30.11.2022
მოგზაურობა ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე, რომელსაც ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთისკენ მივყავართ – პირდაპირ ლევანტის მზიან შუაგულში გვახვედრებს. „მოგზაურობა ჩვენი სუნამოების რეპერტუარის გულშია და გრძელი ეპიკური ვოიაჟები გაუთავებელი შთაგონების წყარო ხდება ჩვენს ყველა კოლექციაში“, ამარტასთან ინტერვიუში აღნიშნავს პარფიუმერული სახლის Ormonde Jayne-ის დამფუძნებელი ლინდა პილკინგტონი.
გამონაკლისი არც ამ სახლის ერთერთი კოლექციაა, სახელად La Route de La Soie (აბრეშუმის გზა), რომელიც შესანიშნავი შესასვლელი კარიბჭეა ნიშების პარფიუმერიის დიდ სამყაროში. სამყაროს მრავალფეროვნებით შთაგონებულები, რომელიც, კაცობრიობის გლობალიზაციის შედეგად წარმოქმნილი კულტურათა შერწყმის შედეგია, ოპიატების ფლორას აღმოვაჩენთ – ეს უძველესი გზაა, რომელიც აზიიდან უწყვეტი უდაბნოების და შთამბეჭდავი მთების თავზე დასავლეთისკენ გადის. ამ გრძელ და ცვალებად რელიეფზე, გზად ამოსული ყვავილები, ბალახები და ხეები მომაჯადოებელი სურნელების ბუკეტს ქმნიან.
2000 წელს დაარსებული სუნამო LEVANT, ერთ ბოთლში ჩატეული ბედნიერებაა, რომლის ერთადერთი მიზანია მოხიბლოს გარე სამყარო და აფრქვიოს მშვენიერება. აქ გულუბრყვილო პეონი შროშანის მელოდიურ ნოტას უერთდება, ამ სინთეზს კი ჟასმინისა და ფორთოხლის ყვავილების სურნელი ამშვენებს.
ბრწყინვალე და მიმზიდველი Levant-ი, აღმაშენებლის გამზირის 76-ში მდებარე „ლარომ ბუტიკ“-ში გელოდებათ.