ყველაფერი, რაც დეოდორანტების შესახებ უნდა იცოდეთ

30.06.2024

ქერი ბრედშო საკუთარ ბლოგს ალბათ ასე დაიწყებდა „ივლისის ცხელ დღეს ნიუ-იორკის პატარა კაფეში ვზივარ, ჩემ საყვარელ ლატეს ვწრუპავ და ვფიქრობ, როდის იქცა დეოდორანტი ჩვენი ყოველდღიური ჰიგიენის ნაწილად? იმ სანდო მეგობრად, რომელიც შენს კომფორტზე ზრუნავს, უხერხულობას გაცილებს, მაგრამ არასდროს ფასდება საკმარისად…“  სწორად მიხვდით, დღეს ზუსტად ამ პროდუქტზე ვისაუბრებთ.

დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი?

თემა, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური ხდება

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია,  ყველაფერი ის რაც მარტივად გვეჩვენება – ზედმეტად კომპლექსურია. ერთი შეხედვით, დახლზე ერთნაირად გამოიყურება, სურნელიც თითქოს მსგავსია და მოქმედება? რისი ცოდნაა საჭირო?

ანტიპერსპირანტი საოფლე ჯირკვლების მოქმედებას თრგუნავს, დეოდორანტი კი ოდორის შენიღბვას უწყობს ხელს. შესაბამისად, მოქმედების მექანიზმი რადიკალურად განსხვავებულია. სხვათა შორის, ეს პროდუქტი ჰიგიენის რუტინაში 19-ე საუკუნეში ერთვება, როცა დახლებზე სპეციალური პროდუქტი MUM გაჩნდა; იქამდე კი, ადამიანები ფხვნილებზე, ფქვილებზე, თხევად თუ მყარ სურნელოვან საშუალებებზე იყვნენ დამოკიდებული.

დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სახით:

  • სპრეი
  • სტიკი
  • ე.წ როლ-ონი, ანუ ბურთულიანი
  • კრისტალი
  • გელი

SVR და მისი კომპაქტური სპრეი ალუმინის გარეშე.

აეროზოლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და იდეალურად ნიღბავს უსიამოვნო სურნელს. პროდუქტი თრგუნავს ოფლის სეკრეციას და არ აღიზიანებს პარსვის შემდგომ მგრძნობიარე კანსაც კი.

აქვე, რამდენიმე მითი შეგვიძლია დავამსხვრიოთ:

  1. საოფლე ჯირკვლების დათრგუნვა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის;
  2. მეცნიერები არ ადასტურებენ, რომ ალუმინის შემცველობით ანტიპერსპირანტის გამოყენება საფრთხისშემცველია;
  3. ბუნებრივი შემადგენლობის დეოდორანტები ისეთივე ეფექტური შეიძლება იყოს, როგორც ქიმიური;

Le Petit Olivier-ის დეო ფრეში

როგორც სახელწოდება გვკარნახობს, პროდუქტს ჯანსაღი, სისუფთავის შეგრძნების განმაახლებელი სურნელი აქვს.

  • არ შეიცავს ალკოჰოლს
  • არ აღიზიანებს კანს
  • 98%-ით ნატურალური შემადგენლობისაა
  • ანიჭებს კანს სირბილეს

24 საათის მანძილზე იცავს მას უსიამოვნო სურნელისგან

PAYOT. Rituel Douceur

ვინ, თუ არა ნადია პაიომ ზუსტად იცოდა რამხელა როლი ენიჭება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორად შედგენილ რუტინას და რა სარგებლობა მოაქვს საკუთარი თავის მოვლას, მათ შორის, შეგრძნებების დონეზე.

Payot-ს რიტუელის სპრეი ჰიბრიდული მოქმედებისაა. ანტიპერსპირანტი ერთის მხრივ, თრგუნავს ოფლის გამოყოფას, მეორეს მხრივ კი, ხელს უშლის ისეთი ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ. პროდუქტი 48 საათის განმავლობაშია ეფექტურია და არ შეიცავს ალკოჰოლს. მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის პროდუქტს ეძებთ, როგორი მოქმედება გსურთ, PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე ნებისმიერი ადამიანი იპოვის ოპტიმალურ ვარიანტს.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top