29.02.2024
რაც არ უნდა თავდაჯერებულად ჟღერდეს, ჩვენ ვიცით რა სურთ ქალებს. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს რაიმე მატერიალურთანაა კავშირში; პირიქით, ქალებს ყველაზე მეტად სურთ ზრუნავდნენ მათზე, იღებდნენ იმ სითბოსა და ყურადღებას, რომლის გამოხატვისთვისაც მიზეზი სულაც არ არის საჭირო. დაფიქრდით, საყვარელი ადამიანის განებივრება ორმხრივად სასიამოვნო პროცესია. ყველანაირ დადებით ემოციას კი კიდევ უფრო აღვიძებს გაზაფხულის დღესასწაულები და სურვილი, იცოდეს, ახსოვდეს, რომ შენთვის ის განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ #ამარტაგირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს ადრესატს აუცილებლად გაახარებს.
„კოდალი“ ზედმეტად საინტერესო ბრენდია – ეთიკური, გარემოსთან მეგობრული და მუდმივ სწორ მხარეს მდგომი, „სეფორა“-ს ერთ-ერთი რჩეული „სუფთა შემადგენლობის“ კატეგორიიდან და ბესტსელერი ევროპის წამყვან ქვეყნებში. ყველაფერი რომანტიკულად, საფრანგეთის ულამაზეს მხარეში, ბორდოში დაიწყო, სადაც ბუნებასა და მეცნიერებაზე შეყვარებული ახალგაზრდა წყვილი პროფესორ ვერკაუტერნს შეხვდა. ბორდოს უნივერსიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს ყურძნის წიპწის უნიკალური თვისებები გააცნო, რითიც მალევე მოიპოვა სტუდენტების დაინტერესება.
პირველი დასტური, დახლზე გამოჩენა და „კოდალი“ – ნამდვილი ფრანგული ბრენდი დაიბადა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს ჭეშმარიტად ღვინოსთან ასოცირებული სახელია და დაგემოვნების შემდგომ აღმოჩენილი არომატების საზომ ერთეულს აღნიშნავს.
1997-ს ბრენდმა სილამაზის ელექსირი ჩაუშვა გაყიდვაში და დარწმუნებული ვარ საკუთარ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
ეს პატარა ისტორია იმისთვის მოგიყევით, რომ შთაგაგონოთ ამ საოცარი ბრენდის სასაჩუქრე ნაკრების ან ცალკეული პროდუქტის შესარჩევად. ჩემი აბსოლუტური ფავორიტი SOLEIL ზეთის შემცველობის ნაკრებია, სადაც მის გარდა შხაპ-გელსა და თვალის საცხს აღმოაჩენთ. სხეულის მკვებავი ზეთი არგანის, შის, ყურძნის თესლისა და ნუშის ზეთითაა გამდიდრებული, რის ხარჯზეც არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ ბზინვარებასაც სძენს კანს. შხაპ-გელი კიდევ უფრო უპრეტენზიო პროდუქტია, რადგან ფორთოხლის ყვავილის, ჟასმინისა და ქოქოსის მზიანი ნოტებითაა გაჯერებული. თვალის საცხზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ დაბერების საწინააღმდეგო 8 ნიშანზე მოქმედებს, მათ შორის მუქ წრეებზე, შეშუპებაზე, ტონუსის დაქვეითებაზე, გაუწყლოებასა და სხვა მახასიათებლებზე.
თუ ისტორიულ ბრენდებზე ვსაუბრობთ გვერდს ვერ ავუვლით „პაიო“-ს – კომპანიას, რომლის დაფუძნების ისტორიაც თავისუფლად შეიძლება გახდეს ნებისმიერი მცირე მეწარმის ინსპირაციის წყარო. Nadia Payot ის ქალია, რომელმაც 1920 წელს საკუთარი ხედვით დროს გაასწრო და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამედიცინო, ექსპერტული და ჰოლისტიკური ცოდნის შეჯერებით სილამაზეზე ზრუნვა გადაწყვიტა. მის მიერ შექმნილი ბრენდი დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ნადია პაიოს 42 მოძრაობიანი მასაჟის ტექნიკა ცალკე გამოცანად რჩება თანამედროვე სამყაროსთვის და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ესთეტიკის ცენტრებში.
2024 წელი, 70 ქვეყანა და 7500 ლოკაცია – ეს Payot-ა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი.
რა თქმა უნდა, კარგია როცა საჩუქარს რომელსაც გჩუქნიან ასეთი ისტორია უმაგრებს ზურგს. სწორედ ამიტომ, შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის ერთ-ერთი როუზლიფტის ნაკრებია, რომლის შემადგენლობაშიც დღისა და ღამის კოლაგენის საცხებია გაერთიანებული. პროდუქტი მიმართულია სახისა და თვალის კონტურისთვის, რისი ფორმის გასაუმჯობესებლადაც სპეციალური მასაჟორი, ანუ კვარცის გუა-შა მოყვება. ჩაიტარეთ სპა-პროცედურა სახლში, მოძებნეთ ინტერნეტში სპეციალური გაიდები, რომლითაც სახის მასაჟის სწორ ტექნიკას ისწავლით. მოიმარჯვეთ როუზლიფტის ლიფტ ან რედენსიფაი საცხი და შეუდექით პროცედურას.
„ალგოლოჟი“ ფრანგული ბრენდია, უფრო ზუსტად კი 100%-ით ბრეტონული. პენ ლანის პენისულაზე დაბადებული კომპანია არქიპელაგის უნიკალური მიკროკლიმატით და მსოფლიოში წამყვანი წყალმცენარეების ველებით ამაყობს. ბუნებრივ, მკაცრ გარემოში მუდმივი ქარი და ევროპაში ყველაზე ძლიერი მოქცევა ფიქსირდება. სწორედ ეს, ერთი შეხედვით ხელშეუხებელი გარემო გახდა „ალგოლოჟი“-ს მკვლევარების შთაგონების წყარო. ისინი არჩევენ საუკეთესო მცენარეებს სიღრმეებსა და სანაპიროებზე და უნიკალურ ფორმულებად თარგმნიან.
„ალგოლოჟი“-ს დამატენიანებელი და აღმდგენი კრემი JARDIN MARIN –
ღრმა დამატენიანებელი, აღმდგენი, მკვებავი და დამცავი თვისებების მქონე საცხია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ალგო 4®- ის კოქტეილი და აგრეთვე ანტიოქსიდანტური, გამამკვრივებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებებით ცნობილი ინგრედიენტები.
„ალგოლოჟი“-ს სახის გომაჟი-სკრაბი JARDIN MARIN ღრმად გამწმენდი, ამქერცლავი საცხია. საცხი გამოყენებისას გადაიქცევა ამქერცლავ საშუალებად, ხდის კანს უფრო რბილს, ნათელსა და ერთგვაროვანს. ბუნებრივი ცელულოზა და კაოლინი აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და იწოვს ჭუჭყს.
ნაკრები იდეალურ კომბინაციას ქმნის კანის გაჯანსაღებისა და დატენიანებისთვის.
და ბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის აჩუქო ის – რაც გაახარებს მას? სწორი საჩუქრის შერჩევა PSP-ს უახლოეს ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია. ჰარმონიას გისურვებთ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი