31.05.2022

იმ ნიშური სუნამოების ჩამონათვალიდან, რომელსაც „ლარომ ბუტიკი“ გვთავაზობს, გამორჩეული ადგილი Orto Parisi-ს უჭირავს. მისი ისტორია და კონცეფცია ისეთივე საინტერესოა, როგორც მისი სურნელი.

Orto Parisi იმ სამი ძირითადი თემის გარშემო განვითარდა, ალესანდრო გუალტიერის ცხვირი რომ უტრიალებს. პირველი იყო „ცინცხალის“ იდეა. კითხვაზე „რა არის ცინცხალი?“ ადამიანს აზრად ზღვისპირა  ნიავი, ნაწვიმარი ბალახის სუნი, შორეული ცივი მიწები, მთების ჰაერი მოსდის… მაგრამ ცინცხალი სურნელი შესაძლოა წამიერად მოგვივიდეს, ნაჩქარევად და მოულოდნელად. ცინცხალი ამ წამისაა. როგორც ეზოში ახლად მოკრეფილი, ჯერაც მიწიანი სალათის სურნელი. შეპყრობილმა იდეით, რომ ცინცხალი არის ის, რაც ჯერ კიდევ ცოცხალია, რაც ფიზიკურად აქაა და ნამდვილია, ალესანდრომ ახალი სურნელების კოლექციის განვითარება გადაწყვიტა.

მეორე შთაგონება მოგონებებიდან მოვიდა. სურვილით, გაეცოცხლებინა ისინი და ბავშვობის პირადი გამოცდილებებით გაემდიდრებინა თავისი ქმნილება. კერძოდ, ეს იყო ბებია-ბაბუის სახლში გატარებული ზაფხულების, ბაღებში განცდილი მძაფრი შეგრძნებების მოხელთების სურვილი. ბაბუამისს, ვინჩენცო პარიზის, მიწასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა – საკუთარ განავალს ის სათლით აგროვებდა და ბაღში მიწას ასე ანაყოფიერებდა. ბაღში ყოველთვის მარადისობის სურნელი იდგა – მიზიდულობისა და ძაგების სუნი. ამ აზრებითა და მოგონებებით მოტივირებული ალესანდრო კვლევას შეუდგა და თვალი გაუსწორა იმ ფაქტს, რომ სხეულებრივი სუნები დღეს უსიამოვნოდაა მიჩნეული. ის, რაც ადრე ბუნებრივ და ჩვეულ სუნად მიიჩნეოდა, დღესდღეობით შეფარული და ზედმიწევნით დეოდორირებულია.

მესამე იდეა  – ორტო პარიზის კონცეფციის უკან იყო ალესანდროს სურვილი, თავი აეხადა სიცოცხლის ნამდვილი არომატისთვის სხეულის ბუნებრივი სურნელების რეფერირებით. ორტო პარიზი ძალიან პერსონალური პროექტია ალესანდრო გუალტიერისთვის, მაგრამ ის ამავდროულად უნივერსალურია, რაც ყნოსვითი კულტურისა და პერცეპციის ზოგად საკითხს ეხება. გასათვალისწინებელია, რომ ამ კოლექციაში შესული სურნელები ერთმანეთთან არაა დაკავშირებული. თითოეული სურნელი სიცოცხლის სურნელის პირადი ინტერპრეტაცია და ალესანდროს პირადი გამოცდილების ხორცშესხმაა.

Orto Parisi-ს უახლესი გამოშვება 2021 წლის Cuoium

ადრეულ 1900-იან წლებში, ჯერაც ნორჩი ვინჩენცო პარიზი ოჯახმა ჭაობიანი, მალარიით დაავადებული პუგლიადან უკეთესი შესაძლებლობების საძებნელად გაგზავნა, იმის მისაღწევად, რაც იტალიის მაშინდელ, ღარიბულ სამხრეთის პროვინციებში შეუძლებელი იქნებოდა. იმ მრავალთაგან განსხვავებით, ვინც ამერიკულ ოცნებას აედევნა, ვინჩენცო პარიზის თავგადასავალი გენუაში, ხარაზად მუშაობით დაიწყო. სწორედ ამ დროს შეკერა მან თავისი პირველი და ერთადერთი ტყავის ფეხსაცმელი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. მისი ხშირი შეკეთებების გამო, ფეხსაცმლის გარეგნობა იცვლებოდა და სრულებით აღარ ჰგავდა მის პირვანდელ სახეს; Cuoium-ის შთაგონება ვინჩენცოს ერთადერთი ხელნაკეთი წყვილი ტყავის ფეხსაცმლიდან მოდის და მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს: ის ტყავის მემკვიდრეობისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

ხილვა თანამედროვე სამყაროსი, რომელიც ინარჩუნებს ბმას თავის წარმართულ ტრადიციებთან – პატივს სცემს პირველსაწყისებს და ნებას რთავს იდუმალებას, ჰქონდეს ადგილი ადამიანის ცხოვრებაში. ეს სურნელი მოწიწების გამოხატულებაა გამბედაობისა და ნებისყოფისადმი, რომელსაც წინ გადადგმული ნაბიჯი მოითხოვს, შეკეთებისა და არა ჩანაცვლების სურვილისა და მემკვიდრეობაზე ზრუნვისადმი.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top