ფუა გრა Rougie-სგან, ვაგიუ Snake River Farms-ისგან და ხიზილალა Lemberg-ისგან
26.05.2021
აღმოაჩინეთ ახალი გემოები, გაიხსენეთ ის, რომელსაც უკვე იცნობთ და მოგწონთ.
ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, მიირთვით მხოლოდ საუკეთესო და აუცილებლად იპოვით შეგრძნებას, რომელიც კვების რიტუალს შთაგონებად აქცევს.
ფუა გრა Rougie-სგან
ფუა გრა (Foie gras ფრანგულად „ცხიმიან ღვიძლს“ ნიშნავს) ფრანგული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი დელიკატესია, კომპანია Rougie კი – ფრანგული გემოების ისტორიული სიმბოლო. მისი პროდუქციით მსოფლიოს 120 ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში სტუმრებს უკვე საუკუნეზე მეტია უმასპინძლდებიან. 1875 წლიდან Rougie საუკეთესო ფრანგულ პაშტეტებს და ფუა გრას ჰორმონებისა და ანტიბიოტიკების გარეშე ამზადებს და უნიკალური გემოს მისაღებად ფრინველს მხოლოდ ხელით კვებავს.
მსოფლიოში წარმოებული ფუა გრას 10% ბატის ღვიძლისგან მზადდება, დანარჩენი 90% კი – იხვის ღვიძლისაგან. Gastronome-ში ორივეს ნახავთ: წითელ ქილაში Rougie-ს ბატის ფუა გრაა, შავ ქილაში – იხვის.
ფუა გრას გემოს განუმეორებელ სიფაქიზეს ცხიმი ანიჭებს. ბატებს და იხვებს გაძლიერებულად კვებავენ სიმინდით, ჭარბი საკვებისაგან წარმოქმნილი ცხიმისგან კი ღვიძლი დიდდება. სწორედ ცხიმის დამსახურებაა ღვიძლის ნაზი გემო და კონსისტენცია.
თუ გსურთ, რომ ფრანგული დელიკატესებით თავადაც დატკბეთ და სტუმრებთანაც თავი მოიწონოთ, Rougie-ს ფუა გრას ქილა თქვენს სამზარეულოში სულ უნდა გქონდეთ. საუკეთესო ფუა გრას მშვენიერება სრულად რომ შეიგრძნოთ, ჯობს მასთან ერთად ისეთი რამ მიირთვათ, რასაც მკვეთრი გემო არ ექნება, მაგალითად, ფრანგული ბაგეტი. ფუა გრას კარგი „პარტნიორია“ ლეღვის ან წითელი მოცვის ჯემი. კრემოვანი სტრუქტურის გამო ფუა გრა გემოთა იშვიათი ჟღერადობით სტეიკთანაც წყვილდება.
ვაგიუ Snake River Farms-ისგან
ვაგიუ ახალგაზრდა ხარის ხორცია. სპეციალურად გამოყვანილი იაპონური ჯიშის –ტაჯიმის ხბორებს ასეთი პრინციპით უვლიან: რაც მეტად ლაღად გრძნობს თავს ხბო, მით გემრიელია მისი ხორცი.
ახალდაბადებული ხბო, ჩვეულებრივ, დედის რძით იკვებება, წამოზრდილები თავისუფლად დასეირნობენ მინდორში მობიბინე ბალახში. მათ ნარჩევი მარცვლეულით, მეტწილად სიმინდით კვებავენ და ახალმოხარშულ ლუდს ასმევენ. მსოფლიოში საქონლის საუკეთესო ხორცი ვაგიუ (Wagyu) რომ მიიღონ, იაპონიაში მოზვრებს კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ და სტრესისაგან დასაცავად მასაჟსაც კი უკეთებენ. მსგავს მზრუნველობასა და ჰარმონიულ გარემოში გაზრდილი საქონლის ხორცი ღია მოვარდისფროა და რბილი ტექსტურა აქვს.
ვაგიუ სხვა საქონლის ხორცთან შედარებით ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს, მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებისაგან მიღებული უჯერი ცხიმებით.
Snake River Farms-ის ვაგიუ დაქსელილია მსუბუქი, ფაქიზი ცხიმის თეთრი ძაფებით, რომლებიც უნიკალურ ტექსტურას და ხორცისათვის უჩვეულო ნაზ არომატს ქმნიან.
როგორც იაპონელები ამბობენ „ამ ხორცის ჭამას კბილები არ სჭირდება“. თბილისში უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების ვაგიუს Gastronome-ში შეიძენთ.
ხიზილალა Lemberg Kaviar-ისგან
Lemberg-ის ორნაირ, სვიისა („ბელუგა“) და ზუთხის შავ ხიზილალას Gastronome-ში შეიძენთ. შავი პირობითად ჰქვია, თორემ ასეთ ხიზილალას შეიძლება მუქი ბრინჯაოსფერი, მომწვანო, მოყავისფრო და მოყვითალო შეფერილობაც დაჰკრავდეს. ხიზილალის ფერი დიდწილად თევზის ასაკზეა დამოკიდებული. მაგალითად, ოცი წლის ზუთხის ქვირითი ლაპლაპა შავი ფერისაა, შედარებით ღია ფერის ხიზილალას კი უფრო ახალგაზრდა ზუთხი იძლევა.
Lemberg Kaviar-ი ხიზილალის ევროპული ბაზრის ლიდერია, ის უკვე 15 წელია საუკეთესო ხარისხის შავი და წითელი ხიზილალის მწარმოებელია. მისი პროდუქცია პლანეტის ყველაზე სუფთა ადგილის, ალასკის ბინადარი თევზეულისაგან მზადდება. Lemberg-ის ხიზილალის უფაქიზეს გემოებს საუკეთესოდ შეიგრძნობთ, თუ მშრალ შამპანურთან ერთად მიირთმევთ.
მსოფლიოს საუკეთესო გემოების პროდუქტების შეძენა Gastronome-ში შეგიძლიათ მისამართებზე: ჭავჭავაძის გამზირი #49დ, ამაღლების ქუჩა #12, ვაჟა-ფშაველას გამზირი #22 და ბელიაშვილის ქუჩა #27
კონტრიბუტორი: დავით პაიჭაძე