5 პროდუქტი, რომელიც შვებულებაში უნდა გაიყოლო

28.07.2023

დღევანდელი სტატია ზაფხულის პიკს, ნანატრ შვებულებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას ეძღვნება. წარმოიდგინეთ ულამაზესი დაისი მთებში? ტალღების ქვებზე მიხეთქების ხმა გესმით? ან იქნებ სხვაგან, თქვენთვის სასიამოვნო გარემოში, მაგალითად – ქალაქგარეთ აპირებთ უქმეების გატარებას?  ნებისმიერ შემთხვევაში, მზის აბაზანების ჭარბი რაოდენობა, ხისტი წყალი და შედარებით უჩვეულო გარემო გარდაუვალია, რომელთან ადაპტაციის ხელშესაწყობადაც 5 Must Have პროდუქტზე გიყვებით.

1. მზისგან დამცავი

რა თქმა უნდა, მზისგან დაცვა ქალაქში თუ სოფელში, ზამთარსა თუ ზაფხულში იმდენად საჭიროა, რომ აუცილებლად წასაყოლებელი პროდუქტების სიას სხვანაირად ვერც დავიწყებდით. შეგახსენებთ, რომ საცხის შერჩევის შემთხვევაში არჩევანი სურვილისამებრ ქიმიურ და ფიზიკურ დამცავებს შორის შეგიძლიათ გააკეთოთ.  ქიმიურის ფორმულის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივები კანში შეიწოვება, ფიზიკური კი, ერთგვარ „დამცავ ფარს“ ქმნის სახეზე, რაც თეთრი კვალის სახით არის შესამჩნევი. მომხმარებლის პრეფერენციაზეა დამოკიდებული რომელ მათგანს გამოიყენებს და ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოდაბერებასთან ბრძოლაში ორივე თანაბრად ეფექტურია. #ამარტაგირჩევთ:

Pharmaceris. მზისგან დამცავი ემულსია SPF30

ექიმ ირენ ერისის მიერ შექმნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდი „ფარმასერისი“ სხვადასხვა ტიპის კანის მოვლის საშუალებებს აერთიანებს. ჩვენი ფავორიტი პროდუქტი ამ ეტაპზე ემულსიაა, თხელი ტექსტურა, რომელიც არ ტოვებს სიმძიმის ან წებოვნების შეგრძნებას კანზე, თუმცა ეფექტურია ულტრაიისფერი სხივების გასანეიტრალებლად.

რაც შეეხება სხეულს, ამ შემთხვევაში რჩეული პროდუქტები Esthederm-ის გამებში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.

Esthederm. Adaptasun მზისგან დამცავი რძე და  სხეულის რძე

მზისგან დამცავი Adaptasun Lait Protecteur Corps არა მხოლოდ იცავს კანს, არამედ ასტიმულირებს გარუჯვის პროცესს. რადგან შვებულების მოკლე პერიოდში გვსურს მაქსიმალურად მბზინავი, ლამაზი ნამზეურის მიღება, „ადაპტსანი“ იდეალური გამოსავალია. პიგმენტაციის ბუნებრივი პროცესის გააქტიურებით რუჯი უფრო მბზინავი, ინტენსიური და გრძელვადიანი ხდება. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, UV სხივები საკმაოდ „გრძელია“ და გააჩნია უჯრედული დაზიანების შესაძლებლობა; სწორედ ამიტომ, „ესტედერმმა“ დაპატენტებული უჯრედული დაცვის ტექნოლოგია წარადგინა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმულა კანის დნმ-ის დონეზე დაცვისთვის.

2. თერმული წყალი

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თერმული წყალი დამამშვიდებელი მოქმედების მქონე, თუმცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სითხეა. პირველად ის ფსორიაზიანი ცხენებისთვის მოგვრილი კომფორტის გამო შეამჩნიეს, თუმცა ახლა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დაავადების მკურნალობის პროცესში (რა თქმა უნდა, დამხმარე საშუალებად). რატომ უნდა გაიყოლოთ ის შვებულებაში? გარდა იმისა, რომ პროდუქტი ყველაზე ცხელ ამინდშიც კი საუკეთესოდ გაგაგრილებთ,  ის დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში გარუჯვისას ან დამატებით დაეხმარება თქვენს კანს შეინარჩუნოს ჰიდრატაციის ოპტიმალური დონე.

La Roche Posay. თერმული წყალი

გამომდინარე იქიდან, რომ თერმული წყალი, როგორც პროდუქტი ფრანგული წარმოშობისაა, ჩვენი რჩეულიც ამ ქვეყნის პარაფარმაციის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდიდან შევარჩიეთ. მინერალების კომპლექსით გამდიდრებული მისტი აღადგენს კანის ელასტიურობას და ნორმალურ მიკროფლორას, ანტიოქსიდანტებისა და პრებიოტიკების შემცველობის წყალობით ამშვიდებს მას და სძენს ერთგვაროვნების შეგრძნებას.

3.მზის შემდგომი საცხი

მიუხედავად ჩვენი ენთუზიაზმის, SPF-ის უკომპრომისო გამოყენების და განახლების, ულტრაიისფერი სხივები მაინც ხვდება კანზე. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის და ზომიერი მზის აბაზანები D ვიტამინის დონესთან ერთად განწყობასაც ამაღლებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთი შეხედვით კანისთვის „სტრესული“ პროცესის შემდგომ შესაბამისი საცხი გამოვიყენოთ. პროდუქტი, რომელიც საფუძვლიანად დაატენიანებს კანს და გაათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან. ე.წ After Sun – პროდუქტები უმეტესად ისეთ დამამშვიდებელ პროდუქტებს შეიცავენ, როგორიცაა ვიტამინი E, პანტენოლი ან ვაზელინი, რაც გამოშრობის დისკომფორტის მქონე კანისთვის დიდი შვებაა.

SVR . Sun Secure რუჯის შემდგომი რძე

Sun Secure After-Sun არის იდეალური არჩევანი მზიანი დღის შემდგომ სახისა და სხეულის დატენიანებისთვის, რადგან კრემისებრი საცხი ხელს უწყობს „გადახურებული“ კანის გაგრილებას. ალოე ვერას შემცველი ფორმულა ამშვიდებს მას, ანტიოქსიდანტური კომპლექსი კი, აჩერებს ფოტოდაბერების პროცესს. ადვილად შეწოვადი რძე აბრეშუმისებრი ფინიშისაა და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. მნიშვნელოვანია, რომ შეიცავს ვიტამინ E-ს, ანუ დამატებით ტანის ლოსიონის გამოყენება არ არის საჭირო.

4.ტუჩის ბალმი

ტუჩის კანი იმდენად თხელია, რომ მიდრეკილია გამოშრობის, დახეთქვისა და დაზიანებისკენ, რასაც როგორც მაღალი ტემპერატურა, ასევე ტენიანობა განაპირობებს, ამიტომ არც დამატენიანებელი ბალმი უნდა დაგვავიწყდეს.

Sebamed Lip balm spf 30

გარდა იმისა, რომ „სებამედის“ ჰიგიენური ტუჩსაცხი ეფექტურად ატენიანებს კანს, SPF 30-ით იცავს მას მზის ზემოქმედებისგან. ამავდროულად, შეიცავს გვირილის ექსტრაქტსა და ვიტამინ E-ს და გეხმარებათ ყველაზე ნაზი კანის მოშუშების პროცესში.

5. თმის მოვლის ხაზი

თმის მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომ Kaypro Sun სერიის არჩევისას მასაც დავიცავთ გამოშრობის, გახუნების და დაუმორჩილებლობისგან. შეარჩიეთ ნიღაბი, ზეთი თუ შამპუნი და აუცილებლად გაიყოლეთ იქ, სადაც მზის აბაზანები და მარილიანი წყალი გელით.

დამატებით, სასურველია ჩანთაში დამწვრობის საწინააღმდეგო საცხი და ვაზელინი გაიყოლოთ, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლებელია, სწრაფი გადაწყვეტა კი – ხელმისაწვდომი.

არაჩვეულებრივ დასვენებას გისურვებთ!

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top