POLO RALPH LAUREN – ის პირველი მაღაზია საქართველოში

27.04.2023

სასიამოვნო სიახლე მოდის მიმდევრებისთვის – საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აღიარებული პრემიუმ ბრენდი Ralph Lauren-ი საქართველოშია! 2023 წლის 25 მარტს თბილისში, საბურთალოზე მდებარე  მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი“, მან  პირველი მაღაზია გახსნა, სადაც Polo Ralph Lauren-ის მამაკაცის ხაზი წარმოადგინა.

Ralph Lauren-ის ყველა მაღაზიის დიზაინი ამ მოდის სახლის დამახასიათებელი ხელწერაა, რომელიც ბრენდის კონცეფციასთან სწორად იკვეთება; თბილისში გახსნილი მისი პირველი მაღაზია ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ. ინტერიერი, სადაც  შერწყმულია „ქანთრის“ სტილის მუხის იატაკი, ხის ფიცრებიანი კედლის პანელები, ვინტაჟური ვიტრინები და მაგიდები, ეკლექტიკური ხელოვნების ნიმუშები და დეკორატიული საგნები – საინტერესოდ იკვეთება იმ სპორტულ და გარე ტანსაცმელთან, რომელიც მის თაროებს ავსებს. საბოლოო ჯამში, მაღაზიის ესთეტიკა ასახავს ზუსტად იმ სულისკვეთებას, რასაც თვით ბრენდი Polo Ralph Lauren, რომელიც კლასიკურისა და ყოველდღიური სამოსის ნაზავია თანამედროვე ელფერით.

ახალი სათავგადასავლო თავი კომპანიის ისტორიაში – სწორედ ესაა, ცნობილი მოდის სახლის უახლესი გეგმა, რაც მის კიდევ უფრო გაფართოებას გულისხმობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. კომპანიას სჯერა ციფრული პლატფორმების და ფიზიკური მაღაზიების ინტეგრირების და ამ ფორმით აპირებს Ralph Lauren-ის სამყაროს ახლებურად მიტანას თავის მომხმარებლებამდე  მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

RALPH LAUREN CORPORATION

Ralph Lauren Corporation (NYSE:RL) გლობალური ლიდერია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დიზაინის, მარკეტინგისა და დისტრიბუციის განხრით, შემდეგ ხუთ კატეგორიაში: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, სახლი, სუნამოები და სტუმართმოყვარეობა. 50 წელზე მეტია, რალფ ლორენი ცდილობს, რომ ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების ხარისხის შთაგონების წყარო იყოს,  მისი მარადიული და ავთენტური სტილის მეშვეობით. მისი რეპუტაცია და გამორჩეული იმიჯი განაპირობა მისივე პროდუქტების, ბრენდების, სადისტრიბუციო არხების და საერთაშორისო ბაზრების ფართო სპექტრმა. კომპანიის ბრენდების ერთობლიობა, როგორიცაა Ralph Lauren, Ralph Lauren Collection, Ralph Lauren Purple Label, Polo Ralph Lauren, Double RL, Lauren Ralph Lauren, Polo Ralph Lauren Children და Chaps წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ ოჯახს, სამომხმარებლო ბრენდებს შორის. კომპანიის შესახებ  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top