10.05.2025
ერთი თვე გვაშორებს ზაფხულის გრძელ საღამოებს, ზღვის სანაპიროებს, ზღვის აბაზანების შემდგომ კანზე შერჩენილ სასიამოვნო სურნელს და რუჯს – ჰო, ოქროსფერ, მბზინავ, ხავერდოვან რუჯს! თუ შვებულება ჯერ არ დაგიგეგმავთ და განწყობის ასამაღლებლად ნამზეურის ეფექტზე გეფიქრებათ, დღეს ავტორუჯის შესახებ მოგიყვებით და რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ.
წესი #1 აუცილებელია კარგი განწყობა
უცნაურად ჟღერს, თუმცა მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ავტორუჯებისადმი. გეთანხმებით, რომ მათი მოხმარება არც ისეთი სასიამოვნოა, როგორც აუზზე ან სანაპიროზე მეგობრებთან ერთად დროის გატარება; თუმცა თანამედროვე ავტორუჯებში იმხელა არჩევანია, რომ თქვენთვის მოსახერხებელ და სასურველ ფორმას, ადვილად შეარჩევთ. პროდუქტი უსაფრთხოა, ფაქტობრივად ჰიპოალერგიული, რის გამოც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინაც, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.
#2 ექსფოლიაცია
როდესაც თანაბრად გადანაწილებულ ავტორუჯზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, კანის კარგად მომზადებას ვუსვამთ ხაზს. აუცილებელია მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, დაიმუშაოთ სხეულის გაუხეშებული უბნები, რადგან მათი არსებობის შემთხვევაში, არც პროდუქტი შეიწოვება კარგად და არც ტონი იქნება თანაბარი.
#3 სრულფასოვანი დატენიანება
მკვდარი უჯრედების მოშორების შემდგომ, აუცილებელია დატენიანება, თან ისეთი ლოსიონით/კრემით, რომელიც ადვილად შეიწოვება, არის წყლის ბაზაზე და არ შეიცავს ალკოჰოლს.
#4 არ იჩქაროთ, დაიცავით სწორი მიმდევრობა
პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ, თუ სპეციალურ ხელთათმანს ან დამხმარე ატრიბუტს მაგალითად – ჯაგრისს გამოიყენებთ. თუმცა თუ თქვენს მიერ ნაყიდ პროდუქტს მსგავსი არაფერი მოყოლია, ხელითაც ადვილად შეძლებთ ავტორუჯის გადანაწილებას. პროფესიონალები გვირჩევენ, რომ სხეული ნაწილებად დავყოთ და სწორი მიმდევრობით მივყვეთ მისი გარუჯვის პროცესს. რა თქმა უნდა, პირველი ზონა – ფეხებია, შემდგომ ზედა ტანი და ბოლოს ხელები. განსაკუთრებული ყურადღება იდაყვებს, კოჭებსა და მუხლებს უნდა მივაქციოთ, რადგან აქ კანი გასქელებულია და პროდუქტის შეწოვის დაბალი ალბათობაა. მეტიც, თუ ამ საკითხის ექსპერტებს დავუჯერებთ, სასურველია სქელ ფენა ავტორუჯს, ლოსიონი მივაყოლოთ, ან ეს ზონები წინასწარ დავატენიანოთ.
#5 მიეცით კანს დრო პროდუქტის შეშრობისთვის
სასურველია 10 წუთი სხეულს ტანისამოსი საერთოდ არ შეეხოს, ხოლო შემდეგი 3 საათის მანძილზე – შილიფად გეცვათ. აქვე, #ამარტაგირჩევთ ავტორუჯებს, რომელთა გამოყენებაც დამწყებთათვისაც მარტივია:

