Caudalie Vinopure – აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის

15.01.2024

დაგვეთანხმებით, რომ კრიალა კანი ბევრი ჩვენგანის მიზანია, თუმცა მისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივია. ვიზუალურად შესამჩნევი ფორების, ცხიმიანი T ზონისა და სხვადასხვა ტიპის კომედონების მოსავლელად საინტერესო გამას გაგაცნობთ.

რატომ Caudalie Vinopure?

პასუხი მარტივია: ბუნებრივი შემადგენლობა და ეფექტურობა. პრობლემური კანის მქონე ადამიანები კარგად ვიცნობთ საკუთარ ორგანიზმს, ვაკვირდებით მის რეაქციას სხვადასხვა აქტივის გამოყენებისას და ყიდვის გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით ვიღებთ. თუ ბუნებრივ შემადგენლობას ანიჭებთ უპირატესობას, Caudalie პირდაპირ SEPHORA “CLEAN” კატეგორიას განეკუთვნება.

რას ნიშნავს SEPHORA-ს „clean” კატეგორია?

ეს სეფორას შექმნილი სტანდარტია, რომელიც თავის და კოსმეტიკურ მოვლის ბრენდებზე ვრცელდება. ნიშანი ავტომატურად აღნიშნავს იმას, რომ პროდუქტის შემადგენლობაში „პოტენციურად საზიანო“ ინგრედიენტები არ შედის.

ძირითადი კომპონენტები

ორგანული ყურძნის წყალი

ორგანული ყურძნისგან მიღებული ეს დამატენიანებელი სითხე ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

სალიცილის მჟავა
თუ რომელიმე ინგრედიენტზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100-დან 99 შემთხვევაში ამცირებს ვიზუალურად შესამჩნევ ფორებს და ეფექტურად ებრძვის შავ წერტილებს – სალიცილის მჟავაა. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სალიცილი კანს აშრობს, თუმცა ბუნებრივი წარმოშობის გამო ეს კონკრეტული კომპონენტი იმდენად ნაზია, რომ ყოველდღიური გამოყენებისთვისაა რეკომენდებული.

პოლიფენოლი
პოლიფენოლი ანტიოქსიდანტია, რომელიც ყურძენს გარემო სტრესორებისგან იცავს. სწორედ ამ თვისების გამო მოხვდა ის Vinopure-ის შემადგენლობაში.

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელი

რუტინის პირველ ეტაპზე კანის გასაწმენდად ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელის გამოყენებაა რეკომენდებული. დასაბანი პროდუქტი:

  • ადვილად შლის მაკიაჟს
  • წყალგამძლეა და ამავე დროს მზისგან დამცავი
  • არ არღვევს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროდუქტს პირველი გამოყენებიდან შეიყვარებთ. განახლებული ფორმულის მქონე ტონერი არ შეიცავს:

  • ალკოჰოლს და შესაბამისად, არ გამოაშრობს კანს
  • კონსერვანტებს
  • არომატიზატორებს

ის მაქსიმალურად ტოლერანტულია მგრძნობიარე კანისთვისაც კი. ანტიბაქტერიული თვისებების გარდა, მნიშვნელოვნად ამცირებს ფორების ვიზუალს.

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის შრატი

არსებობს ასეთი ტერმინი – სებორეგულაცია, რომლის წარმოთქმის შემდეგაც თავი „Skincare Guru”-დ შეიძლება იგრძნოთ და სავსებით დამსახურებულადაც. აკნესკენ მიდრეკილი კანისას ხშირად ვუშვებთ შეცდომას, ვცდილობთ ცხიმიანობის დათრგუნვას და გამოშრობას, რადგან გამონაყარი ნაკლებად ფორმირდება. რეალურად კი, ჩვენი მიზანი სებორეგულაცია ანუ ცხიმის გამოყოფის ნორმალური დონე უნდა იყოს. სწორედ ამაზე იზრუნებს კოდალის შრატი, რომელიც 97%-ით ნატურალური შემადგენლობისაა. ის განკუთვნილია ანთებითი უბნების სამკურნალოდ. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს შავ წერტილებს, პოლიფენოლი – საუკეთესო ანტიოქსიდანტი, არეგულირებს ცხიმის სინთეზს.  6 ეთერზეთის კოქტეილი – ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებაზე ზრუნავს.

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის ფლუიდი 

ისედაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილ კანზე, ზედმეტად მსუყე დამატენიანებლის გამოყენება არ გვსიამოვნებს. სწორედ ამიტომ, ფლუიდი საუკეთესო ვარიანტია. Caudalie-ს Vinopure-ის ხაზის საცხი:

  • აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს
  • ამცირებს შავ წერტილებს
  • არაკომოდოგენურია და არ ახშობს ფორებს
  • რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დილის, ასევე ღამის რუტინაში

Caudalie. ცხიმიანი და კომბინირებული კანის ნიღაბი

ეს ნიღაბი შესაძლოა ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩანთაშიც აღმოაჩინოთ. სწორედ Caudalie-მ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ექსფოლიანტი. ნაზი, ვეგანური, ნატურალური შემადგენლობის პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმიანობის შეგრძნებას და ბზინვარებას. გაითვალისწინეთ, თუ კანი ცხიმიანზე მეტად კომბინირებული გაქვთ, პროდუქტი მხოლოდ ცხვირის, ნიკაპისა და შუბლის არეზე უნდა დაიტანოთ.

ჩვენი შეფასება

აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებს არსენალში რა არ გვქონია, რომელი ინგრედიენტი არ გვიცდია?! კარგად ვიცით, რა რთულია გადაჭრით თქვა რა გაამართლებს სხვისთვის, თუმცა ჩემთვის გამორჩეულად ეფექტური სალიცილი და კონკრეტულად ეს ხაზი აღმოჩნდა. სხვადასხვა პერიოდში თითქმის ყველა პროდუქტის დატესტვის შემდგომ ღირსეულად იკავებს ტოპ პოზიციას რეკომენდაციების სიაში. ვეგანური შემადგენლობის, მსუბუქი არომატის და ეფექტური ინგრედიენტების გავლენით Caudalie-ს Vinopure-ი აუცილებლად გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top