3 TikTok Viral პროდუქტი Caudalie-სგან

15.11.2024

საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანას, ფრანგულ ბრენდ Caudalie-თან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან მისი სიყვარულის ისტორია 10 წელს ითვლის და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო  მეტი მომხმარებლის გულს იპყრობს. მას შემდეგ, რაც იუბილეს აღსანიშნავი გრანდიოზული ღონისძიების მასალები ვნახეთ, დავინტერესდით, რომელი პროდუქტები სარგებლობს განსაკუთრებული სიყვარულით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? პასუხის მისაღებად კი, რას, თუ არა წამყვან პლატფორმა “ტიკტოკს” მივმართეთ

სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ 1995  წელს, ბორდოში დაარსებული ბრენდი “Sephora clean” კატეგორიას მიეკუთვნება, ფაქტობრივად სრულად გამწვანებულია აპლიკაცია “Yuka”-ს მიერ, ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ხეს რგავს მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე კოსმ-ეთიკური მიდგომის მწარმოებელია. შეფუთვების უმრავლესობა – ბიოდეგრადირებადია, ფორმულები კი, ვეგანური. მოკლედ, კოდალის სიყვარული მარტივია, თუმცა დღეს 3 ყველაზე Viral პროდუქტზე გიყვებით, რომელსაც ტიკტოკთან ერთად –  #ამარტაგირჩევთ

Caudalie Beauty Elixir  სილამაზის ელექსირი

რატომ გახდა ვირუსული: ეს საკულტო პროდუქტი ვეჭვობთ ტიკტოკის დაარსებამდეც კი მოთხოვნადი იყო, თუმცა მალევე გახდა TikTok-ის ფავორიტი. ელექსირი მრავალფუნქციურია, გამოიყენება როგორც ტონერი – ფორების ვიზუალურად შესავიწროვებლად, როგორც მაკიაჟის ფიქსატორი, ან როგორც თერმული წყალი – ბზინვარებისა და მეტი დატენიანებისთვის

რას აკეთებს: ყურძნის ექსტრაქტებით, ვარდის ეთერზეთებითა და როზმარინით გაჯერებული სილამაზის ელექსირი ატონიზირებს და აცოცხლებს დაღლილ კანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროდუუქტს მენთოლის სურნელი აქვს, რაც განსაკუთებით მოსწონთ მომხმარებლებს.

როგორ იყენებს მას TikTok-ის აუდიტორია:

  • როგორც ტონერს, დღის და ღამის რუტინაში
  • კანის მოსამზადებლად მაკიაჟისთვის
  • ფიქსაციისთვის, მაკიაჟის შემდეგ
  • დღის მანძილზე კანის დატენიანებისთვის, განსაკუთრებით სუსხიან სეზონებზე ან ცხელი ზაფხულის გამომშრალი ჰაერის გავლენის შესამცირებლად

მას ნახავთ ცნობილი Fashion week-ების ვიზაჟისტებთან, ასევე ისეთი ცნობილი ადამიანების პარფიუმერიის ჩანთაში, როგორებიც არიან: როსი ჰანტიგტონი, კენდალ ჯემერი, ვიქტორია ბექემი და სხვა.

Vinoperfect Radiance შრატი

რატომ გახდა ვირუსული:  იცოდი, რომ სერუმი ცნობილია, როგორც „ბზინვარების მიმღები“?! ჰო, ეს აღირება მისი მოქმედების გამო ხვდა წილად.

რას აკეთებს:  ფორმულა გაჯერებულია Caudalie-ს დაპატენტებული Viniferine-ით, რაც ძლიერი ანტიოქსიდანტია და ვაზის ლერწმის ბუნებრივი ექსტრაქტიდან მიიღება. ვინიფერინი C ვიტამინზე 10-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედებისაა, შესაბამისად – ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს კანის ფერს, მეტ ბზინვარებას ანიჭებს მას და მნიშვნელოვნად ზრდის ელასტიურობასაც.

როგორ იყენებს მას ტიკტოკ-ის აუდიტორია:

  • როგორც შრატს მათი კანის მოვლის ღამის რუტინაში
  • რადგან მზისგან დამცავ ფორმულასაც შეიცავს, იდეალურია დილის რუტინაში SPF-თან ერთად
  • კომბინაციაში სხვა შრატებთან

Vinergetic  ნიღაბი

რატომ გახდა ვირუსული:  ნიღბის ეფექტი მომენტალურად, ფაქტობრივად გამოყენებიდან რამდენიმე წუთშია შესამჩნევი. პროდუქტი თიხის ბაზაზეა დამზადებული, ამიტომ იდეალურად აცლის კანს დამაბინძურებელ ნაწილაკებს და მოქმედებს მისი სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

რას აკეთებს:  ვარდისფერი თიხით, ყურძნის წიპწით და კოფეინით დამზადებული მომენტალური დეტოქსის ნიღაბი ღრმად ასუფთავებს კანს, აშორებს ზედმეტ ცხიმს და ტოქსინებს, შესაბამისად, ვიზუალურად აუმჯობესებს ტექსტურას. ფორები ნაკლებად შესამჩნევია, კანი მზად არის დატენიანებისთვის.

როგორ იყენებს მას ტიკტოკის აუდიტორია:

  • T-ზონისა და შავი წერტილების მოსაშორებლად
  • განსაკუთრებული მოვლენების წინ კანის მოსამზადებლად
  • კვირაში ერთხელ, სახის სიღრმისეული წმენდისთვის

რა თქმა უნდა, საინტერესოა რა არის ტრენდში, თუმცა ჩვენი გულწრფელი რჩევაა, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელს ეწვიოთ და ადგილზე გაეცნოთ ფრანგული შატოებით შთაგონებულ ბრენდს, რომლისთვისაც ინოვაციურობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, პლანეტაზე ზრუნვა და ეთიკური პოზიციონირებაა. კოდალი საქართველოში 10 წლის გახდა!

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top