შეიყვარე საკუთარი თავი

The body shop-ის განახლებულ ტანის კარაქთან ერთად!

12.07.2021

The Body Shop სხეულის ყველაზე სურნელოვან დამატენიანებელ კარაქებს 1992 წლიდან აწარმოებს. სხვადასხვა არომატით წარმოდგენილი პროდუქტი უპირობო სიყვარულით რომ სარგებლობს – ფაქტია. გლობალური მონაცემების მიხედვით, ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 მომხმარებელი მაინც ყიდულობს აღნიშნულ კარაქს. შთამბეჭდავია, არა ?! 

#სიახლე

პროდუქციის სპექტრის მუდმივი განახლება და ფორმულის გაუმჯობესება არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც ბოდიშოპის იდენტობის ნაწილად იქცა.   ახალი ტანის კარაქები The Vegan Society – ვეგანური მოვლის საშუალებების ოქროს სერტიფიკატით – არის დამოწმებული. პროდუქციის შემადგენლობის მინიმუმ 95% ნატურალური წარმოშობისაა. დატენიანების ეფექტი კი,  96 საათის მანძილზე გჩუქნით ხავერდოვან კანს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ფორმულა არ ტოვებს სხეულზე წებოვნების შეგრძნებას და კომფორტული გამოსაყენებელია თბილ ამინდებში.

განახლებული სურნელები:  ბრიტანული ვარდი, მარწყვი, ვარდისფერი გრეიპფრუტი, საცუმა (მანდარინის სახეობა), ნუშის რძე, მანგო, მორინგა, ავოკადო, შია, ქოქოსი, არგანი, ზეითუნი და კანაფი.

#სიყვარულითშექმნილი

13 სახეობის ტანის კარაქის შეფუთვა იტევს დიდი აქტივიზმისა და საზოგადოების გაძლიერების იდეას. გარდა ვეგანური ოქროს სტანდარტით ფორმულირებისა, პროდუქტი Community Fair Trade სტანდარტსაც აკმაყოფილებს. მაგალითად შიის კარაქის ნედლეული მოპოვებულია განაში, 11 სოფელში, 600 ქალის მიერ. შემდეგ, დამუშავებულია 18 საფეხურიანი, ტრადიციული ტექნიკით, რომელსაც დედები, მემკვიდრეობით გადასცემენ საკუთარ ქალიშვილებს. აღნიშნული თანამშრომლობა განელი ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური  გაძლიერების საქმეში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

#ღირებულებები, რომლის ერთგულებაც ღირს

სად, თუ არა The Body Shop-ში ზუსტად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა. პლანეტაზე არსებულ მწვავე პრობლემებს შორის გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და რთულად გადამუშავებადი ნედლეულის გამოყენებაა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწის დაბინძურებისას, მომავალს ვართმევთ საკუთარ შვილებს, ვჭრით ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. 

ბოდიშოპისა და Plastics for Change-ს თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. განახლებული ტანის კარაქების შეფუთვა მდგრადობის პრინციპითაა შექმნილი. მისთვის გამოყენებული პლასტმასა ინდოეთში, ბენგალურუს ქუჩებშია შეგროვებული. ამ ფაქტში აღსანიშნავი არის, არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების შემცირება, არამედ 2500 ადამიანის დასაქმება და პლასტმასას შემგროვებლებისთვის ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა. 

#ახალი ვარსკვლავი – ავოკადო

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ბოდიშოპის ფორმულების ინსპირაცია ბუნების წიაღში იმალება. ამჯერად, ინგრედიენტებს ახალი ვარსკვლავი ჰყავთ! მომხარებლის უპირობო სიყვარულს ელოდება ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ავოკადო. ეს, რა თქმა უნდა,  არ არის პირველი ხილი, რომელიც ბოდიშოპის კარაქის სახით შეგხვდებათ, თუმცა ცალკე ხსენების ღირსი ნამდვილად გახლავთ.  ავოკადოს ზეთიც დამზადებულია მდგრადობის იდეის გათვალისწინებით. გამოყენებული ნედლეული მოყვანილი და მოპოვებულია სამხრეთ აფრიკაში, წყლის რესურსების გონივრული ათვისების გათვალისწინებით. ავოკადოსა და შიის ცხიმის ნაზავი ქმნის ყველაზე ჰაეროვან, ეფექტურ, სურნელოვან კარაქს თქვენი სხეულისთვის.

ბრენდი ხასიათით, ღირებულებებით და მუდმივი სიახლეებით – ასე ხასიათდება The Body Shop. ათწლეულების განმავლობაში დაწერილი და გამტკიცებული ისტორია გვიჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც  „ბოდიშოპი“-ს მომხარებელი ხდები, დებ შენ წილ აგურს პლანეტაზე ზრუნვის, სხვების გაძლიერების, პოზიტიური აქტივიზმის საქმეში, სანაცლოდ კი იღებ ყველაზე ეფექტურ, სურნელოვან, თავბრუსდამხვევ პროდუქტებს. შეიყვარე შენი კანი, „ბოდიშოპი“-ს განახლებულ კარაქებთან ერთად. 

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top