5 რჩევა, რომელიც ზამთარში კანის მოვლას გაგიმარტივებთ

28.11.2022

შეამჩნევდით, რომ ზამთრის მოსვლასთან ერთად ჩვენი კანი თითქოს ფერს კარგავს, ნაცრისფერდება, თხელდება, ადვილად აშრევებადი, დახეთქვისკენ მიდრეკილი ხდება, რაც განსაკუთრებით თვალნათლად ტუჩებსა და ხელებზე ჩანს. ლოგიკურია, რომ სეზონურ ცვლილებებთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ადაპტაციის ერთგვარ ციკლში ერთვება, ეგუება გამკაცრებულ კლიმატს, დაბალ ტემპერატურას და გარემო პირობებისგან გამოწვეულ გაუწყლოვებასაც კი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გიზიარებთ იმ 5 რჩევას, რომელიც მომავალ სეზონზე კანის მოვლას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ:

1. გამოიყენეთ „მსუყე“ ფორმულის მქონე დამატენიანებელი საცხები

თუ ზაფხულში გელ-კრემი ან სულაც ექსტრა-მსუბუქი ფლუიდი იდეალურად ასრულებს თავის ფუნქციას, ზამთრის პერიოდში მსუყე ფორმულის მქონე საცხები გვჭირდება. წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტიდან, აქტიურ დამატენიანებელ კომპონენტებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მაგალითად, შემადგენლობაში ვეძებოთ კერამიდები, ჰიალურონი, კოენზიმ Q10 და პრეფერენციის მიხედვით – ბუნებრივი კარაქები.

 SVR. TOPIALYSE / Moisturizing Face & Body Cream All Ages

ფრანგული ბრენდი SVR-ის Topyalyse ხაზი, ამ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კონკრეტულად ეს დამატენიანებელი საცხი, განკუთვნილია მთელი სხეულის მოვლისთვის, თანაც მთელი ოჯახისთვის! პროდუქტი რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, გარდა ჩვილისა; ასევე ის უსაფრთხოა ორსულებისთვის. დამამშვიდებელი ფორმულა ომეგა 3, 6 და ნიაცინამიდს შეიცავს, რაც მომენტალურად ხსნის სიმშრალისგან გამოწვეულ დაჭიმულობის შეგრძნებას და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს.

2.  გადაერთეთ მსუბუქ დასაბან საშუალებებზე

თბილ პერიოდებში მეტია სახის გაცხიმიანების ინტენსივობა; ასევე, მზის სხივების პირდაპირი კონცენტრაციის პერიოდში გაცილებით ხშირად ვიახლებთ SPF-ს, რომლის ჯეროვნად დასაშლელადაც დღის ბოლოს ორმაგი წმენდა, ან რაიმე უფრო „ძლიერი“ გვჭირდება. ზამთარში, ისედაც სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი რომ არ გავაღიზიანოთ, ის ნაზი, ალერგენებისა და საპნის შემცველობის გარეშე ფორმულირებული პროდუქტით უნდა გავისუფთაოთ.

BIODERMA. SENSIBIO  / Gel moussaint

მიცელარული ტექნოლოგიით შექმნილი გელი იმდენად ნაზია, რომ არ აღიზიანებს კანსა და თვალებს, არ არის კომოდოგენური და არ არღვევს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს. შესაბამისად, ზედმეტი გამოშრობის გარეშე მოგაშორებთ მაკიაჟს, მტვერს და სხვა დამაბინძურებლებს, რომელიც მთელი დღის მანძილზე ხვდებიან თქვენს სხეულზე. შემადგენლობაში ნახავთ D.A.F™ დაპატენტებულ ფორმულას, რაც სპეციალურად სენსიტიური კანის მოვლისთვისაა განკუთვნილი.

3. ატარეთ თან ხელის კრემი და ტუჩის ბალმი

ეს ორი საშუალება არასდროსაა იმდენად საჭირო, რამდენადაც – ზამთარში. დაბანის, სანიტაიზერით დამუშავებისა თუ უბრალოდ გარეთ ყოფნის პერიოდში, განიახლეთ ხელის კრემი და არც ტუჩის ბალმის გამოყენება დაგავიწყდეთ. ლორწოვან გარსთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო, მეტია დელიკატური კანიდან წყლის აორთქლების საშიშროება, რაც საბოლოოდ დახეთქილ, მკვდარი უჯრედებით დაფარულ ტუჩებზე ჩანს.

BIODERMA.ATODERM / Lip stick

BIODERMA-ს ყველა პროდუქტი შექმნილია ეკობიოლოგიის პრინციპების შესაბამისად, რაც NAOS-ის მიდგომის საფუძველია, რათა პატივი სცეს კანის ბუნებრივ მიკროფლორას და მაქსიმალურად შეუწყოს მის ჯანმრთელობას; შესაბამისად, ატოდერმის ტუჩ-საცხის ჟოლოს არომატიც კი, სრულიად უსაფრთხო ინგრედიენტებით არის მიღებული. სტიკის ფორმულა შეიცავს შიის კარაქსა და ვიტამინ E-ს, რაც ოპტიმალურ ტენიანობას უნარჩუნებს თქვენს ტუჩებს.

4. ნუ მიიღებთ შხაპს დიდი ხნის მანძილზე

ცხელი წყლის აბაზანები ან ინტენსიური შხაპი შესაძლოა გამომაცოცხლებელი, ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყოს, თუმცა თუ მისი ხანგრძლივობა 15-20 წუთს აღემატება, თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რაც ზამთრის პერიოდში მეტად ყურადსაღებია. არ დაგავიწყდეთ, გადავლების შემდგომ ერთი ჭიქა წყლის დალევა, ასევე, ჯერ კიდევ ნამიანი სხეულის ჯეროვანი დატენიანება.

CAUDALIE. VINOTHERAPIST / Hyaluronic Nourishing Body Lotion Jumbo

კოდალის მრავალფეროვან პროდუქტებს შორის, სხეულის მოვლისთვისაც ბევრი საშუალებაა განკუთვნილი, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლოსიონზე გიყვებით, რომლის შემადგენლობაშიც ბიოტექნოლოგიურ ჰიალურონის მჟავას, ორგანულ შის კარაქს და ანტიოქსიდანტურ პოლიფენოლს შეხვდებით. ის მყისიერად ატენიანებს კანს და მატებს მას ელასტიურობას. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შექმნისას ვინოთერაპიული სპა-მკურნალობის მეთოდები იყო გათვალისწინებული, ამიტომ ქალების 87%-პროცენტი 28 დღიანი გამოყენების შემდგომ აღნიშნავს, რომ კანი არა მხოლოდ ერთგვაროვანი, არამედ სტრუქტურულად რბილია.

5. SPF ზამთარშიც აუცილებელია

დიახ, როგორ აქსიომადაც არ უნდა ჟღერდეს, კვლავაც გვსურს გავიმეოროთ, რომ მზისგან დაცვა წელიწადის 365 დღის მანძილზე, შინ თუ გარეთ – აუცილებელია.

ESTHEDERM. ADAPTASUN / Sensitive, face creamstrong sun

იდეალური მზისგან დამცავი საშუალება არსებობს და ის ინსტიტუტ ესტედერმის რიგებში მოიძებნება. პროდუქტი სტრუქტურულად საკმაოდ თხელია, ამიტომ ყოველდღიური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. დაპატენტებული ფორმულა Global Cellular Protection ააქტიურებს კანის ბუნებრივ პიგმენტაციას, ამავდროულად იცავს მას უჯრედულ დონეზე დაზიანებისა და ფოტოდაბერებისგან.

მალე ახალი წლის სამზადისში ჩავერთვებით და საჩუქრებზე ფიქრით გადაღლილები, კანის მოვლის რუტინის ტრანსფორმაციაზე აღარ ვიფიქრებთ; ამიტომ,  დავიწყოთ ცვლილებები იმ პატარა ხრიკებით, რომელთა შესრულებაც სილამაზეზე ზრუნვას გაგვიმარტივებს.

#პსპ #იზრუნესილამაზეზე

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top