Ria Keburia Foundation
02.11.2023
While plenty of artists have worked at the residency of Ria Keburia foundation, not a lot of them have roamed the fields and the gardens of the territory and have started to collect the material directly at the premises. Liene Mackus a Latvian artist, has spent a month at the residency, developing her recent project and a solo exhibition in the space of Ambassadori Kachreti. Her work has been known to appear mostly in the public spaces representing sculptures and installations, however this time she decided to pay meticulous attention to the detail and delve into the micro universe of seeds and plants. Her current exhibition showcases the drawings she produced during the time she spent in the residency and of course the vast gardens of Kakheti region in Georgia.
რია ქებურიას ფონდის რეზიდენციაში უამრავ ხელოვანს უმუშავია, თუმცა მათგან არც თუ ისე ბევრმა შემოიარა მინდვრები და ბაღები იმისათვის, რომ სამუშაო მასალა შეეგროვებინა. ლატვიელმა მხატვარმა ლიენე მაკუსმა რეზიდენციაში ერთი თვე გაატარა. ამ პერიოდში ის მუშაობდა თავის ბოლო პროექტზე და პერსონალურ გამოფენაზე ამბასადორი კაჭრეთის სივრცეში. ცნობილია, რომ მისი ნამუშევრები ძირითადად ჩნდება საჯარო სივრცეებში, რომლებიც წარმოადგენენ სკულპტურებსა და ინსტალაციას, თუმცა ამჯერად მან გადაწყვიტა ზედმიწევნითი ყურადღება მიექცია დეტალებზე და ჩასძიებოდა თესლებისა და მცენარეების მიკრო სამყაროს. მისი ამჟამინდელი გამოფენა წარმოადგენს ნახატების სერიას, რომლებიც მან რეზიდენციასა და რა თქმა უნდა, კახეთის უზარმაზარ მინდვრებში ყოფნის დროს შექმნა.
Can you introduce yourself and your artistic practice, what are the thematics you usually work with and what brings you to Georgia now?
I am a sculptor working and living in Latvia, this is where I graduated from the academy of arts completing my master and since then I’ve been traveling for a bit, taking part in various residency programs. At the moment I have become a student again, working on my PHD in practical studies in Latvia. The thematic that always remains to be appearing in my artistic practice is nature, this is the notion that I always connect to, this is my main focus. I think it has to do something with the place I come from, my nationality. Latvians have a quite close relation to nature and very special feelings towards it. Researching and studying nature has become very important and interesting to me, figurative art has never held much importance in my work, my attention has always drifted towards something else. I think it was during my MA that I realized I was interested in landscape. I started finding some interesting objects, collecting them. This led to the expeditions conducted by myself in the countryside. I wanted to feel and show this Latvian landscape and to transmit those feelings within the medium, which was mostly sculpture in my case. It is more conventional to portray scenes from nature as paintings and drawings, but for me this type of imagery is less interesting, my objective is to depict all that in a sculpture or in the installations. For example, one of my projects comprises three animations and three objects, which was “my Latvian figure.” By that time, my country had lots of abandoned houses outside the city and the idea of bringing nature into interior seemed very beautiful to me. Nature comes into human place. Georgia also has a landscape that opens you up to nature. At first I planned to work with healing herbs, connect to the mystery of healing, but when I physically came here and saw the vast garden of the residency I started collecting seeds and plants it had to offer, which I think is very poetic and that’s how the drawings happened.
მოგვიყევით თქვენი სახელოვნებო პრაქტიკის შესახებ, რა არის თემები, რომლებსაც ხშირად ამუშავებთ და რაზე მუშაობთ ახლა საქართველოში?
მე ვარ მოქანდაკე. ვცხოვრობ და ვმუშაობ ლატვიაში, სადაც დავასრულე მაგისტრატურა, სამხატვრო აკადემიაში. ამის შემდეგ ცოტა ვიმოგზაურე, მონაწილეობა მივიღე ამა თუ იმ რეზიდენციის პროგრამაში, ახლა კი ისევ სტუდენტი გავხდი და ვმუშაობ ჩემს დოქტორის ხარისხზე ლატვიაში, პრაქტიკული სწავლებების ფაკულტეტზე. თემა, რომელსაც საკუთარ ნამუშევრებში და ზოგადად ჩემს სახელოვნებო პრაქტიკაში მუდმივად ვამუშავებ არის ბუნება. ეს არის მცნება, რომელთანაც ძალიან დიდ კავშირს ვპოულობ და რომელიც სულ ჩემს ობიექტივშია. ვფიქრობ, რომ ეს იმ ადგილს უკავშირდება, სადაც დავიბადე და ვცხოვრობ, ასევე ჩემს ეროვნებას. ლატვიელებს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ ბუნებასთან და განსაკუთრებული გრძნობები მის მიმართ. ბუნების შესწავლა და კვლევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდა, ფიგურატიულ ხელოვნებას არასდროს ჰქონია დიდი მნიშვნელობა ჩემს შემოქმედებაში, ჩემი ყურადღება ყოველთვის სხვა რაღაცისკენ იყო მიმართული. მაგისტრატურის დროს მივხვდი, რომ მაინტერესებდა ლანდშაფტი. დავიწყე საინტერესო ნივთების მოძიება, მათი შეგროვება. ამის შედეგად მოვაწყე არა ერთი ექსპედიცია ქალაქგარეთ. მე მსურდა შემეგრძნო და მეჩვენებინა ლატვიური პეიზაჟის სულისკვეთება და ეს განცდები გადამეტანა მედიუმში, რომელიც ჩემს შემთხვევაში სკულპტურა აღმოჩნდა. ბუნების სცენების ნახატებად წარმოჩენა უფრო ტრადიციული და მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ჩემთვის ამ ტიპის გამოსახულება ნაკლებად საინტერესოა, ვცდილობ ამ ყველაფრის გამოსახვას სკულპტურაში ან ინსტალაციაში. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი მოიცავს სამ ანიმაციას და სამ ობიექტს, რომელიც განასახიერებდა „ჩემს ლატვიურ ფიგურას“. იმ დროისთვის ლატვიის ქალაქგარეთ იპოვიდით უამრავ მიტოვებულ სახლს. ბუნების ინტერიერში შემოტანის იდეა ძალიან მხიბლავდა და მაინტრიგებდა. გარემო შემოდის და ითაგრმნება ინტერიერში ეს კი გახდა ჩემი კონცეპტი. საქართველოში ასევე არის პეიზაჟი, რომელიც გიბიძგებს ბუნებასთან დაახლოებას. რეზიდენციის დასაწყისში, ვგეგმავდი სამკურნალო ბალახებით მუშაობას, განკურნების იდუმალების გამოკვლევას, მაგრამ როდესაც ფიზიკურად აღმოვჩნდი აქ და ვნახე რეზიდენციის უზარმაზარი ბაღი, დავიწყე თესლებისა და მცენარეების შეგროვება, რაც მგონი ძალიან პოეტურია და სწორედ აქედან დაიწყო ნახატების სერიაც.
Would it be true if I said that your work is based a lot on the environment where you find yourself…
It’s true. Location where I find myself is very important. In Georgia I produced a sculpture, work which I called sculpture number 2. In Latvia I did the first version, but the difference is very easy to see. The one made during the residency is very different and more expressive in color, because of the rich palette this country has to offer. Flower I did in Latvia is quite different. I think paying attention to this kinds of details is important , to catch and compare the feelings from the environment.
მართალია რომ თქვენი ნამუშევარი დიდწილად ეფუძნება იმ გარემოს, რომელშიც იმყოფებით?
მართალია. ადგილი სადაც მე ვპოულობ საკუთარ თავს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დავამზადე სკულპტურა, ნამუშევარი, რომელსაც ვუწოდე „სკულპტურა ნომერი 2”. ლატვიაში გავაკეთე პირველი ვერსია, თუმცა განსხვავება ძალიან ადვილი შესამჩნევია. ის, რომელიც რეზიდენციის ფარგლებში გაკეთდა, ბევრად განსხვავებულია და უფრო ექსპრესიულია ფერში, ალბათ ამ ქვეყანაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი პალიტრიდან გამომდინარე. ყვავილი კი, რომელიც მე გავაკეთე ლატვიაში, სულ სხვაა. ვფიქრობ, ასეთი დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გარემოში გრძნობები დაიჭირო და შეადარო სხვადასხვა მოცემულობებს.
Can you describe the project you worked during the Ria Keburia foundation residency? How is it different from your previous work and do you think there is a moment of change in your practice?
This project is like a continuation to my previous works, but manner in which I worked was quite different, as if I felt less pressured to produce pieces for the exhibition. I felt more free. This month was very fruitful, I had so much time for working but at the same time it is just a month to make an exhibition. I definitely experimented more while doing drawings, because usually I wouldn’t refer to this medium. Clay, plaster, sculpture maybe yes, they feel closer and more in touch with nature but at the same time it was extremely important for me to do drawings at this point of my career.
შეგიძლიათ აღწეროთ პროექტი, რომელზეც მუშაობდით რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში? რით განსხვავდება ის თქვენი წინა ნამუშევრებისგან და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ცვლილებების მომენტი თქვენს პრაქტიკაში?
ეს პროექტი ჩემი წინა ნამუშევრების გაგრძელებას ჰგავს, მაგრამ ჩემი მუშაობის მანერა სრულიად განსხვავებულია. თითქოს ნაკლებად ვგრძნობდი ზეწოლას გამოფენისთვის ნამუშევრების დამზადებაზე. თავს უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევდი. ეს თვე ძალიან ნაყოფიერი იყო, იმდენი დრო მქონდა მუშაობისთვის, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ერთი თვე რჩებოდა გამოფენის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ნახატების კეთებისას უფრო მეტ ექსპერიმენტს ვატარებდი, რადგან, ამ მედიუმს მანამდე არ ვიყენებდი. თიხა, თაბაშირი, ქანდაკება, ისინი უფრო ახლოს არიან და უფრო ამყარებენ კავშირს ბუნებასთან, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარიერის ამ ეტაპზე ნახატების გაკეთება.
How do you perceive the material or the medium, what role does it play in your artworks, is it important for you that the works you produce become tangible or intangible for the viewer? Because some of your works seem to very accessible to public, while others are detaching themselves more from the viewer and at the same time the mediums you work with are so diverse
I have worked in plenty of mediums and there might be a distinction . Some are more suitable for public space. Sometimes they are even commission works and it’s important to think about the material and how accessible it becomes to people. To think about the architecture and natural landscape as well, that also defines the use of material and how tangible it could become. Lot of times I have made playground for children, with an aim of creating a more artistic visual, so that playground looks like an art object but so that it is open to interaction. however, when I focus more on making a an exhibition in the space, I prefer them to be more fragile and less open to touching, to avoid the damage but also to align with the concept. In a way those works are also more intimate and personal, because I put so much part of my life in them, my personal stories and experiences from me or people close to me. My life becomes my inspiration and it makes me believe more in my art. One of my latest works, “Altar of the egg,” was about a connection and bond between women. It was a personal story, the ovum I made was in a shape of the bean, which was connected to my grandmother. Every year in her garden we waited for the cultivation of the bean and collecting the seeds was like a ritual, celebrating new life. To me this was quite personal, maybe poetic even
როგორ აღიქვამთ მასალას ან მედიუმს, რა როლს თამაშობს ის თქვენს ნამუშევრებში? მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები მაყურებლისთვის ხელშესახები იყოს ან პირიქით? ზოგიერთი თქვენი პროექტი ძალიან ხელმისაწვდომი ჩანს საზოგადოებისთვის, ზოგი კი უფრო მეტ დისტანციას სთავაზობს მაყურებელს. ასევე, მედიუმი, რომლითაც მუშაობთ, ძალიან მრავალფეროვანია…
მე მიმუშავია უამრავ მედიუმში და ცხადია არის განსხვავება. ზოგიერთი უფრო შესაფერისია საჯარო სივრცეში განთავსებისთვის. ზოგჯერ ისინი დაკვეთითაც დამიმზადებია, ამ დროს კი მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მასალაზე და რამდენად ხელმისაწვდომი ხდება ის ხალხისთვის. არქიტექტურისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გათვალისწინება ასევე განსაზღვრავს მასალის გამოყენებას და იმას თუ რამდენად ხელშესახები შეიძლება გახდეს ის. არაერთხელ გამიკეთებია სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, უფრო მხატვრული ვიზუალის შექმნის მიზნით, თან ისე რომ მოედანი ხელოვნების ობიექტს ჰგავდეს, თუმცა გზა ხსნილი იყოს ინტერაქციისთვის. როდესაც ვფიქრობ სივრცეში გამოფენის გაკეთებაზე, მირჩევნია ნამუშევრები იყოს უფრო მყიფე და ნაკლებად ხელშესახები (ზიანის თავიდან ასაცილებლად), მაგრამ ასევე ექცეოდეს კონცეფციასთან შესაბამისობაში. გარკვეულწილად, ეს ნამუშევრები უფრო ინტიმური და პირადია, რადგან მე მათში ვდებ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს, ჩემს პირად ისტორიებსა და გამოცდილებას ჩემგან ან ახლობელი ადამიანებისგან. ჩემი ცხოვრება ხდება შთაგონება და ეს მაიძულებს უფრო მჯეროდეს ჩემი ხელოვნების. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „კვერცხის საკურთხეველი” ეხებოდა ქალებს შორის კავშირს. ის მასალად იყენებდა პირად ამბავს. გაკეთებული კვერცხუჯრედი ლობიოს ფორმის იყო, რომელიც ჩემს ბებიას უკავშირდებოდა. ყოველ წელს მის ბაღში ველოდით ლობიოს გაშენებას და თესლის შეგროვებას. ეს რიტუალს ჰგავდა, ახალი ცხოვრების აღნიშვნას. ჩემთვის ეს იყო საკმაოდ პერსონალური, პოეტურიც კი.
In your autobiography it says that you approach subjects you work with, with an unconditional love, could you explain it to us what does it mean? What role does love play in the creation of you Works?
Maybe a more accurate term for unconditional love would be sincerity. I work a lot with naivety and childishness when it comes to thematics or the shapes. In my work I consider love as an everyday object, which is within the nature, the source of my inspiration, the stories I use have love. So in that sense yes, I work with love as a concept.
თქვენს ავტობიოგრაფიაში წერია, რომ თემებს რომელსაც ამუშავებთ, უპირობო სიყვარულით უდგებით, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს? რა როლს თამაშობს სიყვარული თქვენ ნაწარმოებებში?
შესაძლოა უფრო ზუსტი ტერმინი იყოს გულწრფელობა. ხშირად ვფიქრობ გულუბრყვილობასა და ბავშვურობაზე, როცა საქმე თემატიკასა თუ ფორმებს ეხება. ჩემს შემოქმედებაში სიყვარულს განვიხილავ როგორც ყოველდღიურ ობიექტს, რომელიც ბუნებაშია, ჩემი შთაგონების წყაროა, ისტორიებში, რომლებსაც ვიყენებ, სიყვარულია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით დიახ, მე ვმუშაობ სიყვარულით, როგორც კონცეფტით.
Space is also something that seems to be important part of your practice. One way to talk about the space would be to discuss it as an element for placing and exhibiting the works, but I feel like there is much more to say about space in your practice, the way they become part of the artworks sometimes, tell us how do you perceive space in general and what did you channel in your most recent exhibition in Georgia, while displaying the drawings.
I like referring to scenography and I like the process of connecting works to the space. It takes time to create the set and then to install the works within the space. In this case, the gallery was accessible to me almost anytime, I could go in and measure the walls or the ceiling, I felt more free and in peace with the space. However, there still were challenges, the size for example. I thought it was impossible to work with the gallery just in a month and especially with drawings, but soon I realized I could also integrate the installation and balance the space between them and drawings. I brought in some dried flowers, seeds, somehow I attempted to unite the ceiling and floor, not to have a specific border in between.
სივრცე, როგორც ჩანს, თქვენი პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც საქმე ეხება ნამუშევრების განთავსებასა და გამოფენას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენს ხელოვნებაში სივრცეზე კიდევ ბევრია სათქმელი. როგორ ხდებიან ისინი ნამუშევრების ნაწილი. როგორ აღიქვამთ მას ზოგადად და როგორ გამოიყენეთ სივრცე თქვენს ბოლო გამოფენაში, კაჭრეთის რეზიდენციის დროს?
მომწონს სცენოგრაფიის გამოყენება და ნამუშევრების სივრცესთან დაკავშირების პროცესი. სეტის შექმნას და შემდეგ ნამუშევრების სივრცეში დამონტაჟებას დრო სჭირდება. ამ შემთხვევაში, გალერეა თითქმის ნებისმიერ დროს იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი, შემეძლო შემოსვლა და კედლების ან ჭერის გაზომვა, თავს უფრო თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი სივრცეში. თუმცა, იყო გამოწვევები, მაგალითად, ზომა. მეგონა, რომ შეუძლებელი იქნებოდა რამის მოსწრება მხოლოდ ერთ თვეში და განსაკუთრებით ნახატებით. საბედნიეროდ, მალევე მივხვდი, რომ პარალელურად შემეძლო ინსტალაციის ინტეგრირება და მათ და ნახატებს შორის სივრცის დაბალანსება. შემოვიტანე ხმელი ყვავილი, თესლები, როგორღაც ვცადე ჭერი და იატაკი გაერთიანებულიყო, მინდოდა შუაში კონკრეტული საზღვარი არ ყოფილიყო.
Do you feel that you have different responsibilities as an artist when you produce the drawings and do you think there is a boundary set to this medium while talking about the works? Is it something you wish for the viewers to decipher themselves and are you leaving a space for interpretation or are you being direct with your message?
of course, the works are open to interpretation. There is much space for imagination . When I draw tiny seeds, they are so small, it becomes hard to understand what these forms represent visually and they look almost like a matter. You have the possibility to choose what you want to believe in. I appreciate the poetry behind this moment, that the viewer is exposed to an imagery with a specific figure, but also they get to choose what they see. There are stories for each of the drawings, ones which are quite intimate and personal. At this point, I chose not to provide those descriptions for the public. Maybe it is not important to share everything with everyone.
ფიქრობთ, რომ თქვენ, როგორც მხატვარს, განსხვავებული პასუხისმგებლობა გაქვთ? გრძნობთ თუ არა ლიმიტებს ნახატებზე საუბრისას და რამდენად დიდ სივრცეს უტოვებთ მაყურებელს მათ გაშიფვრაში?
რა თქმა უნდა, ნამუშევრები ღიაა ინტერპრეტაციისთვის. ბევრი სივრცეა ფანტაზიისთვის. როდესაც მე ვხატავ მინიატურულ თესლებს, ისინი იმდენად პატარაა, ძნელია იმის გაგება, თუ რას წარმოადგენს ეს ფორმები ვიზუალურად, ისინი უბრალოდ მატერიას ჰგავს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ის, რისიც გსურთ გჯეროდეთ. მე მომწონს პოეზია ამ მომენტის მიღმა. მაყურებელი ექვემდებარება გამოსახულებას კონკრეტული ფიგურით, მაგრამ ასევე შეუძლია აირჩიოს ის, რასაც ხედავს. თითოეული ნახატისთვის არის ამბავი, რომელიც საკმაოდ ინტიმური და პირადია. ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე არ დამეკონკრეტებინა დეტალები საზოგადოებისთვის. შესაძლოა, არ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი ყველას გავუზიაროთ.
Why fruits and seeds, what do you think about the most when working with this kind of imagery?
In the beginning, I was perceiving the seeds as a material for sculpture. I wanted to research the shape and the texture and not to draw so much. But during the residency, I got really deep into the details and deciphering the anatomy of my objects, led me to drawing them. Somehow it happened, the drawings. Seed is a symbol for me, a symbol of gathering, a symbol of taking something from the world, it is like an offering, when you take it and plant it, you still end up giving it back, I find so much beauty in this cycle.
რატომ ხილი და მარცვლები, რას ფიქრობთ ყველაზე მეტად ამ სახის გამოსახულებასთან მუშაობისას?
თავდაპირველად თესლს ქანდაკების მასალად აღვიქვამდი. მინდოდა გამომეკვლია ფორმა და ტექსტურა, და არა მისი დახატვა; მაგრამ რეზიდენციაში ყოფნის დროს, ჩავუღრმავდი დეტალებს და ამ ობიექტების ანატომიის გაშიფვრამ მიმიყვანა მათ დახატვამდე. რატომღაც ასე გამოვიდა, შეიქმნა ნახატები. თესლი ჩემთვის სიმბოლოა, მოგროვების სამყაროდან რაღაცის აღების. თითქოს ის არის ძღვენი, მასი აღება და დარგვა. ამ ციკლში უდიდეს მშვენიერებას ვხედავ.
თინა ჯანიაშვილი