შემოდგომა – თმის ცვენასთან ბრძოლა

15.10.2022

ყვითელი ფოთლები, წვიმიანი ამინდი, ფერადი სვიტერები ან იქნებ საერთოდაც სახლში თბილად მოკალათებისა და ჭიქა კაკაოს მირთმევის განწყობა – შემოდგომას ამაზე უკეთ ცოტა რამ თუ აღწერს, მაგრამ.. არსებობს მაგრამ, რომელიც სეზონურ ცვლილებას გაცილებით არარომანტიკულსა და ნაკლებად მიმზიდველს ხდის – თმის ცვენა.

ალბათ ყველას გვქონია პანიკის ის მცირე შეტევა, რომელსაც შხაპის მიღების შემდგომ ალიბად დატოვებული ან უწყინარი ჩამოვარცხნისას ხელში შერჩენილი დაცვენილი თმის შენიშვნა იწვევს. პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ შემოდგომაზე ხდება, რასაც ბევრი ადამიანი ცხოველებისთვის დამახასიათებელ „ფენომენს“ უკავშირებს, რა დროსაც ზაფხულის სიცხისგან თავდასაცავად სკალპის საფარველი იმატებს, შედარებით ცივ პერიოდებში კი თხელდება. რეალურად, აღნიშნულ მოსაზრებაში არის ლოგიკა, თუმცა უფრო გასაგები რომ იყოს ბუნებრივი მოვლენა, თმის ზრდის ფაზებს უნდა ვიცნობდეთ. წელიწადის დაახლოებით 4-6 თვის მანძილზე თმა სქელდება, იზრდება, უფრო მეტად და აქტიურად ამოდის, ეს განსაკუთრებული წარმატებით თბილ პერიოდში ხდება, შემდგომ მოსვენების ფაზაში გადადის და საბოლოოდ, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ტელოგენის, ანუ ცვენის ეტაპზე გადადის. ობიექტური შეფასებისთვის უნდა ითქვას, რომ ყოველდღიურად 100 ღერის დაკარგვა ნორმაა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დაცვენილი ღერები სწრაფად ამოვა, თუკი ჩვენც შევუწყობთ ხელს.

   Martiderm. Hair System Anti Hair-Loss Ampoules

1952 წელს, ბარსელონაში დაფუძნებული „მარტიდერმი“ ერთ-ერთი პირველია თავის მოვლის ინდუსტრიაში, რომელმაც ძლიერმოქმედი ფორმულის ეფექტურობის მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის, პროდუქტები ამპულების სახით წარმოადგინა. კანის მოვლის პროდუქტების გარდა, მზის სხივებისა და ჰაერის პირდაპირი ზემოქმედებისგან მოშორება თმისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებებისთვისაც აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ანდროგენული ალოპეციის შემცირებასა და ტელოგენური ფაზის შემცირებაში წარმატებით დატესტილი სისტემა „მარტიდერმ“-მა ამპულების სახით წარმოადგინა.

აღნიშნული ხაზის მთავარი ვარსკვლავი დაპატენტებული ფორმულაა.  MartiDerm კომპლექსი შეიცავს თმის ზრდის სამ ფაქტორს (IGF, VEGF და ფოლისტატინი), რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ, რათა ხელი შეუწყონ უჯრედების რეგენერაციის პროცესს და დაკარგული ღერების აღდგენას. სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა ამპულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მისი გამოყენება სისტემატიური სახით უნდა მოხდეს, ყოველდღიურად და თან ინსტრუქციის ზედმიწევნითი დაცვით. პირველ რიგში, სისხლის მიმოქცევის აქტივაციისთვის 2 წუთის მანძილზე თმის ჩამოვარცხნაა რეკომენდებული, შემდეგ პროდუქტის ძირებში დატანა და მასაჟის მოძრაობებით სრულ აბსორბაციამდე მოქმედება. რა თქმა უნდა, სრულად შეწოვილი პროდუქტი არ აღიზიანებს და აცხიმიანებს ძირებს, ამიტომ არ საჭიროებს ჩამობანას.

Martiderm. Hair System Antisebum Anti Hair-Loss Shampoo

თუ თმა განსაკუთრებით სწრაფად გიცხიმიანდებათ და ნორმალურზე ხშირად გიწევთ მისი დაბანა, ეს კერატოლიტური მოქმედების მქონე, სებორეგულატორული თვისებების შამპუნი თქვენთვისაა. გარდა თმის ცვენის პრევენციისა, ის აბალანსებს სკალპის ცხიმიანობას და აძლიერებს თმის ბოჭკოებს. ამ შემთხვევაში, 3GF თმის ზრდის ფაქტორის გარდა (რომელიც ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას) პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექსფოლიანტს, სალიცილის მჟავასაც შეიცავს, რომელიც მკვდარი უჯრედების მოშორებასა და ახლის წარმოქმნას უწყობს ხელს.

Vichy Dercos Multi-Target Anti-Hair Loss Care

ფრანგულ ფარმაციაზე საუბარი „ვიში“-ს გარეშე შეუძლებელია. გარდა ეფექტური კანის მოვლის საშუალებებისა, ბრენდი თმის ცვენის გადაწყვეტის ხაზსაც გვთავაზობს, რომელსაც „დერკოსი“ ეწოდება. ამპულების გამოყენება როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე ძლიერი ცვენის დროს შეგიძლიათ. განსხვავება მოხმარების წესშია, საშუალო სიმძიმის ცვენის დროს: კვირაში 3 ამპულა 6-7 კვირის განმავლობაში, ძლიერი ცვენის დროს: დღეში 1 ამპულა 6 კვირის განმავლობაში არის რეკომენდებული. რაც შეეხება ფორმულას: ამინექსილი 1,5%-აძლიერებს თმის ფიქსაციას თავის კანზე და აფერხებს ცვენას. არგინინი – ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და კვებავს თმის ფოლიკულებს. ოქტეინი (კომპლექსი პიროქტონოლამინი) + ვიტამინი E აქვს ანტიმიკრობული და დამამშვიდებელი მოქმედება და იცავს არახელსაყრელი ფაქტორებისგან . SP94  უზრუნველყოფს თმის კვებას ძირებიდან. ვიტამინი PP/B6 აღადგენს და აძლიერებს ღერებს.  აღნიშნული პროდუქტის მოძიება როგორც ქალების, ასევე კაცებისთვის განკუთვნილ გამებში შეგიძლიათ.

Vichy Dercos shampoo

მკურნალობის პროცესში აუცილებელია ანალოგიური მოქმედების შამპუნისა და კონდინციონერის შერჩევა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს სასურველი შედეგის მიღებას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისა, შამპუნი მდიდარია კერამიდებით, რაც სკალპის დატენიანებას და ღერების ბზინვარებას უწყობს ხელს, ასევე B5-B6 გამაძლიერებელი კომპლექსით პროდუქტი კოლაგენის გამაძლიერებელ გარსს ქმნის და გაუხეშებულ თმასაც კი აცოცხლებს. შამპუნი ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს ცნობილ ალერგენ – პარაბენებს და რეკომენდებულია მგრძნობიარე სკალპისთვისაც კი!

 Kaypro – Energy Shampoo

მათთვის, ვისაც იტალიური, პროფესიონალური ბრენდის პროდუქტების დატესტვა სურს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თმის ცვენას, ასევე ახალი ღერების სწრაფად გაჩენას, „კეიპრო“-ს ენერჯი ხაზი ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. შამპუნი ნაზად ასუფთავებს თავის კანს, აუმჯობესებს ფოლიკულების სისხლით მომარაგებას, აღნიშნული მატონიზირებელი ეფექტის მისაღებად კი წიწაკის ექსტრაქტს და სხვა ენერჯაიზერ მიკროელემენტებს შეიცავს.

 MIKAYPRO. Energy Scalp care. Anti-fall ampoulesZON. BB კრემი

„კეიპრო“-ს თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები სკალპის მიკროფლორის ბალანსირებისთვის განსაკუთრებულ მიკროელემენტებს შეიცავს, კერძოდ, ისეთ საზოგადოდ ცნობილ, სასარგებლო თვისებების მქონე ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ჭინჭარი და როზმარინის ექსტრაქტი. ჭინჭარი სილიციუმის ზეჟანგსა და გოგირდს შეიცავს, რაც თავის ფოლიკულებს კვებავს. ეს იწვევს თმის შეთხელების პრევენციასა და ნაკლებ ცვენას. როზმარინზე კი, რამდენიმე საინტერესო ფაქტია ცნობილი, მაგალითად, გარდა ღერების გაჯანსაღებისა, ჭაღარებისა და ქერტლის პრევენციასაც უწყობს ხელს.

შემოდგომა განსაკუთრებულად რომანტიკული, ბუნებასა და ადამიანებთან ჰარმონიულად ყოფნის პერიოდია; არ მისცეთ საშუალება ცუდი ვარცხნილობის დღეებს გაგიფუჭოთ განწყობა, იზრუნეთ მბზინავ, ჯანსაღ, თვალისმომჭრელ სამკაულზე – თქვენს თმაზე.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top