სიცოცხლის გამარჯვება
01.10.2021
იტალიური კინო, მოდა, მუსიკა, არქიტექტურა და კულინარიაც კი, პირველ ასოციაციას მაღალ ხარისხთან იწვევს. გასაკვირი არ არის, რომ მოდის დედაქალაქად წოდებულ მილანში, ბევრი საინტერესო ბრენდი იბადება. იბადება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს იტალიური ესთეთიკის შეგრძნების სიამოვნებას ანიჭებს.
1930 წელს, სწორედ მილანში დაარსდა იტალიის წამყვანი დერმატო-კოსმეტიკური ბრენდი „ბიონიკე“. ისევე როგორც ნებისმიერი წარმატების ისტორია, თავდაპირველად, ყველაფერი იწყებოდა ფიქრით… ბრენდს ესაჭიროებოდა ისეთი სახელი, რომელიც მათ ფილოსოფიას და სამომავლო გეგმებს გაუსვამდა ხაზს, ასევე ატარებდა მესიჯს თითოეული მომხარებლისთვის.
„ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“ – თავის მოვლის და ესთეტიკის ხელოვნებად აღქმა, უძველეს ცივილიზაციებში ამ გამონათქვამით დაიწყო, ამიტომ იტალიელები ბერძნებს დაესესხნენ და დასახელებაში Bios = ცხოვრება და Nike = გამარჯვება გააერთიანეს. ასე შეიქმნა პრემიუმ ბრენდ „ბიონიკე“-ს მთავარი გზავნილი მომხარებლებისადმი – სიცოცხლის გამარჯვება.
გარდა იტალიური ტემპერამენტისა, ბრენდს რევოლუციური ისტორიაც აქვს. 1960-იან წლებში, მაშინ, როცა არ არსებობდა კანის მოვლის რუტინა ან სხვა სიკეთე, მოვლის საშუალებების როლი იმდენად არასწორად ფასდებოდა, რომ დერმატოლოგების კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი მეტ დისკომფორტს განიცდიდა, ვიდრე შესვლამდე. კოსმეტიკური საშუალებები მსუყე ფორმულებითა და მძიმე მეტალების შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და არ არსებობდა რეგულაცია, რომელიც ამას გააკონტროლებდა. მოკლედ, მედიცინამ და უფრო ზუსტად, დერმატოლოგიამ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა იმ მარტივი ჭეშმარიტების აღმოსაჩენად, რომ სწორად შერჩეული მოვლის საშუალებები აგვარებს კანის სერიოზულ პრობლემებსაც კი. იქამდე იყო ბევრი ალერგია, კონტაქტური დერმატიტი და მგრძნობიარე კანთან შეუსაბამო რუტინით მკურნალობა..ყოველწლიურად იქმნებოდა ახალ-ახალი ბრენდები, ფორმულები კი იგივე რჩებოდა – მძიმე მეტალისა და სხვადასხვა ტრიგერის მაღალი კონცენტრაცია. სწორედ ამ დროს, მილანში მორიგი „რევოლუციისთვის“ ემზადებოდნენ. 1990 წელს, „ბიონიკე“ გახდა ის პიონერი, რომელმაც ლაბორატორიულ დონეზე დაიწყო აღნიშნული გამაღიზიანებლების კვლევა და შექმნა ყოველგვარი ტრიგერისგან დაცლილი მოვლის საშუალებები ყველაზე მგრძნობიარე, ალერგიული და რეაქტიული კანისთვის.
ისტორიაზე არანაკლებ საინტერესო ის ურთიერთობაა, რომელსაც კომპანია 1930 წლიდან ინარჩუნებს მომხარებელთან. იტალიის ფარმაცევტულ დახლებზე მოწინავე პოზიციაზე მყოფი „ბიონიკე“ იმდენად აქტიურად იღებს უკუკავშირს მომხარებლისგან, რომ პროდუქციას მათი საჭიროებების მიხედვით ქმნის. მოცემულ ეტაპზე, 50 ქვეყანაში გაყიდვადი ბრენდი ინარჩუნებს ხარისხს, მეცნიერული კვლევების სიზუსტეს და ეფექტურობას. მისი მისია უცვლელია და იტევს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიურ ბრენდს უნდა ჰქონდეს: ხარისხი, მუდმივი მეცნიერული ლაბორატორიული კვლევები, ინოვაცია, მდგრადობა, სოციალური პასუხისმგებლობა.
ალბათ გაინტერესებთ, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს და როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიონიკე“-ს პროდუქცია საქართველოში. საბედნიეროდ, მაღალი ხარისხის, იტალიური დერმატო-კოსმეტოლოგიური ბრენდი სააფთიაქო ქსელ „ფარმაცევტული სახლი“-ს დახლებზე გამოჩნდა და ქართველი მომხარებლისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
პრემიუმ ბრენდი წარმოდგენილია თმის, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებით, ასევე დეკორატიული კოსმეტიკით, რომელიც იდეალურ კამუფლიაჟს უკეთებს ვიტილიგოს, მელანომას და კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ ლაქებსაც კი. ხაზები დაყოფილია მომხარებლის საჭიროებების მიხედვით და აერთიანებს: გამომშრალი, მშრალი, ცხიმიანი, სიწითლისკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებებს; ასევე აკნეს, ეგზემისა და დერმატიტის სამკურნალო პროდუქტებს. სწორედ ამიტომ, გარკვეული გამები საერთოდ არ შეიცავს ხელოვნურ პარფიუმს, არომატიზატორებსა და ალერგენებს, რითიც მინიმუმამდე ამცირებს კანის გაღიზიანების რისკს.
განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტორია, რომ „ბიონიკე“ არის ბრენდი, რომელიც მთელი სიმძაფრით აღიქვამს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას და არა მხოლოდ მზის დამცავ საცხებზე აკეთებს აქცენტს, არამედ დეკორატიული კოსმეტიკაც კი, მინერალური დამცავი ფილტრებით აქვს ფორმულირებული. სულ მალე, აუცილებლად მოგიყვებით, როგორ ერთიანდება მაკიაჟი და SPF ერთ შეფუთვაში და გვიმარტივებს ყოველდღიურ მოვლას, ასევე, როგორ შეგიძლიათ შეუთავსოთ სასიამოვნო სასარგებლოს და მიიღოთ მაქსიმალური შედეგი ანტი ასაკობრივი რუტინისგან. მოკლედ, ახალი პრემიუმ ბრენდის გამოჩენით ქართულ რეალობაში სრულიად განსხვავებული პერიოდი დგება, აუცილებლად ადევნეთ თვალი #სიცოცხლისგამარჯვებას მომავალ სტატიებში!
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი