29.12.2022
31 დეკემბრამდე დროის ათვლა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევაზე ზრუნვა გადამწყვეტ ფაზაში გადადის. ახლა არიადნეს ძაფი თუ გვიშველის, რომ სხვისი გემოვნება საჭიროებას დავამთხვიოთ და მთელი რუდუნებით შერჩეულმა პროდუქტმა მნიშვნელოვანი, ზრუნვის გზავნილი მიიტანოს ადრესატამდე. როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, ჩვენ ამ პროცესს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მაქსიმალურად ვეცდებით თავსატეხი გაგიმარტივოთ #ამარტაგირჩევთ
დაგვეთანხმებით, რომ რამდენიმე წელია Secret Santa-ს თითქმის ყველა კორპორაციულ და არაკორპორაციულ სივრცეში თამაშობენ. მიზანი სხვა ადამიანის გახარება, სიმბოლური საჩუქრის გაცემა და მხიარულების მოტანაა, რაც თანამშრომლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა თუ სამეგობროში ერთმანეთის ინტერესების გადამეორებაში ითარგმნება. წელს პსპ-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე ფერადი ყუთები გამოჩნდა, რაც სრულად პასუხობს სასექრეთ სანტე მოთხოვნებს და პროდუქტებს სხვადასხვა ინტერესისა თუ მოვლენის გარშემო აერთიანებს. მაგალითად, თუ იცით, რომ თქვენი ადრესატი ზამთრის კურორტების ხშირი სტუმარია და არც წელს გამოტოვებს სეზონს, ცისფერი სთართერ პაკი შეგიძლიათ აჩუქოთ და მიახვედროთ, რომ მის კეთილდღეობაზე ზრუნავთ. ნაკრები მოიცავს ყველა იმ ნივთსა თუ მედიკამენტს, რომელიც სრიალის მოყვარულებს სეზონურად სჭირდებათ:
- ვოლტარენი ემულგელი 𝟏% 𝟐𝟎გ – 𝟏 ცალი
- ალკა-ზელტცერი ტაბ.𝐍𝟏𝟎 – 𝟐ცალი
- ბეტადინის ხსნარი 𝟑𝟎მლ – 𝟏 ცალი
- “სანტავიკი”𝐍𝟏𝟎 – 𝟏 შეკვრა/𝟏𝟎ცალი
კონტრაცეპტული საშუალება “𝐌𝐀𝐒𝐂𝐔𝐋𝐀𝐍 𝟑” 𝐍𝟑 – 𝟑 ცალიანი
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ისეთი ადამიანის სიქრეთ სანტა ხართ, რომელსაც გართობა ძალიან უყვარს, თუმცა გამუდმებით წუწუნებს ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე? ნაბახუსევის დისკომფორტის დაძლევაში ყვითელი ყუთი დაეხმარება: ალკა-ზელტცერი ტაბ.𝐍𝟏𝟎 – 𝟐 ცალი
ასპირინი 𝐂 ტაბ.𝐍𝟏𝟎 შუშხ. 𝐁𝐀𝐘𝐄𝐑 – 𝟐ცალი
ჰ𝟒𝟓-ორბიტი (მოცვი𝐬) – 𝟏ცალი
პოლი სოლი ფორტე პაკ.𝐍𝟏𝟎 – 𝟏ცალი
თვალზე ასაფარებელი საძილე ნაჭრის სათვალე – 𝟏ცალი
თუ პრინციპში არც ისე კარგად იცნობთ ადრესატს და შეხუმრებულიც არ ხართ, უბრალოდ გამოხატეთ ზრუნვა და უთხარით „არ მინდა რომ გაცივდე, მაგრამ თუ მაინც… ლურჯი ყუთი შენს გვერდით იგულე“…
გრიპი და გაციების ნაკრები:
- ნიღაბი – 𝟏 ცალი
- ტერაფლუ (პაკეტი) – 𝟏 ცალი
- 𝐋𝐄𝐀 ხელის ანტიბაქტერიული გელი – 𝟏 ცალი
- სელპაკი – 𝟏 ცალი
- სნუპი სპრეი 𝟎.𝟏% 𝟏𝟓მლ – 𝟏 ცალი
სადღესასწაულო განწყობას ერთი ორად ამაღლებს იმის ცოდნა, რომ ხვალ კიდევ ერთი უჯრა უნდა გამოხსნათ და საჩუქარი დაგხვდებათ. წარმოიდგინეთ, საყვარელ ადამიანს რამდენიმედღიანი მხიარულება, აჩქარებული პულსი და სასიამოვნო მოლოდინი შეგიძლიათ აჩუქოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი ტიპის ADVENT CALENDAR ანუ „სათავგადასავლო კალენდარი“ გაუხარდება. მაგალითად, თუ ვარდისფერს შეარჩევთ, 6 დღის მანძილზე სხვადასხვა დეკორატიულ კოსმეტიკას აღმოაჩენს უჯრებში და საყვარელი „მისშა“-ს BB კრემი, თუ „ესენს“-ის წამწამების ტუში აუმაღლებს განწყობას.
