3 რჩევა იდეალური რუჯისთვის

31.05.2024

ოქროსფერი რუჯი, კანზე სითბოს შეგრძნება და სულ ცოტათი გახუნებული თმა – ზაფხული ახლოვდება!  ყოველწლიურად ერთი და იგივე კითხვები გვიტრიალებს თავში, რა არის კანის იდეალური ფერის საიდუმლო? როგორ მივიღოთ მზის აბაზანები ისე, რომ არც ავჭრელდეთ და არც სხვა ტიპის დისკომფორტი შევუქმნათ საკუთარ თავს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხისთვის #ამარტაგირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ ჩვენი სტატია.

#1 სკრაბი – მოიშორეთ მკვდარი უჯრედები

კანი ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც გვიფარავს მთელ სხეულს, სუნთქავს, გამოყოფს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვცდილობთ მის დატენიანებას, გარკვეულ უბნებზე მკვდარი უჯრედების სიმრავლე შეინიშნება, მაგალითად: ფერს იცვლის ეს ადგილი, უხეშდება და იქერცლება. ალბათ ყველას მუხლის ზონა გაგახსენდათ, რადგან აქ განსაკუთრებით ხშირია მსგავსი შემთხვევები.

მოკლედ, რუჯი რომ ერთგვაროვანი იყოს, კანის სტრუქტურა უნდა გავიუმჯობესოთ, რისთვისაც მექანიკური სკრაბებია რეკომენდებული.

Algologie. Body სკრაბი ზღვის მარილი 

სად თუ არა – „ალგოლოჟი“-ში ზუსტად იციან, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სანაპიროზე. პროდუქტების უმრავლესობა ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტითაა დამზადებული, ამიტომ, ადვილად იშლებდა და არ აბინძურებს გარემოს. ზოგადად, არ უნდა დაგაბნიოთ თუ მკვდარი უჯრედების მოსაშორებელ საშუალებას ეძებთ და გომაჟს, სკრაბს ან ექსფოლიანტს გთავაზობენ. ეს ყველა სახელწოდება ერთი და იგივე პროდუქტს აღნიშნავს.

„ალგოლოჟი“-ს სკრაბი ზღვის მარილის ბაზაზეა დამზადებული, შესაბამისად, არა მხოლოდ ნაზი მოქმედება აქვს, არამედ ატენიანებს კიდეც სხეულს. კრემისებრი სტრუქტურა და წვრილი გრანულება არ დააზიანებს ყველაზე ნაზ კანსაც კი. ასევე, არ არის ალერგიული.

#2 არ დაგავიწყდეს მზისგან დაცვა

არაპოპულარული აზრია, რომ მზისგან დაცვა აფერხებს რუჯის მიღებას. თუ ულტრაიისფერი სხივების სიგრძესა და ინტენსივობას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ SPF-ის დახმარებით მხოლოდ დამწვრობას ავირიდებთ თავიდან, თუმცა კანის ფერის ცვლილება გარდაუვალია. შესაბამისად, წაისვით საცხი სანაპიროზე ან აუზზე გასვლამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე, განიახლეთ ის წყლიდან ამოსვლის შემდეგ ან ყოველ 1 საათში.

                                    Caudalie. მზისგან დამცავი SPF50+

რატომ ორფაზიანი დამცავი? იმიტომ რომ:

  • გამოიყენება ყველაზე მგრძნობიარე სახეზე და სხეულზე, ამიტომ არ გჭირდებათ ორი პროდუქტის შეძენა;
  • არ აშრობს კანს, რადგან შეიცავს E ვიტამინს;
  • არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას;
  • სასიამოვნო და ადვილია განახლება მთელი დღის მანძილზე.

ერთადერთი ზონა, რომელზე შეპკურებისგანაც თავი უნდა შეიკავოთ – თვალია. დანარჩენ შემთხვევებში კი მულტიფუნქციური, სასიამოვნო სურნელოვანი დამცავი იდეალური  გადაწყვეტილებაა.

#3 აუცილებელია მზის შემდგომი მოვლა

და კიდევ უფრო არაპოპულარული აზრით, ე.წ. After sun რიტუალები ნამზეურის მალე გადასვლას უწყობს ხელს, რაც ცალსახად მითია და უნდა დავამსხვრიოთ.

ყველაზე უსაფრთხო მზის აბაზანების შემთხვევაშიც კი, ჩვენი კანი ერთგვარ სტრესს განიცდის, რეალურად სწორედ ამიტომ „მუქდება“ და იცავს თავს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს მას ჩვენგან ექსტრა დახმარება სჭირდება. მაგალითად, თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლება და მაქსიმალური დატენიანება, რისთვისაც სპეციალური საშუალებებია შექმნილი.

SVR. Sun Secure რუჯის შემდგომი რძე

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის საზაფხულო რუტინაში უნდა იყოს SVR-ის SUN სერიის პროდუქტი, მაგალითად, რუჯის შემდგომი რძე, რომელიც ულტრა მსუბუქი სტრუქტურისაა:

  • აგრილებს
  • ატენიანებს
  • და ამშვიდებს კანს

შემადგენლობა „პატივს სცემს“ წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებას, ამიტომ მაქსიმალურად უსაფრთხოა; შესაბამისად, რეკომენდებულია ჩვილებსა და ბავშვებშიც.

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, დამწვრობის დაამებაც შეუძლია, ამიტომ აუცილებლად გაიყოლეთ ზაფხულის არდადეგებზე.

ნანატრი ზაფხულის დადგომასთან ერთად არსებულ აქტუალურ შეკითხვებს ეტაპობრივად ვუპასუხებთ, იქამდე კი, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top