15.06.2024
ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს მაკიაჟის გაკეთების სურვილი, რადგან ზედმეტი პროდუქტი დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა არსებობს „მაგრამ”. რა უნდა ვქნათ, თუ ნამზეურს ვერიდებით და მისი ეფექტის მიღება კი მაინც გვსურს? როგორ დავიმეგობროთ მინიმალური კოსმეტიკური საშუალებები მაქსიმალური შედეგის მისაღებად? დღეს იმ 5 პროდუქტზე გიყვებით, რომელთაც #ამარტაგირჩევთ.
CATRICE. Air Blush Glow
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისტორიულად ფერმკრთალობა სიმდიდრის და არისტოკრატიის სიმბოლოდ ითვლებოდა, ქალები ცდილობდნენ ცარცით თუ სხვა საშუალებებით მიეღოთ მაქსიმალურად თეთრი, ფაქტობრივად მიტკალივით ელფერი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე ე.წ ბლაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მომხმარებლებისთვის.
მზის კოცნა შენს ლოყებზე, სიცოცხლისფერი ღაწვები და მეტი ადგილი კრეატიულობისთვის – „Catrice“-ის air blush glow-ს ადვილად შეიყვარებ. პროდუქტი კომპაქტური და ეკონომიურია, ადვილად ნაწილდება მაკიაჟის სხვა კომპონენტებზე და ინარჩუნებს ეფექტს რამდენიმე საათის განმავლობაში.
ANASTASIA BEVERLY HILLS. Face Palette /Costa Rica/
ცოტა რამ შეიძლება უხდებოდეს ზაფხულს ისე, როგორც „ანასტასია ბევერლი ჰილზ“-ის კონტურინგის პალიტრა. წარმოიდგინე, ყველა პროდუქტი რომელიც გჭირდება ერთ შეფუთვაში ერთიანდება. ეს იქნება ყველაზე სარფიანი ინვესტიცია (თუ რა თქმა უნდა, ფასიან ქაღალდებში არ ფიქრობ თანხის ჩადებას). ბრონზერი, ჰაილაითერი და ბლაში იდეალური მაკიაჟისთვის საკმარისი კომპონენტებია. შეგახსენებთ, რომ ბრონზერი – მუქი პიგმენტის გამო იმ ნაწილებზე უნდა დაიტანო, რომლის ვიზუალური დათხელება და გამოკვეთაც გსურს, ჰაილაითერი – ამოანათებს ზონას, რომელზეც სინათლე ეცემა, ბლაში – მეტი ფერის და კრეატიულობისთვის.
CATRICE. Concealer
შედარებით მუქი უპეების მიზეზი შესაძლოა უძილობა, გენეტიკა, ცხოვრების წესი თუ ჯანმრთელობის სხვადასხვა ფაქტორი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კანის მოვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი შემცირებისთვის. აი სრულად დასაფარად კი – კარგი ქონსილერია საჭირო! მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი კატრისის თრუ სქინია, პროდუქტი, რომელიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს, შესაბამისად – ატენიანებს ქუთუთოებს და არ ჯდება წვრილ ხაზებში, ასევე წყალგამძლეა და მთელი დღის მანძილზე ურყევად ჩერდება თვალების ქვეშ.
MISSHA BB EX
თუ ფოტოდაბერებას იმდენად ერიდები, რომ დღის მანძილზე რამდენჯერმე იახლებ დამცავს (ტაშს გიკრავთ) სავარაუდოდ მაკიაჟის საბაზო ეტაპზე კანის ფერის გათანაბრება და ერთგვაროვანი სტრუქტურა გესაჭიროება, რისთვისაც ყველაზე მსუბუქ, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ რჩეულს, „მისსშა“-ს ბიბი კრემს გირჩევთ. პროდუქტი შუალედურ როლს ასრულებს კანის მოვლის საშუალებასა და დეკორატიულ კოსმეტიკას შორის; შესაბამისად, კომფორტულია მათთვისაც, ვისაც სულაც არ უყვარს მძიმე მაკიაჟი. ბიბი საცხი მსუბუქი დაფარვით გამოირჩევა, ატენიანებს და არ აღიზიანებს სახის კანს
CATRICE. Scandalous Matte Lipsticks
და რა თქმა უნდა, არაფერი იქნება ჩვენი მაკიაჟი – ტუჩსაცხის გარეშე. ძველი წარმოდგენების მიხედვით, აქცენტი ან ტუჩებზე ან თვალებზე უნდა გაკეთდეს, თუმცა სინამდვილეში მოდაშია ის, რაც მოგვწონს და გვიხდება, თუნცაც ყველანაირ საზღვარს არღვევდეს. მიუხედავად ამისა, ვთვლით რომ თვალის ჩრდილები სიცხეში არც თუ ისე კომფორტული არჩევანია, ამიტომ აქცენტს ტუჩებსა და ყველაზე ნათელ ფერებზე გავაკეთებთ. „კატრის“-ის პალიტრაში აუცილებლად აღმოაჩენ შენთვის მოსაწონ საცხს, რომელსაც სასიამოვნო სურნელი და აბრშუმისებრი ფინიში აქვს, პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და ვეგანურია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ, დავტესტეთ და გაგიზიარეთ. გაგვიხარდება თუ გექნებათ ხალისი ისიამოვნოთ ყოველდღიური მცირე დეტალებით, თუნდაც მინიმალისტური, მაგრამ ფერადი მაკიაჟით, რომელიც აუცილებლად ამბობს თქვენს კრეატიულ სათქმელს.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი