14.08.2021
სოციალური მედიის მართული სამყარო განსაკუთრებით დაუნდობელი კანის მიმართულებითაა. მაკიაჟი, სწორი განათება, ფილტრი, ფოტოშოპი, ყველაფერი ეს ერთად და ცალ-ცალკე, უნაკლობის განცდას აჩენს და საკუთარი სხეულისადმი ნაკლებ სიყვარულს გვინერგავს. განსაკუთრებით მქუხარე ტაშს ალბათ ის აქტივისტები ან აქტივისტური ბრენდები იმსახურებენ, ვინც ამ სტიგმის გამყარებას ხელს არ უწყობენ და საკუთარი კანისადმი მეტი სიყვარულისკენ მოგვიწოდებენ. გილოცავთ! ის აქ არის და სწორედ ასეთი კომპანიის შესახებ გიყვებით დღევანდელ სტატიაში.
ხშირად, კანის პრობლემებით გაწამებული კოსმეტოლოგისა და დერმატოლოგის სკამს ვტოვებთ და ვთვლით, რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებით, რუტინაზეც გულს ვიცრუებთ და ყველა ბრენდს საერთო იარლიყს ვარტყამთ – არაეფექტურია. არადა არსებობენ თითზე ჩამოსათვლელი სახელები, რომლებიც ფუჭ დაპირებებს მორჩნენ და საქმეს შეუდგნენ, არსენალში სასარგებლო კომპონენტები ჩაილაგეს და პირდაპირ შეუტიეს კანის პრობლემებს.
დაახლოებით ამ პათოსით უნდა იყოს შექმნილი ფრანგული ფარმაციის მარგალიტი – SVR. 1962 წელს სიმონე ვერეტმა, ფარმაცევტმა ფორმულები პირადი პრეფერენციებითა და ცოდნით შექმნა და მალევე აქცია მრავალფეროვან ბრენდად. ფილოსოფია ასეთია:
მნიშვნელოვანი ფაქტორი – ხელმისაწვდომობა
თანამედროვე, ხარისხიანი ბრენდი ხელმისაწვდომი ფასებით უნდა იყოს წარმოდგენილი. მის რიგებში აუცილებელია იყოს ხაზი ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ოჯახის თითოეული წევრისთვის, ნებისმიერი ასაკის და კანის პრობლემის მქონე ადამიანისთვის. ტესტირებები უნდა ამტკიცებდეს, რომ პროდუქტები უსაფრთხოა ორსულებისთვის.
საინტერესოდ ჟღერს?
ის, რაზეც ნაკლებს ვსაუბრობთ, თუმცა ვგრძნობთ
ხშირად გვირჩევენ ვუსმინოთ კანს, თუმცა არავინ გვასწავლის, როგორ?!
აღმოჩნდა, რომ როცა რაიმე გსიამოვნებს, მართლაც „შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ“. არსებობს სტრუქტურები, რომელთა შეხებაც არა მხოლოდ კანის ტოლერანტობას აუმჯობესებს, არამედ სენსორულ სიამოვნებასაც გვანიჭებს. მაშინ, როდესაც ირჩევთ სასურველ პროდუქტს, დაფიქრდით, რომელი ფორმით გსურთ მისი გამოყენება? SVR სხვადასხვა საშუალებას, სხვადასხვა ტექსტურით გელის, ქაფის, მუსის სახით გთავაზობთ..
ეფექტი? კითხვის ნიშნის გარეშე.
და მაინც, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ შეგრძნებებზე, პროდუქტის ავ-კარგიანობის საზომი ის შედეგია, რომელსაც გამოყენებიდან 2 კვირის თავზე ვამჩნევთ. დიახ, სწორედ 2 კვირიანი დილა-საღამოს რუტინა იძლევა შესამჩნევ ეფექტს კონკრეტული პრობლემის მოგვარების საკითხში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აკნეს სამუდამოდ დავივიწყებთ 14 დღეში, თუმცა მდგომარეობა რომ უნდა გაუმჯობესდეს – ფაქტია. თანამედროვე პროდუქტები, მას-მარკეტზე ორიენტირების გამო, უმეტესად მსუბუქია და არ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რაც მკურნალობის პროცესს დროში ახანგრძლივებს. SVR შემთხვევაში ეს ასე არ არის. დერმატო-კოსმეტოლოგიური ნივთიერებების კომპლექსი თითოეულ პროდუქტს ეფექტურს და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულს ხდის.
ვისაუბროთ პრობლემურ კანზე
თუ ზაფხულის რუჯმა კანის აჭრელება და პიგმენტური ან პოსტ-აკნე ლაქები გისახსოვრათ, გაგიღიზიანათ სახე/სხეული და პრობლემის მარტივ გადაწყვეტას ეძებთ, Sebiaclear ხაზი თქვენთვის არის. კერატოლიტური მოქმედების ანტი-ანთებითი კომპონენტები, ანტიოქსიდანტები და ანტიბაქტერიული ნიაცინამიდი, ერთის მხრივ არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, მეორეს მხრივ ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. შეფუთვა ნამდვილად იტევს დერმატოლოგის კაბინეტში ჩატარებული პროცედურების შედეგს!
შესამჩნევი შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ, სულ რაღაც 7 დღეში დისკომფორტი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ. მიუხედავად აქტიური ნივთიერებების კომპლექსის, პროდუქტი უსაფრთხოა ორსულებისთვისაც.
Sebiaclear ხაზში შეხვდებით მიცელებით გაჯერებულ მსუბუქ გამწმენდს, რომელიც იმდენად ტოლერანტულია კანთან, რომ თვალების ყველაზე მგრძნობიარე ზონაზეც კი შეიძლება გამოყენება. პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტური ამავე ხაზის გელთან ერთადაა, რომელიც არ შეიცავს საპონს, აშორებს ჭუჭყს და ზედმეტ ცხიმს ისე, რომ არ აშრობს კანს. გელ-მუსი წარმოადგენს კანის გამწმენდსა და ექსფოლიანტს. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. პროდუქტი მრავალფუნქციურია და განკუთვნილია როგორც სახის, ასევე ტანისთვის.
ოხ ეს მგრძნობიარე კანი, მე მესმის თქვენი – არა არ გესმით!
SVR-ს ესმის.. ქალების 60%, მამაკაცების 40% სხვადასხვა ტიპის ალერგიითა და სენსიტიური კანით იტანჯება. მეტიც, 2050 წლისთვის, ნავარაუდებია რომ მსოფლიო პოპულაციის 50% რეაქტიული კანით იქნება წარმოდგენილი, რაც ასე გავრცელებულ ტრიგერებს უკავშირდება. სწორედ ამ ფილოსოფიით შეიქმნა SENSIFINE ხაზი, მინიმალისტური ფორმულა – მაქსიმალური შედეგებისთვის.
აქტიური ინგრედიენტების ჰიპოალერგიული ფორმულა დატესტილია ჰიპერ სენსიტიურ კანზე, გავლილი აქვს დერმატოლოგიური, პედიატრიული, ოფთალმოლოგიური და გინეკოლოგიური კონტროლიც კი!
გზავნილი თითოეულ ქალს
მაშინ, როდესაც საკუთარი ბიუჯეტიდან თანხას პროდუქტის შესაძენად გამოვყოფთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბრენდს უკან მდგარი გუნდი ჩვენს პრობლემას თუ სათქმელს რეალურად იზიარებს.
SVR არის ბრენდი ხასიათითა და მომხარებლთან მეგობრული პოლიტიკით, მის გუნდს კანის პოზიტიურობის ცნება მთელს მარკეტინგულ კომუნიკაციაში აქვს გაშლილი, რაც გვეხმარება იმაში, რომ მათ თითოეულ სარეკლამო მოდელებში ამოვიცნოთ საკუთარი თავი, ასე უბრალო, ბუნებრივი, ინდივიდუალური და მაინც, ძალიან ლამაზი! იყავით ბედნიერი.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი