სილამაზის ფრანგული ინტონაცია

07.12.2021

BEAUTY SUCCESS-ში, აქ, ამ ფრანგულ გლამურულ თავგადასავალში ყველა თანამედროვე ქალმა თავისი თავი ახლიდან უნდა შეიცნოს, თავისი სილამაზის ევოლუცია განიცადოს და კიდევ ერთხელ მიხვდეს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც ბუნება ფერს იცვლის, ის სილამაზეს შეინარჩუნებს.

Beauty Success ფრანგული ბრენდია, რომელსაც 30 წლიანი საოჯახო ისტორია მოჰყვება მემკვიდრეობად და როგორც ევროპული გლობალური ქსელი პირველად საქართველოში შემოვიდა, პირველად არა მარტო კავკასიურ გზაჯვარედინზე, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში…

პარფიუმერულ ბიზნესში ეს არის სრულიად ახალი კონცეფციის მულტიბრენდული სივრცე, რომელიც სილამაზის ინსტიტუტთან ერთად კლასიკურ ფარმაციას და პარფიუმერია-კოსმეტიკის ხაზს აერთიანებს. შესაბამისად, ამ ფრანჩაიზინგული ბრენდის საყოველთაო წარმატების მთელი ფილოსოფია სილამაზისა და ჯანმრთელობის რაფინირებულ  ბალანსს გულისხმობს. მსოფლიო პარფიუმერულ ბაზარზე ბრენდის 30 წლიანმა გამოცდილებამ სწორი ღირებულებების ფორმირებაში ორგანულად განსაზღვრა ის, რომ Beauty Success-ის მთავარი და გამჭირვალე პრინციპია ყოველდღე ყველა ქალი გაანებივროს.

Beauty Success-ის ქალი უსმენს რეალობას, არის სრულყოფილებამდე საინტერესო, რომელიც საკუთარ არჩევანს ენდობა;  ამიტომ ეს უფრო კომპანიისაგან, ნდობაში ფრანგული აქცენტით  ჩადებული ინვესტიციაა…

Beauty Success-ის ისტორია საფრანგეთიდან დაიწყო. ის ძალიან წარმატებით განვითარდა პარიზში, გაფართოვდა  საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში და ნელ-ნელა მოიცვა ევროპის ქვეყნები, გახდა გლობალური ქსელი და გადავიდა ფრანგულენოვან აფრიკაში – აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აზიაშიც… 

თბილისში Beauty Success Georgia-ს პირველ  ფილიალში, რომლის მისამართია – ჭავჭავაძის #60 ა,

ბრჭყვიალა მინების მიღმა პარიზული ესთეტიკა და გლამურული ცხოვრების ის ატმოსფერო დაგხვდებათ, რომელსაც შეეხები და მაშინვე მისი ნაწილი გახდები… აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია, ამ პლათფორმაზეა სურნელის ორღანებიდან ჩამოსხმული 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, BS მოიცავს ფრანგული პარფიუმერიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მდიდარ და გამორჩეულად საინტერესო სპექტრს, მათ შორის ლუქს კლასის ბრენდებს:Dior, Guerlain, Givenchy, Kenzo, Lancome, Versace, YSL, Elie Saab, Cacharel, Armani, Emanuel Ungaro, Valentino, Prada, Estee Lauder, Payot, Novexpert, Thalgo, Baija, Biotherme… ექსკლუზიურად წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა:  100 Bon, All Tigers, Oceopin, Arcancil, Annayake, Giorgio Beverly Hills, Revolution, I Heart Revolution, Inuwet, Jacadi, Polaar, Weill, St. Healer, Giorgio Bene, Pascal Morabito, Cosmydor, Merci Handy.  გარდა იმისა, რომ ამ სივრცეში უამრავი „არომატის შლეიფი“ დაგხვდებათ,  დღისა თუ ღამის დეკორატიული კოსმეტიკიდან  შეარჩევთ თვალის ჩრდილების ფერთა ბლოკების  ფართო პალიტრას თავისი ინტენსიური ელფერით; ანდა წამწამებისთვის ტრენდულ ფერად ტუშებს, რომელიც მოცულობას აძლევს, აგრძელებს და კიდევ მეტ სხივს მატებს ქალბატონების მზერას; ტუჩსაცხები, თუნდაც მოელვარე ჰაილაითერები მოყავისფრო გრადაციებში ოქროსფერი მბზინავი ფაქტურებით გულგრილს ვერავის დატოვებს.

სახისა და ტანის სპა და აპარატურული პროცედურები  Beauty Success-ის სილამაზის ინსტიტუტის კაბინეტებში ტარდება ფრანგული ბრენდის BaiJa-ს და Thalgo-ს უმაღლესი ხარისხის იმ პროდუქციით, რომლის ფორმულებიც სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება-გახანგრძლივებისთვის არის შექმნილი.  

უფრო მეტს ბ-ნ დავით კილაძისგან გავიგებთ,  რომელიც ჯანმრთელობისა და სილამაზის დანერგვის ცენტრის „ოდეონის“/ODÉON დირექტორია,  ხოლო მისი ფარმაცევტული კომპანიების მართვის გამოცდილება 30 წელს ითვლის:    

ფრანგული ბრენდი Beauty Success თქვენი უახლესი პროექტია, რომელიც საქართველოში, მეტიც პოსტსაბჭოთა პარფიუმერულ მარკეტზე პირველად შემოვიდა და თავისი კონცეფციით ერთ სივრცეში აერთიანებს ფარმას, პარფიუმერია-კოსმეტიკის ხაზს სილამაზის ინსტიტუტთან ერთად. როდის ჩაეყარა ამ ფრანჩაიზინგული პროექტის განხორციელებას საფუძველი? როდის მიხვდით ბაზრის მზაობას?  სად, როდის და ბიზნესის რა ეტაპზე აღმოაჩინეთ Beauty Success, ფრანგული კომპანია, რომელიც მსოფლიო მაშტაბით 330 ქსელურ ფილიალს აერთიანებს?  

როგორც იცით, მე ვიყავი ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის“/GPC გენერალური დირექტორი. კომპანია 1995 წელს დავაარსე ჩემს მეგობრებთან ერთად. იმ ეპოქაში ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ საბჭოთა აფთიაქის ცნება მნიშვნელოვნად შეგვეცვალა და აფთიაქისთვის კიდევ სხვა დანიშნულება მიგვეცა, ამიტომ 1997-98 წლიდან  მოხდა პირველი გარღვევა – სააფთიაქო სივრცეში სამკურნალო საშუალებების გარდა, თაროებზე გაჩნდა თავის მოვლის, ჰიგიენისა და დერმო კოსმეტიკური საშუალებები. მაშინ პირველად შემოვიტანეთ ფრანგული დერმო კოსმეტიკური პროდუქცია Vichy, La Roche-Posay… იმ პერიოდისთვის ეს იყო მენტალური გარღვევა. მომხმარებლისთვის ეს სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა და მივხვდით, რომ სწორედ ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და გაფართოებას საჭიროებდა. რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა შემოგვეტანა, რომ დაგვეცვა სტანდარტი. შესაბამისად, ბაზრის მიმართ გამოცდილება  დამიგროვდა… აქვე  იმასაც გეტყვით, რომ  სილამაზისა და ჯანმრთელობის კონცეფციაზე აგებული ბიზნეს-პროექტების განხორციელება ყოველთვის მაინტერესებდა. სილამაზე  თავისთავად განიჭებს ბედნიერებას, თავდაჯერებულობას, კომფორტს და, საერთოდ, ადამიანის გენეტიკაში  დეტერმინირებულია სილამაზისადმი სწრაფვა. თანამედროვეობაში სილამაზე და ჯანმრთელობა არის ის ფორმულა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების წესისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ ჩვენ ვეძებდით მსგავსი კონცეფციით გამორჩეულ ევროპულ ქსელს, რომელიც  საქართველოს ბაზარზე შემოვიდოდა. სწორედ ასეთი აღმოჩნდა Beauty Success და ვამაყობ, რომ ჩვენს სივრცეში ჩვენ ვართ პირველები, ვინც დაიწყო ამ ფრანჩაიზინგული პროექტის განხორციელება.

როგორ დაითანხმეთ Beauty Success Group თავისი გეოგრაფიული ქსელი კიდევ უფრო გაეფართოვებინა?  გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­­თხო სა­ინ­ვეს­ტიციო ბიზნესგა­რე­მოს გარდა, რა არის ის ინტერესი, რითაც საქართველოში ოპერირებისთვის თანხმობა განაცხადეს?  რა იყო პანდემიის ფონზე მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა?

გამოწვევები ყოველთვის არის. დღეს ჩვენს ევროპელ, განსაკუთრებით კი ფრანგ პარტნიორებს საკმაოდ საინტერესოდ მიაჩნიათ  საქართველოს ბაზარი იმიტომ, რომ აქამდე გაკეთებულმა პროექტებმა და ბაზრის კვლევის საერთო ანალიზმა აჩვენა მისი საკმაოდ დინამიური განვითარება, სწრაფი ზრდა, ადეკვატურობა სიახლეების მიმართ. მეტსაც გეტყვით, ადგილობრივი ბაზარი ფეხდაფეხ მისდევს და ითვისებს გლობალური ბაზრის ტენდენციებს, ამიტომაც მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ის მოწინავეა. ამ შემთხვევაში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფორმირებულ მომხმარებელს, რადგან ქართველმა ქალებმა განსაკუთრებით იციან თავის მოვლა და ამ მხრივაც არიან გამორჩეულები. ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ  ქვეყანაში ამ ბიზნესს გარკვეული სტატუსი უკვე აქვს, არის კონკურენტუნარიანი და განვითარებადი.

ფრანგ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე უშუალოდ თქვენ იყავით ჩართული?

რა თქმა უნდა! ფრანგ პარტიორებთან მოლაპარაკებები  წელიწადზე მეტი გაგრძელდა, პანდემიის გამო ცოტა გართულებული იყო კომუნიკაცია, შეხვედრები. შემდეგ მოსამზადებელმა პერიოდმა და ტექნიკურმა საკითხებმაც მოითხოვა გარკვეული დრო და ორ  წელიწადში თბილისში Beauty Success-ისპირველი ფილიალი გავხსენით.  

Beauty Success-ის პლათფორმაზეა 100-ზე მეტი საერთაშორისო ლუქს  კატეგორიის  ბრენდი, აქედან 20 ბრენდი ექსკლუზიური უფლებით არის წარმოდგენილი. მაგრამ მაინც, რა არის ის სიახლე, ის ექსკლუზივი, რასაც ქართველ მომხმარებელს ამ გლამურულ სივრცეში სთავაზობთ? 

Beauty Success-თან ერთად ჩვენ შევქმენით პირველი პრეცენდენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მოაიზრებდა  ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით შემოსვლას.  ამ პროექტში პარფიუმერიისა და სილამაზის ინსტიტუტს დავამატეთ ფარმას ნაწილი. შესაბამისად, ასე საინტერესოდ შედგა ფრანგ პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობა და კონცეფცია უკვე  შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:  ეს არის სილამაზის და ჯანმრთელობის სამყარო, სადაც სილამაზის ინსტიტუტის ნაწილში ტარდება  მანუალური, აპარატურული პროცედურები; პარფიუმერიის ნაწილში არის ლუქს პარფიუმერული პროდუქციის ძალიან დიდი ასორტიმენტი – ისეთი ბრენდები,  რომელსაც აერთიანებს LVMH  ჯგუფი, L’Oréal-ის ჯგუფი და ა.შ. ჩვენი სივრცის მესამე ნაწილია ფარმაცია „ოდეონი“ – ეს არის კლასიკური ფარმა, სადაც წარმოდგენილია ევროპული და ამერიკული წარმოების მედიკამენტების სრული ასორტიმენტი,  ვიტამინების, საკვები დანამატების და ჰიგიენის საშუალებების დიდი არჩევანი, ასევე სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების  ფართო სპექტრი…

 ასე რომ, ეს გახლავთ პირველი ევროპული ქსელი საქართველოს ბაზარზე, სადაც  ფრანგული პრემიუმ კატეგორიის ბრენდული პროდუქციის ბევრად დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი, ვიდრე ცალკე აღებულ ფარმაცევტულ და პარფიუმერულ ქსელებში. ჩვენთან ერთ სივრცეში ერთიანდება ყველაფერი, რაც სილამაზესა და ჯანმრთელობას უკავშირდება.

გთხოვთ  გვესაუბროთ  Beauty Success-ის პროექტის პერსპექტივაზე …

ეს პროექტი, თავისთავად, ჩვენ გვიქმნის ე.წ. ბიზნეს პლათფორმას, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმოდგენილები საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც – სომხეთსა და აზერბაიჯანში, ვილაპარაკოთ ამ ბიზნეს-ქეისის რეგიონალურ პერსპექტივაზე არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ შუა აზიის ქვეყნების მასშტაბით: უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი… შესაბამისად, ამ გეოგრაფიულ არეალში ბიზნეს სტრატეგიით შეთანხმების თანახმად, ჩვენ Beauty Success-ის 20 ფილიალი უნდა გავხსნათ მომდევნო 5 წელიწადში, რაც გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ასევე  იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც განვითარების მუხტსაც შევიტანთ და ადგილობრივი ბაზრებისთვის ამ პრეცენდენტისშემქმნელები ვიქნებით. მანამდე კი, საქართველოში სოლიდურად, სანიმუშოდ და წარმატებულად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. თბილისის შემდეგ, მომავალ წელს უკვე ბათუმში ვგეგმავთ ფილიალის გახსნას.

Beauty Success-ის ფარმას სივრცეში წარმოდგენილია ლუქს და პრემიუმ ხაზის ბრენდები, მათ შორის 145 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი Cosmydor  ბუნებრივ ბაზაზე დამზადებული ექსკლუზიური პროდუქციით; ასევე ფრანგული ბრენდი ARNAUD PARIS 70 წლიანი ისტორიით, რომელიც ქმნის ბედნიერების ფორმულებს სხვადასხვა ტიპის კანისთვის; THALGO – ფიტო მეცნიერების მიერ უნიკალურ ზღვის წყალმცენარეებზე, ზღვის პროდუქტებზე და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქციით; აქვეა ფრანგული ბრენდი PAYOT, NOVEXPERT – 100%-ით ნატურალური და ჰიპოალერგიული პროდუქციის სრული სპექტრით;  BAÏJA-ს უნიკალური არომატის მქონე, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ვეგანური კოსმეტიკა; ფრანგულ-იაპონური ბრენდი ANNAYAKE… როგორ დარეგულირდება ფასები ლუქს და პრემიუმ  ხაზის ბრენდების პროდუქციაზე? მომხმარებელს ექნება დემოკრატიულ ფასად ხარისხიანი და ლიცენზირებული პროდუქციის შეძენის საშუალება?

რა თქმა უნდა. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ის პროდუქცია, რომელიც ამ ქსელშია წარმოდგენილი, წარმოებულია საფრანგეთში და, რა თქმა უნდა, აქვს ხარისხის ნიშანი. იმდენად ფართოა ასორტიმენტი და არჩევანი, რომ  ჩვენი მომხმარებელი ყველა საფასო სეგმენტში იპოვის განსაკუთრებულ, მაღალი ხარისხის, საფრანგეთში წარმოებულ ექსკლუზიურ პროდუქციას. ჩვენ ჩვენი აქტიური და ლოიალური მომხმარებლის პერსონალიზაციაც უნდა მოვახდინოთ, რათა მათ თვეში ერთხელ Beauty Success-ის საჩუქარი მიიღონ სილამაზის ბოქსების სახით. ასე გავაცნობთ  მათ ახალ პროდუქტებს და იმ ტენდენციებს, რასაც მუდმივად შევთავაზებთ. ასე რომ, ჩვენ გვინდა, ჩვენი მომხმარებლისთვის სულ  ვიყოთ საინტერესო, სასურველი, განსხვავებული არა მარტო პროდუქციით, არამედ მომსახურებით და ყოველთვის შევახსენოთ, რომ სილამაზე განიჭებს ბედნიერებას, თავდაჯერებულობას და ძალიან დიდ კომფორტს.

რომელია თქვენი სამიზნე აუდიტორია?

სილამაზე და ჯანმრთელობა არის ყველასთვის.

რომელია თქვენი საყვარელი  სუნამო, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს განწყობას, ხასიათს და ცხოვრების გემოს, ან შეგიძლიათ აღწეროთ როგორია თქვენი წარმატების სურნელი?

წარმატების სურნელი გახლავთ ის, რაც გიქმნით კარგ განწყობას. მე მიყვარს მსუბუქი, ჰაეროვანი არომატები, ამიტომ Goutal-ის გაზაფხული-ზაფხულის არომატები  სრულიად აკმაყოფილებს ჩემს გემოვნებას. ასევე ძალიან მიყვარს Dior, Chanel, Guerlain  როგორც კლასიკა. 

თქვენი გემოვნებით რომ შევკრათ Beauty Success-ის Beauty Box, რა პროდუქციას აირჩევდით?

ჩემთვის ძალიან ნათლად მაქვს წარმოდგენილი: პირის ღრუს მოვლის საშუალებებიდან ავირჩევდი Botot-ს, თმის მოვლის სპექტიდან – Kerastaseს, წვერის საპარსი საშუალებებიდან Biotherm-ს, ჰიგიენური საშუალებებიდან – Roge Cavailles-ის შხაპის გელს და თხევად საპონს. სახლის არომატებიდან უპირატესობას ვანიჭებ BaiJa- ს ბრენდს,  პარფიუმიდან კი ავირჩევდი Goutal-ს, ასევე ძალიან მიყვარს Kilian-ის არომატები.  

BEAUTY SUCCESS

მზეხა მახარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top