რუტინის პირველ საფეხურზე, კანის იდეალური გასუფთავებისთვის დასაბან ქაფს გირჩევთ. მის დასახელებაში არსებული Micropeel-იც
სტრუქტურა: ქაფისებრი, მსუბუქი
გადანაწილება: თანაბარი, შესაბამისად – სწრაფი შეწოვით
შემადგენლობა: 98%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები
ბუნებრივი წარმოშობის DHA: უზრუნველყოფს ბუნებრივ, თანდათანობით და თანაბარ, მბზინვარე რუჯს
• Aquaporins: ინტენსიურად ატენიანებს კანს
• ანტიოქსიდანტური კომპლექსი (წყლიანი ექსტრაქტი + ვიტამინი E): მოქმედებს როგორც ფარი კანის უჯრედების დაცვაზე თავისუფალი რადიკალებისგან
რუჯს დელიკატურად, თანდათანობით მიიღებთ, შესაბამისად, თუ რადიკალურ ცვლილებებს ერიდებით, შესაძლებლობა გექნებათ თქვენს სასურველ ტონამდე მიხვიდეთ და აღარ გამუქდეთ.

CAUDALIE. სახის თვითგასარუჯი წვეთები
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ სახის გარუჯვა გსურთ, Caudalie-ს არაჩვეულებრივი გადაწყვეტა აქვს. გაიცანით, თვითგარუჯვის წვეთები, რომელიც სახის მოვლის პროდუქტია, შესაბამისად, გამდიდრებულია ორგანული ყურძნის წყლით და ბუნებრივი წარმოშობის ანტიოქსიდანტური პროდუქტებით. დაამატეთ 2-დან 6 წვეთი Self-Tan Sun Drops ნებისმიერ სახის კრემს. წაისვით თანაბრად გაწმენდილ კანზე და გადაინაწილეთ.სასურველი ფერისთვის დაარეგულირეთ წვეთების რაოდენობა ინტენსივობის მიხედვით: 1-დან 3 წვეთი მსუბუქი ეფექტისთვის, 3-დან 6 წვეთი მეტი ინტენსივობისთვის, გაიმეორეთ რეგულარულად რუჯის შესანარჩუნებლად.

Lirene. ავტორუჯი ქაფი კაპუჩინო
ამ პროდუქტით ჩვენც მას შემდეგ დავინტერესდით, რაც Tik-Tok viral კატეგორიაში დაიმკვიდრა ადგილი და დახლებიდან იმაზე სწრაფად გაქრა, ვიდრე ველოდით. მოკლედ, ლირენეს პოლონური ბრენდი ისედაც მიმზიდველია მისი ხელმისაწვდომი ფასის და არაჩვეულებრივი ხარისხის გამო, თუმცა ავტორუჯის ქაფს, მაინც განსაკუთრებულ ადგილს ვანიჭებთ!
ქაფი დამზადებულია 97%-ით ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებით. მათ შორის სუპერსტარი, ცალსახად – ქოქოსის წყალია, რომელიც ატენიანებს კანს და პროდუქტის სასიამოვნო სურნელს განაპირობებს. ჰო მართლა, ავტორუჯის ყველაზე ერთგული მომხმარებლებიც კი, ხშირად სწორედ სურნელს იწუნებენ, თუმცა ლირენე ამ წარმოდგენასაც თავდაყირა დააყენებს და თანაბარი, მარტივი, 1 საათში მიღებული რუჯისთვის მინიმალურ მსხვერპლს – სულ რაღაც 5 წუთს გთხოვთ. რეალურად, “კაპუჩინო” ის ტონია, რომელიც ყველაზე ღია კანის ფერზეც ბუნებრივად დაჯდება, არ ჭრელდება და გადანაწილების შემდგომ ზოლებს არ ტოვებს.
იმედია ზემოთ მოცემული რჩევები გაგიმარტივებთ ყველაზე უსაფრთხო და სასიამოვნო რუჯთან დამეგობრების პროცესს. ყველა პროდუქტის აღმოჩენას კი, ტრადიციულად, PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებსა და ონლაინ PSP.GE-ზე შეძლებთ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი