერა. თავდაპირველად, RX ჩაფიქრებული იყო, როგორც ლუქს სედანისა და SUV-ის მიქსი. პირველი თაობა კომპაქტური ზომის იყო, დანარჩენები კი საშუალო ზომის SUV-ებს მიეკუთვნება. დღეს Lexus RX-ის უკვე ხუთი თაობა არსებობს, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი წინსვლა იყო მდიდრული SUV-ების დიზაინის, ტექნოლოგიებისა და პერფორმანსის მახასიათებლების განვითარებაში.

პირველი Lexus RX 300 (1998-2003), ლუქს სედანისა და SUV-ის კომბინაცია, გამოირჩეოდა ტევადი, ფართო ინტერიერით, საიმედო, გამძლე კონსტრუქციითა და გლუვი მართვის გამოცდილებით. სწორედ RX-ის პირველმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი Lexus-ის შეურყეველ რეპუტაციას მდიდრული SUV-ების ბაზარზე.

მოდელის მეორე თაობამ (2004-2009), თავდაპირველად, RX 330-მა და შემდგომ 350-მა წარადგინა გაუმჯობესებული ძრავები და უსაფრთხოების მახასიათებლები. ამავე თაობაში გამოვიდა ახალი RX 400h, პირველი ჰიბრიდი მდიდრული SUV-ი. Lexus RX 400h იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო გარემოსდაცვითი მდგრადობა ფუფუნების კომპრომისის გარეშე.

Lexus RX-ის მესამე თაობაში (2010-2015) გამოჩნდა სხვა მახასიათებლებიც, მათ შორის, დაიხვეწა მოდელის გარე კორპუსი და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები. RX 350-მა და RX 450h-მა მომხმარებელს შესთავაზეს საწვავის დაზოგვის უფრო ეფექტური სისტემები. მესამე თაობა, ასევე, ხაზს უსვამდა ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისადმი. სწორედ ამ თაობაში, მოდელს დაემატა ადაპტური წინა განათებისა და უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემები.

Lexus RX-ის მეოთხე თაობა (2016-2022) გამოირჩევა მისი თამამი სტილით, მათ შორის Lexus-ის საფირმო spindle grille-ით. აღსანიშნავია, რომ მეოთხე თაობაში მოხდა RX L-ის წარდგენაც, რომელიც გვთავაზობდა სავარძლების სამ წყებას და მორგებული იყო დიდი ოჯახების ინტერესებზე.

უახლესი, მეხუთე თაობა (2023 – ახლა) ფოკუსირებულია უფრო დინამიური მართვის გამოცდილების შექმნასა და ავტომობილის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვაზე. 2024 წლის Lexus RX-ის ექსტერიერი თვალისმომჭრელი, თანამედროვე დიზაინითა და სკულპტურული სტრუქტურით გამოირჩევა, რაც ავტომობილს დახვეწილ და დინამიურ იერს აძლევს.

RX 2024-ის აეროდინამიკური ფორმა და ბორბლების ახლებური განლაგება ავტომობილს განსაკუთრებით ელეგანტურ  შესახედაობას აძლევს. გამორჩეულ მახასიათებლებს შორისაა:

RX 2024-ის LED ფარები არა მხოლოდ აძლიერებს ხილვადობას, არამედ ავტომობილს თანამედროვე იერს ანიჭებს. გადახურული L-ფორმის დღის განათება იძლევა მხოლოდ Lexus-სთვის დამახასიათებელ უნიკალურ ვიზუალურ ხელწერას. RX-ის დახვეწილი დიზაინი იმდენადვე ფუნქციონალურია, რამდენადაც ესთეტიკური. მოდელის აეროდინამიკური ფორმა ამცირებს ხახუნს, ახდენს საწვავის ეკენომიურ, ეფექტურ გამოყენებას. ამასთან, აეროდინამიკური ფორმა ამცირებს გარე ხმაურს და სალონს უაღრესად კომფორტულს ხდის. პანორამული ლუქი და კორპუსის ფერების დიდი არჩევანი 2024 წლის Lexus RX-ს კიდევ უფრო პერსონალიზებულს აქცევს. ახალი RX-ით ყველგან გამორჩეული და უნიკალური ხარ.

2024 Lexus RX გვთავაზობს ძრავის სისტემის სხვადასხვა ვარიანტებს ნებისმიერი მართვის უპირატესობისთვის. RX 350 იკვებება მძლავრი V6 ძრავით, უზრუნველყოფს გლუვ მოძრაობას და ამასთან, საწვავის ეკონომიას. RX 350h არის  ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს V6 ძრავასა და ელექტროძრავებს. RX 450h+ – ის შემთხვევაში კი ელექტროენერგია მოკლე დისტანციაზე გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, ხოლო V6 ძრავა გრძელი მოგზაურობისთვის არის რეკომენდირებული. ეს მოდელი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე მავნე ზემოქმედება.

Lexus NX და RX ასახავს Lexus-ის ურყევ ერთგულებას ფუფუნების, ინოვაციებისა და შესრულების მიმართ. NX – თავისი მოხერხებული მართვის, მოწინავე ტექნოლოგიით და დახვეწილი დიზაინით, სთავაზობს პრაქტიკულობისა და დახვეწილობის შესანიშნავ ნაზავს თანამედროვე მძღოლებს. იმავდროულად, RX აგრძელებს თავის მემკვიდრეობას, როგორც მთავარი ძვირადღირებული SUV, გამოირჩევა გასაოცარი ექსტერიერით, ზედმიწევნით შემუშავებული ინტერიერით და ძლიერი, ეფექტური ძრავებით. მიუხედავად იმისა, აირჩევთ მრავალმხრივ NX-ს თუ საკულტო RX-ს, გარანტირებული გაქვთ მართვის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს კომფორტს, უსაფრთხოებას და უახლეს ფუნქციებს. Lexus-ი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რატომ რჩება ის ლიდერი ფუფუნების SUV-ების ბაზარზე, რადგან ის ქმნის მანქანებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მათი მომხმარებლების გემოვნებას.

თავისი თითქმის 40 წლიანი ისტორიის განმავლობაში, Lexus-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლოდ იქცა.  Lexus NX მოხერხებული მართვის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და დახვეწილი დიზაინის ნაზავით, მძღოლებს პრაქტიკულ და საიმედო არჩევანს სთავაზობს. ხოლო RX-ის ლეგენდარული მემკვიდრეობა გრძელდება, ელეგანტური ექსტერიერით, დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერით და ძლიერი და ეფექტური ელექტროძრავებით. არჩევანის გაკეთება ნებისმიერ მათგანზე კომფორტულ, უსაფრთხო და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ მგზავრობას გპირდებათ.

მაშიკო გიორგობიანი

Scroll To Top