მზისგან დამცავი საშუალებები

ESTHEDERM

10.06.2022

შევთანხმდეთ, რომ ნანატრი ზაფხული ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ განწყობა კანის დამწვრობას ან დისკომფორტს გავაფუჭებინოთ;  თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ აუზზე ან სანაპიროზე თავს კომფორტულად ვგრძნობთ და დროის კონტროლს აბსოლუტურად ვკარგავთ? ან თუ დღეში მინიმუმ 5-ჯერ ვერ ვიახლებთ SPF-ს და პრინციპში, ვერც ფართოფარლიანი ჩალის ქუდით ვიფარავთ სახეს? უსაფრთხო მზე მხოლოდ ის არის, ბავშვობაში, ფურცლის მარჯვენა კუთხეში რომ ვხატავდით, რეალური მზისგან დაცვისთვის კი #ამარტაგირჩევთ:

ფრანგული პრემიუმ ბრენდი ესტედერმი დაპატენტებული ფორმულის წყალობით კანის უჯრედულ დონეზე დაცვისა და გაახალგაზრდავების გარანტიას იძლევა.
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ Esthederm-ის ADAPTASUN სერია SPF ანუ მზის სხივებისგან დამცავი ფაქტორის სტანდარტულ სისტემას არ იყენებს. ნაცვლად ციფრებისა, შეფუთვაზე მზის ნახატებს შეხვდებით, რომელთა რაოდენობითაც განისაზღვრება დაცვის სიძლიერე. მაგალითად, ფოტოზე არსებული სპრეის სახით წარმოდგენილი ტანის რძე ძლიერი მოქმედებისაა, შესაბამისად, რეკომენდებულია გარუჯვისას, მთაში ლაშქრობებისა და მზის აბაზანების ზე-დოზირებული მიღებისას. ინსტრუქციის მიყოლის შემთხვევაში, ყველაზე თეთრი კანის მქონე ადამიანიც კი არ დაიწვება. პიგმენტაციის ბუნებრივი პროცესის გააქტიურებით, პროდუქტი ახანგრძლივებს რუჯს, მას უფრო მბზინავსა და ინტენსიურს ხდის.

ADAPTASUN – SENSIBLE SKIN
FACE CREAM STRONG SUN

სახის კანზე ზრუნვისას მზისგან დაცვა მთელი წლის განმავლობაშია აუცილებელი. ეს განსაკუთრებული გამოწვევა მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის წარმოადგენს.  ესტედერმის ადაპტასანის გამაში ამ პრობლემის მარტივ გადაწვეტას იპოვით. სახისთვის განკუთვნილი დამცავი საცხის სიძლიერეს თავად არჩევთ, სვამთ რუტინის ბოლო საფეხურზე და სურვილის შემთხვევაში იკეთებთ მაკიაჟს. თხელი, ნაზი სტრუქტურა ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. დაპატენტებული ფორმულა Global Cellular Protection ააქტიურებს კანის ბუნებრივ პიგმენტაციას, ამავდროულად იცავს მას უჯრედულ დონეზე დაზიანებისა და ფოტოდაბერებისგან.

 BRONZ REPAIR MODERATE SUN

BRONZ REPAIR – მზისგან დამცავი, ანტიასაკობრივი მოქმედების ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ფოტოდაბერების რისკების შემცირება საუკეთესო ანტი-ეიჯია, ესტედერმა კიდევ უფრო გააძლიერა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და პრობლემის აღმოსაფხვრელად Bronz Repair-ის პროდუქტები შექმნა. Global Cellular Protection technology პატენტი იცავს დნმ-ს, ეხმარება კანს კოლაგენის წარმოებაში, მნიშვნელოვნად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს და ხელს უშლის მათ ხელახალ გაჩენას.  ამ კონკრეტული პროდუქტის გამოყენებისას მზის აბაზანების მიღება უსაფრთხოა, გარუჯვის პროცესში კანი ხდება ოქროსფერი, ლამაზი რუჯი კი ხანგრძლივი დროის მანძილზე ნარჩუნდება.

BRONZ REPAIR TINTED
     BRONZ REPAIR SUNKISSED MODERATE SUN

ზაფხულში განსაკუთრებით კომფორტული, შეფერილი დამატენიანებელი საშუალებებია. ჯეკპოტს უდრის შემთხვევა, როცა პროდუქტი მზისგან დაცვასაც უზრუნველყოფს.  Bronz Repair ხაზის ანტი-ასაკობრივი მოქმედების გამაში სწორედ ასეთი „გამართლება“ იმალება. საცხის გამოყენებისას კანი მომენტალურად ტენიანდება, მისი ფერი თანაბრდება და მსუბუქად იფარება წვრილი ხაზები. ფერიანი კრემის გამოყენება-განახლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში მარტივი და სასიამოვნოა.

     AFTER SUN
TAN ENHANCING LOTION

და ბოლოს, რამდენიმე სიტყვით მზის შემდგომ მოვლასაც უნდა შევეხოთ. ულტრაიისფერი სხივები სტრესს ქმნის ჩვენი კანისთვის. შესაბამისად, მათი აბაზანების მიღების შემდგომ გამანეიტრალებელი,  დამამშვიდებელი ფორმულის მქონე პროდუქტის გამოყენებაა რეკომენდებული. ესტედერმის შემთხვევაში ამ მიმართულებითაც რამდენიმე საშუალებას შეხვდებით. რუჯის გამახანგრძლივებელი სპრეის სასიამოვნო სურნელი აქვს, ატენიანებს კანს, სძენს მას აბრეშუმისებრ სტრუქტურასა და ბზინვარებას.

მთელი წლის მანძილზე გაწეული შრომა და რუტინა წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, სწორად შერჩეული პროდუქტები გვესაჭიროება. მითია, თითქოს დამცავი აფერხებს გარუჯვის ან D ვიტამინის მიღების პროცესს, პირიქით, თქვენი კანის საჭიროებებზე მორგებული საშუალებები უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო შედეგებს მინიმალური ძალისხმევით!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top