მოვემზადოთ ზაფხულისთვის

29.04.2023

ზღვა თუ მთა? მზეში თუ ჩრდილში? შილიფად თუ, არა,  რა თქმა უნდა – შილიფად! ჩვენსავით თქვენც მხოლოდ ზაფხულზე გეფიქრებათ? შეიძლება საერთოდაც ახლა გეგმავთ ნანატრ შვებულებას და სასურველი მიმართულებით ბილეთებს არჩევთ. მართალია, ყველაზე მცხუნვარე პერიოდს ჯერ კიდევ 1 თვე გვაშორებს, თუმცა სასიამოვნო მოლოდინი პროდუქტიულად რომ გავხარჯოთ #ამარტაგირჩევთ დაიწყოთ კანის შესაბამისი მომზადება.

პირველ რიგში – ექსფოლიაცია

ზამთრის პერიოდში სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, საკუთარ კანს ფერის ცვლილებასაც ვამჩნევთ. თითქოს სახე ნაცრისფრად, შედარებით „მოღუშულად“ გამოიყურება და „გოგოებო, გთხოვთ მირჩიოთ საუკეთესო პროდუქტი მბზინავი ან მბრწყინავი ეფექტით“ – ავტომატურად გვეპოსტება ჩვენს საყვარელ ჯგუფებში. რეალურად, ჩვენ სხვებს, კანი კი – ჩვენ გვთხოვს დახმარებას. ცივ სეზონებზე ეპიდერმისიდან წყლის აორთქლება აქტიურია, დატენიანება კი გაცილებით ნელა მიმდინარეობს. გულზე ხელი რომ დავიდოთ და ისე გავიხსენოთ, დღიურად 1 ლიტრი სითხის მიღებაც კი გვერთულება და რა გასაკვირია, რომ SOS რეჟიმზე გადართული მფარავი ქსოვილი გაუწყლოვებას განიცდის და მკვდარი, შედარებით უხეში, მონაცრისფრო უჯრედებით იფარება? ამიტომ, ზაფხულისთვის მზადებას მათთან გამომშვიდობებით ვიწყებთ, რაშიც ქიმიური ან მექანიკური ექსფოლიატორები დაგვეხმარება.

Payot. გელ-სკრაბი ჟოლო 

ფრანგული ფარმაცია და ესთეტიკა შეჯერდა და ნადია პაიოს უნიკალურ ფორმულებში გაერთიანდა. ბრენდი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან ანებივრებს ქალბატონებს ნაზი, თუმცა ეფექტური პროდუქტებით, გომაჟის არაჩვეულებრივ საშუალებას გვთავაზობს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ექსფოლიატორი, სკრაბი, პილინგი, გომაჟი ფაქტობრივად ერთი არსის, თუმცა სხვადასხვა ტიპის ამქერცლავი პროდუქტებია. პაიოს გელ-სკრაბმა ჩვენი ყურადღება სტრუქტურის და სენსორული შეგრძნებების გამო მიიპყრო. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პროდუქტი გელის სახით არის წარმოდგენილი, წყალთან შეხებისას ზეთად იქცევა და იდეალურად შლის ცხიმოვან ნივთიერებს (სებუმს, კოსმეტიკას), მასაჟის პროცესში შენიშნავთ, რომ კვლავ იცვალა ტექსტურა და ამჯერად ნაზი რძე  ხვდება თქვენს კანზე. საბოლოოდ, მსუბუქი ამქერცლავი სრულფასოვნად ასუფთავებს სახეს და შლეიფად სასიამოვნო სურნელს ტოვებს.

Algologie. Archipel სკრაბი

თუ კიდევ უფრო მსუბუქ ტექსტურას ანიჭებთ უპირატესობას, თქვენთვის თოვლივით ნაზი პროდუქტი შევარჩიეთ. ალგოლოჟის თითოეული პროდუქტი ზღვის წყალმცენარეების უნიკალურ თვისებებს აერთიანებს. ამ კონკრეტული ამქერცლავის გამოყენების შემდგომ,  ლითოთამნიუმის ფხვნილისა და სალიცილის მჟავის მოქმედებით დაემშვიდობებით შავ წერტილებს და გამონაყარის ფორმირების პოტენციურ რისკს, რადგან  Archipel-ის ხაზი განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანის პრობლემების გადასაჭრელად.

დატენიანება, დატენიანება და კიდევ ერთხელ  დატენიანება!

იცოდით, რომ თუ საცხის შერჩევის პროცესს მთელი რუდუნებითა და ენთუზიაზმით არ მოვეკიდებით, შესაძლოა ჩვენი ფავორიტი პროდუქტის მხოლოდ 4-5-მა პროცენტმა გადალახოს კანის დამცავი ბარიერი და რეალურად არანაირი სარგებელი არ მოგვიტანოს? სწორედ ამიტომ, დატენიანების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. სანამ უშუალოდ პროდუქტზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ Caudalie ფრანგული პრემიუმ ხაზის ბრენდია, რომელიც ძირითად ინგრედიენტად იყენებს ყურძენს და მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებას. ყურძნის წიპწის შემადგენლობა თავისუფალ რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში აღემატება ვიტამინ E-ს. უშუალოდ Premier CRU ბესტსელერი, მომენტალური ეფექტის, თუმცა ხანგრძლივი მოქმედების ხაზია, რომლის დამატენიანებელ პროდუქტებსაც თამამად ვუწევთ რეკომენდაციას.

Caudalie.  PREMIER CRU შრატი The Serum

პროდუქტი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. აქტიური ფორმულა TET8™, მაქსიმალური რაოდენობის ჰიალურონის მჟავით უზრუნველყოფს სწრაფ დატენიანებას, ნატურალური პოლისაქარიდი ლიფტინგის ეფექტზე ზრუნავს და კვლევების თანახმად აღნიშნული შედეგი  მინიმუმ 6 საათის მანძილზეა შესამჩნევი. კიდევ ერთი პლუსი ვეგანური ფორმულაა, რომელიც არ შეიცავს დამატებულ არომატიზატორებს და 100% ნატურალური არომატითაა წარმოდგენილი. 

თუ შედარებით მსუბუქ ფორმულას მოიაზრებთ და ამასთანავე გაუწყლოვებული კანის მომენტალური დატენიანება გსურთ, თქვენთვისაც გვაქვს საუკეთესო ვარიანტი.

Caudalie. Vinosource დამატენიანებელი გელი

ინოვაციური, მსუბუქი ფორმულა ორგანული ყურძნის წყლის შემადგენლობით განკუთვნილია ნორმალური, კომბინირებული და მგრძნობიარე კანისთვის. უზრუნველყოფს გაუწყლოებული კანის ინტენსიურ დატენიანებას და ანიჭებს მას სიმსუბუქის შეგრძნებას.
შემადგენლობაშია: აქტიური დამატენიანებელი კომპონენტი – ორგანული ყურძნის წყალი პრებიოტიკული თვისებებით. მასში არსებული ოლიგოელემენტები კი, ამშვიდებს კანს და ერთგვაროვან სტრუქტურას ანიჭებს.

მზისგან დაცვა – ბოლოს, თუმცა უპირველესად

Cherry on top! ჩვენი რჩევები და თქვენი მონდომება წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების სხვადასხვა გამაში საინტერესო პროდუქტებს წააწყდებით.

Payot. მზისგან დამცავი SPF50 SUNNY

მაგალითისთვის, პაიოს მზისგან დამცავი საშუალება ფართო სპექტრის, A და B  ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს, ამასთანავე ვიტამინი C-ს შემადგენლობით მნიშვნელოვნად ამცირებს ფოტოდაბერების ნიშანს და ანიჭებს კანს ერთგვაროვან ფერს. მისი ფორმულა შეიცავს კაკადუს ქლიავის ექსტრაქტს, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო ტექსტურასა და სუნს ანიჭებს.

და მაინც, ზღვაზეც და მთაშიც, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, შილიფად და თან აუცილებლად შილიფად, ნანატრი ზაფხული მოდის! აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ისიამოვნეთ მზის თითოეული სხივით.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top