5 სასაჩუქრე იდეა #ამარტასგან

30.11.2023

ახლოვდება პერიოდი, როცა მთავარი საზრუნავი საყვარელი ადამიანების გახარება, მათთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარება და სიყვარულის გაზიარებაა. საოჯახო, სამეგობრო, საურთიერთო დღესასწაულების მთელი კასკადი, რომელიც საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. შობას შესაძლოა არ თოვდეს, არც ცეცხლი გიზგიზებდეს ბუხარში, თუმცა სანტამ აუცილებლად უნდა მოიტანოს ის, რასაც ადრესატი ელის.

#ამარტაგირჩევთ სიის შედგენისას არ დაგავიწყდეთ, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებსა თუ ონლაინ სივრცეში ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის შესაფერისი სასაჩუქრე ნაკრები მოიძებნება.

Caudalie. სასაჩუქრე ნაკრები ჯინჯერი პარფიუმი

ფოტოს ნახვიდან რამდენ წამში წარმოიდგინეთ ეს ყუთი ნაძვის ხის ქვეშ? ჩვენც ერთი ნახვით სიყვარულის ვირწმუნეთ და ფრანგული ბრენდის, კოდალის ნაკრებზე შევაჩერეთ არჩევანი. სავარაუდოდ, გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერის, ჯინჯერის პარფიუმის სუნიც იგრძენით, რომელიც მუსკატის ნოტებთან ერთად ყვავილების მოტკბო სურნელითაა გაჯერებული. ზედა ნოტებს ჟასმინის ჩაი და აფრიკული ფორთოხალი ქმნის, თუმცა ბაზის ნოტად სხვა დანარჩენთან ერთად თაფლია ქცეული. სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი კი, ინტენსიურად კვებავს კანს, ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას და 98%-ით ნატურალური შემადგენლობისაა. ნაკრებში ასევე შეგხვდებათ საკულტო პროდუქტი, ხელის კრემი, რომლიც ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებული კომფორტია.

Mizon. კოლაგენის ზამთრის ნაკრები

თუ თქვენი ადრესატი თვალის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, Winter is coming არაჩვეულებრივი საჩუქარია. თვალის პაჩი კოლაგენის ექსტრაქტით რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, თვალის ირგვლივ კანის გამკვრივებისა და ტონუსის მომატებისთვის. წყალში ხსნადი გელისებური ფირფიტა გაჟღენთილია საუკეთესო ხარისხის ზღვის კოლაგენის ექტრაქტით, ამიტომ არ აღიზიანებს თვალს. სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით კოლაგენი ღრმად აღწევს კანში, გამოირჩევა დამატენიანებელი, გამამკვრივებელი მოქმედებით. თვალის კრემი კი ყოველდღიური მოვლის საშუალებაა, რომელიც აორმაგებს ფირფიტების ეფექტს. კრემი შეიცავს ზღვის ღრმა წყლებში არსებული თევზის ფარფლებისგან მიღებულ კოლაგენს და სწორედ ამიტომ, ლიფტინგის საუკეთესო ეფექტი აქვს.

Martiderm. Smart Party ნაკრები 

ეს გახლავთ შემთხვევა, როცა ნაკრების სახელი თავად ამბობს სათქმელს.. სადღესასწაულო წვეულებებით გადაღლილ სახეს გამომაცოცხლებელი ეფექტი სჭირდება, რისთვისაც smart party იდეალური გამოსავალია. შავი ბრილიანტის ექსტრაქტის თვალის კონტურის აპლიკატორი მეტალისაა, რითიც აგრილებს ქუთუთოებს და ქმნის „სამასაჟე“ ეფექტს. ე.წ ‘ფლეშ’ შრატი მომენტალურად ხსნის შეშუპებას. ბრენდის დაპირების მიხედვით, ორივე პროდუქტი დაპატენტებულ ფორმულებს შეიცავს, ეპიგენ 145-ის მოქმედების კანის სტრუქტურა მეტად ერთგვაროვანი და ბრწყინვალეა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის ნიშნებს.

Missha. ნაკრები Chogongjin Geumsul

ჩვენ ზუსტად ვიცით რა სურთ კანის მოვლის ნამდვილ ენთუზიასტებს. სასაჩუქრე შეფუთვა ბრენდისგან, რომელმაც თავისი სიტყვა ისეთ კონკურენტულ ბაზარზე თქვა, როგორიც კორეაა. Missha-ს ნაკრები Chogongjin Geumsul სამეფო თაფლის ექსტრაქტის შემცველობით ადნება კანს, უზრუნველყოფს მის სიფაფუკესა და ერთგვაროვნებას. ტონერი და ესენცია ამშვიდებს გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს დეჰიდრატაციისა და დაჭიმულობის შემცირებას. ნაკრები ტონერს, ემულსიას, ესენციას და საცხს ანუ მთელ რუტინას მოიცავს.

Heathcote & Ivory. ხელის მოვლის ნაკრები

ვერ გეტყვით, თუ რა იყო Heathcote & Ivory-ის გუნდის ინსპირაცია მაშინ, როცა საკუთარ შეფუთვებზე მუშაობდნენ, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ეს ყუთები ჩვენთვის იქცა შთაგონების წყაროდ. ბრიტანული ბრენდი საკმაოდ ახალია ჩვენს ბაზარზე, ამიტომ თქვენი ადრესატისთვის საინტერესო აღმოჩენად იქცევა. ხელის მოვლის მიმართულებით განსაკუთრებით მდიდრული ფორმულების მქონე კომპანია არჩევანს ვეგანურ ფორმულებზე აკეთებს. უმეტესად ეგზოტიკური, ყვავილოვანი სურნელით გამორჩეული პროდუქტები არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას ხელსა და ფრჩხილებზე, თუმცა ხანგრძლივი დროით ატენიანებს მათ.

დაგვეთანხმებით, რომ ხშირად, საჩუქრის შერჩევაზე დიდ სტრესს მისი შეფუთვა თუ სათანადო პრეზენტაცია წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებამდე PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეიაროთ, ან ონლაინ გადახედოთ ხელმისაწვდომ პროდუქციას და სასურველ არჩევანს ამ ფერად ყუთებში აღმოაჩენთ. ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top