ნ უ ტ რ ი ე ნ ტ ე ბ ი

30.01.2024

გაღვიძება, მოწესრიგება, საუზმე, მუშაობა, სხვა საქმეების მოგვარება, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მეგობრებთან შეხვედრა და სოციალური აქტივობა – გეცნოთ? თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ არაფერი გვაკვირვებს. რთულია მსგავს რეჟიმში მრავალფეროვან რაციონსა და ფიზიკურ დატვირთვაზე იფიქრო, მაგრამ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა!

თუ თქვენც ჩვენსავით გიჭირთ კვებითი დისბალანსების შევსება #ამარტაგირჩევთ

ჩვენი ორგანიზმი ვიტამინების, მინერალების და სხვა ნუტრიენტების  საბადოა. მიუხედავად ამისა, ორგანიზმს მათი გამომუშავება არ შეუძლია, ამიტომ მათი ოპტიმალური დონის  შესანარჩუნებლად ჩვენი ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

როგორ?

საუკეთესო შემთხვევაში გიპასუხებდით – კვებით, თუმცა კარგად ვიცით რომ ეს ასე არ არის. თანამედროვე პროდუქტი, მაღალი ენერგეტიკული ღირებულებებით ვერ დაიკვეხნის და მაშინაც კი, თუ ძალიან ხარისხიან საკვებს ვიღებთ, მასში არსებული აქტიური ნივთირებების შეწოვადობა ცალკე განხილვის საგანია.

რა არის საკვები დანამატი?

საკვები დანამატი ის კაფსულა, აბი, სითხე, ფხვნილი ან ტაბლეტია, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, მიკრო/მაკრო ელემენტებს თუ ენზიმებს შეიცავს. მისი მიღება მარტივი, შეწოვადობა კი – მაღალია. შესაბამისად, თუ ძალიან გადატვირთული რეჟიმი და დაუბალანსებელი კვების რეჟიმი გვაქვს, შეგვიძლია ნაკლებად ვიდარდოთ.

როგორ ამოვიცნოთ დეფიციტი?

თუ თქვენს ორგანიზმს კონკრეტული მინერალი ან ვიტამინი აკლია, სიმპტომურად გამოვლინდება. მაგალითად, შესაძლოა გაწუხებდეთ:

  • დაღლილობა
  • უხასიათობა
  • უმადობა ან პირიქით, გაძლიერებული მადა
  • მახსოვრობის პრობლემები
  • თმის ცვენა, ფრჩხილის დასუსტება და კანის გამოშრობაც კი;

ეს, სიმპტომების მცირე ჩამონათვალია. ნებისმიერი მათგანის შემთხვევაში ექიმს უნდა მიაკითხოთ.

თუმცა, თუ საქმე ასე სერიოზულად არ არის, ან უკვე გადალახეთ პრობლემა, საჭირო მინერალების/ვიტამინების/მიკრო-მაკრო ელემენტების საპროფილაქტიკო კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

არ მოგეჩვენათ, სწორად წერია – ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების – ორთომოლეკულების –  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით.

რა უნდა გავითვალისწინოთ საკვები დანამატის შერჩევისას?

განსაზღვრეთ ბიოლოგიურად აქტიური რომელი ნივთიერება გჭირდებათ. ამის შემდეგ შეგიძლიათ იზრუნოთ სუფთა შემადგენლობის, მაღალი ბიოშეღწევადობის პროდუქტის შერჩევაზე.

რა თქმა უნდა – მწარმოებელი.

მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება – საუკეთესო უნდა შევარჩიოთ. ნდობა მხოლოდ ისეთ მწარმოებელს გამოუცხადეთ, რომელზე ინფორმაციაც გამჭვირვალეა, ხარისხს კი, საერთაშორისო სერტიფიკატები ადასტურებს.

ქართულ ბაზარზე საინტერესო პრემიუმ დანამატების მწარმოებელი – ორთომოლი გამოჩნდა. ორთომოლის თითოეული პროდუქტის შემადგენლობა,  აქტიური ნივთიერებების კომბინაციები და გამორჩეული გამოშვების ფორმა მორგებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელზე და სხვადასხვა პათოლოგიური თუ ფიზიოლოგიური პროცესების სამართავად, მათ შორის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, პრე-მენო-პოსტმენოპაუზის პერიოდი და ა.შ.

შესაბამისად, ნედლეული რომელსაც კომპანია იყენებს – უმაღლესი ხარისხისაა.

საკუთარი ორგანიზმი

წლების განმავლობაში საკვებ დანამატებს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ხელმისაწვდომი სამედიცინო კვლევები საპირისპიროს მოწმობს. სწორად შერჩეულ და ინსტრუქციის მიხედვით მიღებულ ნუტრიენტს მართლაც შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და საკუთარს ჯეროვნად უნდა მოვუსმინოთ. კითხვების შემთხვევაში – მიმართეთ ექიმს, რეკომენდაციისთვის ფარმაცევტთან გასაუბრებაც კარგი იდეაა. ჯანმრთელობას გისურვებთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top