Les Eaux Primordiales /AMBRE / SUPERFLUIDE

30.09.2022

სიცოცხლის პირველი ნიშანი დედამიწაზე არის ის კოსმიური ოკეანე, რომელიც ჟიულ ვერნიმ ‘პირველყოფილ წყლებად’ (Les Eaux Primordiales) მოიხსენია, სწორედ მას დაესესხა  არნო პულენი, როდესაც 2015 წელს საკუთარი ‘წყლებით’ წარსდგა პარფიუმერულ ასპარეზზე. ავტობიუგრაფიულ ნიუანსებსა და ფრანგულ ტრადიციებში ჩაძირული სუნამოების სამი ხაზით, ავტორი იძიებს ემბლემური ყვავილების, პარფიუმერიის განუყოფელი მასალებისა და კარგად გამჯდარი ყოველდღიური სურნელების აღმატებულ ნაზავებს, რომლებიც შემოქმედს დაბადების ადგილას არასიში აბრუნებს.

Les Eaux Primordiales /AMBRE / SUPERFLUIDE – ცეცხლის პირას გატარებულ ზამთრის დღეს მოგვაგონებს. წარმოიდგინეთ ღუმელიდან მომავალი ვაშლის, დარიჩინის ორცხობილისა და ჯანჯაფილის თაფლაკვერის სურნელი. სუნელებისა და თაფლის აღმოსავლური ნოტები ხასიათსა და სირბილეს სძენენ ამ შინაურულ წუთებს. რომისა და თამბაქოს ჰარმონია სიტკბოსა და ღონეს მატებს ამ მომაჯადოებელ ელექსირს. როცა ამ სურნელებაში ისე ვეხვევით, როგორც ხავერდის სავარძელში, ვნატრობთ, დრო შეჩერდეს.

„Ambre SUPERFLUIDE ყველაფერია, რაც მაღალი პარფიუმერია უნდა იყოს. ის ვნებისა და განცდის განსახიერებაა, ნედლი მასალების კეთილშობილება და სულგრძელება. მე და ამელის ორი წელიწადი დაგვჭირდა ამ სურნელის ფორმულირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად. ყოველთვის ვოცნებობდი, ქარვის სურნელი შემექმნა, მაგრამ მსურდა, ის რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო,“ არნო პულენი.

თავბრუდამხვევი ნაზავი ნოტებისა, რომელსაც უბრალოდ გულგრილად ვერ ჩაუვლით, შემდეგია:

ზედა ნოტები – ფორთოხალი, თაფლი, ვაშლი, დარიჩინი, სეზამი, ბერგამოტი

შუა ნოტები – ვარდი, ილი, სოჭის ბალზამი

საბაზისო ნოტები – შავი ვანილი, თამბაქო, რომი, გუმფისი, ტოლუს ბალზამი, მუშკი

პარფიუმერები – Studio Flair & Arnaud Poulainსუნამოს თბილისში, „ლარომ ბუტიკ“-ში შეიძენთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირის 76-ში მდებარეობს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top