12.02.2025
დაკვირვებიხართ, რომ ხანდახან ყველაზე მცირე ელემენტებიც კი დიდ განსხვავებას ქმნის? მაგალითად, გემრიელი ყავა, რომლითაც დილას იწყებ, თითქოს კარგი დღის წინაპირობად იქცევა; კომპლიმენტი, რომელსაც თანამშრომელი მოსალმებისას გიცვლის და თავდაჯერებულობას გიმატებს; ან მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც საყვარელი რესტორნის მენიუში გააკეთე და მოლოდინი გაამართლა?! ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებები შენს განწყობას ამაღლებს და დადებითი ენერგიით გავსებს. გვჯერა, რომ თავის მოვლაშიც ასეა.. როდესაც ზამთრის გრძელ ღამეებს გადავატარებთ, სიახლეების სურვილი გვეძალება და ფიქრს ვიწყებთ, როგორ შეიძლება გავიხალისო გარეგნობა?! ჰოდა #ამარტა გირჩევთ მცირე და უმტკივნეულო გადაწყვეტილებებით დაიწყოთ; მაგალითად, ახალი ბრენდი ან პროდუქტი სცადოთ, რომელიც კანის მოვლაში ბზინვარების ელემენტს დააბრუნებს.
Kool Beauty – ქულ ბიუთი მბზინვარე კრემი ჰიალურონით 50 მლ 017
Kool Beauty / ქულბიუთი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ერთდროულად ინოვაციურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. კომპანია არჩევანს ხარისხიან ინგრედიენტებზე და მარტივ შემადგენლობაზე აკეთებს, რომლითაც ჩვენი აზრით, Gen Z განსაკუთრებით მოიხიბლება. შეფუთვები საინტერესო, მარტივი და ფერადია, შედეგი კი – ხანგრძლივი და თვალშისაცემი. სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით დავინტერესდით Glow ხაზით, რომელიც შეფასებების მიხედვით: ათანაბრებს კანის ფერს, ბზინვარებას მატებს მას, ზრდის დატენიანების ხარისხს. ჰიალურონის საცხი – SUPER GLOW ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილებში განსაკუთრებით უხვად არის წარმოდგენილი, მისი რაოდენობა კი, პირდაპირ კავშირშია კანის „ახალგაზრდულ“ იერთან, სწორედ ამიტომ, ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება დამატენიანებელ და ანტიასაკობრივ ხაზებში. ჰიალურონს წყლის შეკავებისა და შეკავშირების უნარი აქვს, თუმცა დროთა განმავლობაში განილევა და კანის სტრუქტურაზე აისახება. რა თქმა უნდა, ის სიმკვრივის შენარჩუნების, ერთგვაროვნებისა და ბზინვარებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, სუპერგლოუ-ს საცხი მას ორი სახით DSH C N6 / AH HP სახით შეიცავს. ის გაძლიერებულად უწყობს ხელს გამომშრალი, დაღლილი კანის გამოცოცხლებას, იცავს კანს გარე აგრესორებისგან, ღრმად ატენიანებს მას, ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას. პროდუქტი მარტივად შეიწოვება, წარმოადგენს იდეალურ ბაზას მაკიაჟისთვის და რა თქმა უნდა, შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ. როგორც ანოტაციაშიც ვკითხულობთ, ის ამცირებს ეპიდერმისის მიერ წყლის დაკარგვის მაჩვენებელს, რაც უზრუნველყოფს კოლაგენური ბოჭკოების შენარჩუნებას. შესაბამისად, ის გვიან დაბერების და ნაოჭების შემცირების წინაპირობას წარმოადგენს.
Kool Beauty – ქულ ბიუთი ბუსტერი-შრატი 8 ვიტამინით 30 მლ 0163
ორგანიზმისთვის ყველა ვიტამინი მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთი – განსაკუთრებით. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ C ვიტამინი – ანტიოქსიდანტია, ის კოლაგენის წარმოებას ზრდის, ათანაბრებს კანის ფერს; A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, კანის ჯანმრთელობისთვის, უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისთვის; B1 ვიტამინი საკვების ენერგიად გარდაქმნაში მონაწილეობს, ასევე ის ნერვული და მეტაბოლური ფუნქციებისთვის აუცილებელია; B2 ენერგიის წარმოქმნის, უჯრედული ფუნქციის, ჯანმრთელი კანისა და თვალებისთვისაა საჭირო; B3 იგივე ნიაცინი ან PP, ქოლესტერინის დონეს აუმჯობესებს, ის ასევე სისხლის მიმოქცევაზე, კანის, ნერვული და მომნელებელი სისტემისთვისაა მნიშვნელოვანი ელემენტი; B5-ს რაც შეეხება, კოენზიმა-ს სინთეზის, თმისა და კანის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო; B6 ცილის სინთეზის და განწყობის რეგულაციისთვის.
Kool Beauty – ქულ ბიუთი დაღლილი თვალის გელი 15 მლ 0507
უძილობა და დაღლა რომ პირველ რიგში თვალის უპეებზე გვეტყობა, არ არის სიახლე. ამას თავისი სამედიცინო ახსნაც აქვს. თვალის ზონასთან კანი განსაკუთრებით თხელია, ადვილად ჩანს მის ქვეშ არსებული სისხლძარღვები, რაც უფრო ნელია სისხლის მიმოქცევა, მით უფრო შავდება ეს ზონა.
გლოუ ხაზში საცხი ჰიალურონის მჟავით და ვარდის წყლით ატენიანებს, ამშვიდებს და აცოცხლებს თვალის უპეებს. ის ეფექტურად ებრძვის წვრილ ხაზებს, რომელიც გამოშრობისას წარმოიქმნება და ხსნის დაღლილობის გარეგან ნიშნებს.
So, little glow never hurt nobody – შესაბამისად, Kool Beauty-ს ეს ხაზი ნამდვილად შეგიყვარდებათ. მისი შეძენა როგორც PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებში, ასევე ონლაინ Psp.ge-ზე შეგიძლიათ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი