ტემპერატურა იკლებს – მოვუაროთ ტუჩებსა და ხელებს

30.10.2022

სენსორულ შეგრძნებებს შორის – შეხებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობისას ჩაკიდებული ხელის რომანტიკის, წარმატებული მოლაპარაკებისას თავდაჯერებული ჩამორთმევის, ან შენი ოთხფეხა მეგობრის მოფერების პროცესის სრულყოფილად აღსაქმელად ხელის, მაქსიმალურად რბილი და გლუვი კანია საჭირო. კი, წინააღმდეგ შემთხვევაშიც ისიამოვნებ პროცესით, თუმცა ხელებზე ზრუნვა მაინც საუკეთესო იდეაა.   ტემპერატურის კლებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვები ტუჩებისა და ხელების მოვლის შესახებ #ამარტაგირჩევთ:

  MISSHA.  Dare Body Hand Cream

სასწაულებრივი ინგრედიენტები არ არსებობს, თუმცა თუ იდეალურ დამატენიანებელ კომბინაციაზე ვსაუბრობთ, შიის კარაქი და გლიცერინი Power Duo-ა. ბუნებრივ კომპონენტებს შორის შიის კარაქი, ანუ კარიტეს ცხიმი განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება გაუწყლოებული, დახეთქილი კანის სამკურნალოდ, მისი ელასტიურობის აღსადგენად და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად. „მისშა“-ს ეს კონკრეტული ხაზი პატარა, ჩანთით კომფორტულად სატარებელი ზომითაა წარმოდგენილი. ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს სასურველი სურნელის საცხის შერჩევას მუშკის, კედარის, ვანილის, ნეროლის, ჟასმინისა თუ ციტრუსოვან ნოტებს შორის.

SVR. CICAVIT+ Lip-Protect Repair Balm

დაფიქრებულხართ, რამდენად ნაზია კანი ტუჩებზე? განსაკუთრებთ დიდი რაოდენობის სითხის აორთქლების გამო, მისი არათუ დეჰიდრატაცია, არამედ აქერცვლა და დახეთქვაც ხშირია. სწორედ ამიტომ, SVR-ი დამატენიანებელ, თუმცა აღმდგენი მოქმედების ბალმს გვთავაზობს, რომელიც ჩვილებისთვისაც კი რეკომენდებულია. მითია, თითქოს ტუჩის ჰიგიენაზე ზრუნვა მხოლოდ ცივ სეზონებზეა აუცილებელი; არა, მისი დაზიანება თამბაქოს მოწევამ, ულტრაიისფერმა სხივებმა, ალერგიამ, სხვადასხვა პრეპარატით მკურნალობამ და ორგანიზმის წყლის ბალანსის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, საჭიროა დამცავი მექანიზმის მქონე ტუჩსაცხის გამოყენება. როგორ მუშაობს CICAVIT+? საიდუმლო მის შემადგენლობაშია:

რამნოზით  მდიდარი პოლისაქარიდი:

ქმნის დამცავ ფენას და აფერხებს პათოგენური ბაქტერიების კანის ზედაპირზე მიწებების პროცესს;

პრებიოტიკური შაქარი, რომელიც მოქმედებს მიკრობიომზე:

აღადგენს კანის ფლორას სასარგებლო ბაქტერიების ზრდის სტიმულირებით

95% დამატენიანებელი და მკვებავი აქტიური ინგრედიენტები: აბუსალათინის ზეთი, ტკბილი ნუშის ზეთი, ქოქოსის ზეთი, შის კარაქი და ფუტკრის ცვილი ქმნიან უხილავ დამცავ ბარიერს, ასევე კვებავენ და არბილებენ კანს

Restoring Lip Mask 5ml Cicavit+ Svr

მკურნალობის შედეგების მყისიერად მისაღებად, ასევე სულ ცოტა გართობისთვის, ტუჩისთვის სპეციალიზირებული ნიღბის გამოყენებას ვუწევთ რეკომენდაციას. 100%-ით ბიოდეგრადირებადი cicavit+ masque ჟელესებრი სტრუქტურისაა, ის მჭიდროდ ეკვრის კანს, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სასარგებლო ნივთიერებების აორთქლებას და მკვეთრად ატენიანებს დახეთქილ, გამომშრალ, გაღიზიანებულ ტუჩებს, რომლის ლორწოვან გარსთან შეხებასაც, შეიძლება ახლდეს ტკივილისა და წვის შეგრძნება. ნიღაბი ამცირებს დისკომფორტს და აღადგენს კანს 7-ჯერ უფრო სწრაფად. ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნულ შედეგს ხელმისაწვდომს ხდის ე.წ ბიოცელულოზის ტექნოლოგიაა.  ის თავდაპირველად სავადმყოფოში მძიმე დამწვრობების სამკურნალოდ შეიქმნა, ქმნის თხელი მემბრანის ეფექტს და იდეალურად ერწყმის ტუჩის კანს.

LA ROCHE-POSAY. CICAPLAST hands

ფრანგული ბრენდი „ლა როშ-პოზე“ თითოეული პროდუქტის ბაზად თერმულ წყალს, ბუნებაში ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დამამშვიდებელ ინგრედიენტს იყენებს. მათ შორის გამორჩეულ როლს ციკაპლასტის ხელის კრემი იკავებს, რომელიც ბალზამისებრი სტრუქტურისაა, განკუთვნილია ახალშობილებისთვის, ბავშვებისა და მოზრდილთათვის. მისი თვალსაჩინო შედეგი შესამჩნევია ატოპიურად გამომშრალი, გაღიზიანებული, დახეთქილი კანის აღდგენისა და დატენიანების პროცესში. ტექსტურა არა ცხიმოვანი და არა წებოვანია, არ ტოვებს თეთრ კვალს კანზე. არ შეიცავს ისეთ ცნობილ ალერგენებს, როგორებიცაა: პარაბენები, არომატიზატორები, ლანოლინი.

SVR . ხელისკრემი Topialyse Mains

ანალოგიური მოქმედებისაა „ესვიერ“-ის ტოპიალისის ხაზის სუპერკონცენტრირებული ფორმულის ხელის კრემი, რომელიც მდიდარია შიის კარაქითა და ომეგა 3-6-9-ით. კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობა გამოყენების 21 დღის პერიოდში ასე გამოიყურება:

+ 182% (2) კანი დამშვიდდა პირველივე გამოყენებისას.

+ 198% (2) კანი აღდგენილია გამოყენების 7 დღიდან

მოხალისეთა ეფექტურობა:

95% (3) აღდგენილი კანი

95% (3) დაცული ხელები

*ის აღადგენს გაუწყლოვებულ, დახეთქილ ხელებს და ქმნის მის დამცავ ბარიერს. ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე, ჰიპოალერგიული.

ხელებისა და ტუჩების კანზე ზრუნვა ძალიან მსგავსი და მაინც განსხვავებული პროცესია. ორივე შემთხვევაში სტრუქტურა ნაზი, ადვილად აშრევადია, თუმცა თუ ტუჩების შემთხვევაში კანი თხელია, ხელის შემთხვევაში ის სქელი და გაუხეშებულია. ნებისმიერ შემთხვევაში ტემპერატურის ვარდნის სიმკაცრე არასახარბიელო შედეგს გვიქადის. სწორედ ამიტომ უნდა აღვიჭურვოთ ჩვენი საყვარელი მოვლის საშუალებებით და ვისიამოვნოთ სადღესასწაულო სეზონის მოახლოებით.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top