15.01.2022

შრომა, შრომა და შრომა – არა, ეს სტატია არც ისტორიის და არც სოციალურ რუბრიკას არ განეკუთვნება. დღეს ვისაუბრებთ თმის მოვლაზე, თან ისეთ მოვლაზე, რომელიც უპირობოდ გულისხმობს სწორად შერჩეულ პროდუქტებს, ეფექტურ რუტინასა და სკალპის ჯანმრთელობას. დამეთანხმებით, რომ ზემოთ აღნიშნული შედეგების მისაღებად, ნამდვილად დიდი შრომაა საჭირო, თუმცა #ამარტაგირჩევთ და პროცესს გიმარტივებთ.

ECHOSLINE – „ეკოსლაინი“ სტილისტების რჩეული იტალიური ბრენდია, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ „ყველა ტიპის თმაზე ფიქრობს“ და შესაბამის ხაზს სთავაზობს მომხარებელს. ფორმულირებისას უარი თქვეს ზედმეტად ქიმიურ შემადგენლობაზე და აქცენტი ნატურალურ, ვეგანურ კომპონენტებზე გააკეთეს, რაც მის გამოყენებას ეთიკურადაც მისაღებს ხდის. „ეკოსლაინ“-ის შამპუნები არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებსა და სილიკონს. აქვე, სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა, უნდა გვეშინოდეს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების კანისა და თმის მოვლის პროდუქტებში? – რეალობა გვკარნახობს, რომ ფორმულის მდგრადობისთვის პარაბენები საკმაოდ ეფექტურია, სილიკონები კი, თმის სტრუქტურის და ზოგადად ვარცხნილობის ერთგვაროვნებას უწყობენ ხელს, ფტალატები სკალპს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს აშორებს. მაშინ რაშია პრობლემა? – ინგრედიენტები უსაფრთხოა, თუმცა საკმაოდ რთულად ჩამოირეცხება თმიდან და ახასიათებს სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები. ამიტომ, იდეალურ ვარიანტში პროდუქტი მათ გარეშეა ფორმულირებული, ეფექტურია და ჩამანაცვლებელი ინგრედიენტები კანის მგრძნობელობას არ ზრდის.

ასე მაგალითად, დიდი ხანია რაც აქტივირებული ნახშირის ლეგენდარული სასარგებლო თვისებები პრაქტიკაში ავითვისეთ და სამკურნალო მედიცინის შემდეგ სილამაზის ინდუსტრიაში დაიკავა საპატიო ადგილი. ის არაჩვეულებრივი დეტოქს ინგრედიენტია, რადგან ნახშირბადის შემცველი მასალების ქვეპროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად უარყოფითად არის დამუხტული და იზიდავს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკურ ნაერთებს. ქიმია რომ გვერდზე გადავდოთ, „ეკოსლაინ“-ის კარბონის ხაზზე უნდა ვისაუბროთ.

Echosline Karbon 9 Shampoo

ეკოსლაინის კარბონ 9 შამპუნი

სიურპრიზი არ იქნება თუ გეტყვით, რომ თავის კანზე გაცილებით მეტი ფორები გვაქვს, ვიდრე სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე. შესაბამისად, ასევე მაღალია სებუმის აქტიური გამოყოფისა და სხვადასხვა დამაბინძურებლების მიერთებისადმი მიდრეკილებაც. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ძლიერი ექსფოლიანტია საჭირო. კარბონ 9-ს ფორმულაში არსებული აქტივირებული ნახშირი აღადგენს თმის ბუნებრივ სილამაზეს და იცავს მას გარე ფაქტორების აგრესიული ზემოქმედებისგან. არ დაგავიწყდეთ, შამპუნი სკალპზე მასაჟის მოძრაობებით უნდა გადაანაწილოთ და ეცადოთ თმის ღერის შუა ნაწილამდე დაიტანოთ.

Echosline Karbon 9 Mask with activated carbon for damaged and chemically treated hair

Echosline Karbon 9 ნიღაბი აქტივირებული ნახშირით

დაზიანებული და შეღებილი თმისთვის

კარბონ 9 პროდუქტების შემადგენლობა ასევე შეიცავს SUPER-MIX 9 ბუნებრივ და აღმდგენ მცენარეულ ექსტრაქტს. მაშ ასე:

  • 3 ზეთი, რომელიც იცავს და ატენიანებს ღერებს (ბაობაბი, შავი ცილი, ნემსი)
  • 3 ექსტრაქტი ეგზოტიკური ხილიდან, რომელიც ამარაგებს თმას ენერგიით (მანგო, პაპაია, ანანასი)
  • გამწმენდი ბალახების 3 ექსტრაქტი (ჭინჭარი, სალბი, იარუსი) მომენტალურად მატებს თმას სირბილეს, სიხალისეს და ბზინვარებას.

ვიტამინების ასეთი ძლიერი კომპლექსი აძლიერებს თმის ღერების მდგრადობას და ებრძვის მათ დაყოფას.

Echosline Karbon 9 Crystals with activated carbon for stressed and chemically treated hair 

Echosline Carbon 9 კრისტალები აქტივირებული ნახშირით დასტრესილი და შეღებილი თმისთვის

არ უნდა დაგვავიწყდეს შრატი! დაბალი მოლეკულური წონის მქონე პროდუქტი აქტიურად შეიწოვება თმის ღერებსა და სკალპში, ამიტომ ერთის მხრივ დეტოქს, მეორეს მხრივ კი სტრუქტურის გამაუმჯობესებელი ეფექტის შემჩნევა მოკლე დროშია შესაძლებელი. თხევადი კრისტალები აქტივირებული ნახშირის ყველა ბენეფიტის ათვისებას უწყობს ხელს და მბზინავ, მოცულობით, თვალისმომჭრელ ვარცხნილობას გპირდებათ. პროდუქტი, რა თქმა უნდა 100%-ით ვეგანურია. მისი გამოყენება კვირაში რამდენჯერმე, ნამიან თმაზე შეგიძლიათ. შეშრობის შემდეგ არ ტოვებს წებოვნებისა და ცხიმიანობის შეგრძნებას.

დიდი ხანია, რაც სხეულისა და თმის მოვლაში საუბარი დავიწყეთ გარემო ფაქტორებზე, რომელიც სტრესავს და აზიანებს ორგანიზმს. გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი თუ მტვრის ნაწილაკები – აუხეშებს თმის სტრუქტურას, აბინძურებს სკალპს, მიდრეკილს ხდის მას ცხიმიანობისა და ფოლეკულების სისუსტისკენ, რაც საბოლოოდ თმის შეთხელებად, ცვენად ან მტვრევად ღერებად კონვერტირდება. ბაზარზე წარმოდგენილ უამრავ საშუალებას შორის კი, რთულია აღმოაჩინო ის კონკრეტული ბრენდი, რომელიც მარკეტინგული გზავნილების კატეგორიას სცდება და რეალურად აგვარებს პრობლემას. ფაქტი, რომ „ეკოსლაინ“-ს მსოფლიოს წამყვანი სტილისტები ენდობიან, კომპანია კი, ზედმეტ ქიმიურ კომპონენტებზე ამბობს უარს, ცალსახად მეტყველებს მის მაღალ რეპუტაციასა და ეფექტურობაზე. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საკუთარ სკალპსა და თმის ტიპზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენის შემდეგ, „ცუდი ვარცხნილობის დღე“ სამუდამოდ ჩაბარდება ისტორიას.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top