მათ, ვისაც კორეული კოსმეტიკა იზიდავს, ლურჯი ყუთი შეგიძლიათ აჩუქოთ და ფაქტობრივად მთელი წლისთვის განკუთვნილი პროდუქცია ერთიანად გაუზიაროთ. როლერი, ხელის საცხი, ნიღაბი, სკრაბი, პატჩები და ტონერები… მოკლედ, ნაკრებში ყველაფერია მრავალსაფეხუროვანი რუტინისთვის.
კორეული ნაკრები: საწყისი ფასი 𝟒𝟎𝟎₾, სპეც. ფასი: 𝟏𝟓𝟎₾
ნაკრების შემადგენლობაშია:
𝐌𝐢𝐬𝐬𝐡𝐚-ს ან 𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის სახის დასაბანი ქაფი
𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის 𝐀𝐇𝐀 – 𝐁𝐇𝐀 ტონერი
𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის სახის ვარდისფერი კვარცის მასაჟორი როლერი
𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის სახის კრემი 𝐂 ვიტამინი
𝐌𝐢zo𝐧-ის 𝐁𝐁კრემი ან ტუში
𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის ხელის და ფეხის კრემი ჰიალურონი
𝐌𝐢𝐳𝐨𝐧-ის თვალის პაჩები
𝐌𝐢𝐬𝐬𝐡𝐚-ს 𝐓𝐢𝐦𝐞 𝐑𝐞𝐯𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 მინი ნაკრები
ნებისმიერი ასაკის და კანისა თუ თმის ტიპის ადამიანისთვის ფრანგული პრემიუმ ედვენთ კალენდარი საუკეთესო არჩევანია. SVR, ესტედერმი, კოდალი, მარტიდერმი – უჯრებში განთავსებული პროდუქტები სხვადასხვა მიზნობრიობით, თუმცა ერთი მისიით მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვისაა გაერთიანებული.
პრემიუმ ნაკრები: საწყისი ფასი 𝟒𝟓𝟎₾, სპეც ფასი: 𝟐𝟎𝟎₾
ნაკრების შემადგენლობაშია:
𝐒𝐕𝐑-ის მიცელარული წყალი
𝐂𝐚𝐮𝐝𝐚𝐥𝐢𝐞-ს თვალის კრემი
𝐂𝐚𝐮𝐝𝐚𝐥𝐢𝐞-ს შხაპ-გელი
𝐂𝐚𝐮𝐝𝐚𝐥𝐢𝐞-ს სილამაზის ელექსირი
𝐄𝐬𝐭𝐡𝐞𝐝𝐞𝐫𝐦-ის მინი სახის კრემი
𝐂𝐚𝐮𝐝𝐚𝐥𝐢𝐞-ს სახის კრემი
𝐀𝐥𝐠𝐨𝐥𝐨𝐠𝐢𝐞-ს მინი ტესტერები და 𝐌𝐚𝐫𝐭𝐢𝐝𝐞𝐫𝐦-ის შამპუნის ტესტერი
𝐌𝐚𝐫𝐭𝐢𝐝𝐞𝐫𝐦-ის თმის მინი ამპულები
ზემოთ განხილული საჩუქრებიდან გამომდინარე, Think outside the box უნდა ჩავანაცვლოთ და Think about the box-ისკენ მოგიწოდოთ. იფიქრეთ, გაანალიზეთ და შეარჩიეთ ჯადოსნური ყუთი, რომელიც ყველაზე, ყველაზე კარგ ზრუნვას გპირდებათ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი