30.07.2024
დაგვეთანხმებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლაქტაცია მშვენიერი გზაა თქვენს შვილთან დასაკავშირებლად, მას ასევე შეიძლება თან ახლდეს თავისი გამოწვევები. გარდა იმისა, რომ ორსულობისა და მშობიარობის სახით, თითქოს ფაზლის ყველაზე რთული ნაწილები ააწყვე, სურათი არ მარტივდება. ერთი შეხედვით გამოფიტული სხეული ახლა არა მხოლოდ შენ, არამედ შენ პატარასაც სჭირდება და გრძნობ ახალ პასუხისმგებლობას, რომლის შესამსუბუქებლადაც ათასგვარ გზას ეძებ. გაიცანით Lansinoh – სანდო სახელი დედათა და ჩვილთა მოვლის სფეროში. ბრენდი, რომელიც პროდუქტის ფართო ასორტიმენტით ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული იყოს თქვენთვის ლაქტაციის პერიოდი. როგორც აცხადებენ „ბრენდის დაარსების იდეა გაჩნდა ერთი დედის ჩივილისგან, რომ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, ის სულ მარტო გრძნობდა თავს. თითქოს არავინ და არაფერი ზრუნავდა მასზე, რომელიც ასე სჭირდებოდა ამ საპასუხისმგებლო პერიოდში“. #ამარტაგირჩევთ სამ პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ ლაქტაციისას:
რძის მექანიკური გამოსაწველი
აღნიშნული პროდუქტი იმ დედებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც რძის გამოწველის მოსახერხებელი და ეფექტური საშუალება სჭირდებათ. პორტატული, მექანიკური საშუალება ადვილია როგორც სამსახურში სატარებლად, ასევე სამოგზაუროდაც, რადგან მინიმალურ ადგილს დაიკავებს თქვენს ჩანთაში.
ერგონომიული სახელური მაქსიმალურად კომფორტულია და თითქმის არ ღლის ხელს, ხოლო ორფაზიანი მუშაობის ტექნოლოგიით იმეორებს ბავშვის მიერ ძუძუს წოვის პროცესს, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაღიზიანებასა თუ ტკივილს, რომელიც პროცესს შეიძლება ახლდეს თან.
რატომ შეგიყვარდებათ?
- მარტივია გამოყენება
- ერგონომიული სახელური მაქსიმალურად კომფორტულია
- კომპაქტური და პორტატული დიზაინი მის ტარებას ამარტივებს
- მოყვება რამდენიმე თავი, სხვადასხვა რეჟიმისთვის
- ადვილია ჰიგიენური ნორმების დაცვა
- რძის შენახვა სპეციალურ პაკეტებში ხდება ჰერმეტულად და შესაძლებელია მისი მაცივარში შენახვა
- ელექტრო საწველები – ორთავიანი და ერთთავიანი და მანუალური/ მექანიკური გამოსაწველი
- ეს ბაზარზე ერთადერთი სამედიცინო დივაისია, რომელსაც გავლილი აქვს FDA-ს რეგულაციები.
როგორ უნდა გამოიყენოთ?
- გამოწველის წინ დაიბანეთ ხელები და დარწმუნდით, რომ ტუმბო გაწმენდილია და სწორად არის აწყობილი
- მოირგეთ საწველი, სწორი ზომის თავის შერჩევით
- დაიწყეთ სტიმულირების რეჟიმით და შემდეგ გადადის მომდევნო რეჟიმზე
მკერდის დამცავი (სილიკონის)
ძუძუთი კვებას უსიამოვნო სიურპრიზი შეიძლება ახლდეს თან, თუმცა ერთჯერადი ბალიშები აქ არის დღის გადასარჩენად. საფენებს გაჟონვის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ, რაც წყალგაუმტარი საფარის დამსახურებაა. თითოეული მათგანი ჰიგიენურად, ინდივიდუალურად არის შეფუთული.
რატომ შეგიყვარდებათ?!
- ულტრა შთანთქმელი და გამძლე გაჟონვისადმი
- კომფორტული და ფრთხილი მორგება
- შეფუთულია ჰიგიენურად და ინდივიდუალურად
მკერდის თერაპიის პაკეტები 3-1
გაიცანით ნივთი, რომელიც ყველა მეძუძურის ჩანთაში უნდა იყოს. ცივი თერაპია გამოიყენება მკერდის შეშუპების, ჩაკეტილი სადინარებისა და მასტიტის შესამსუბუქებლად. ცხელი თერაპია ხელს უწყობს რძის დაშლას ამოტუმბვის დროს. ის არის ერთგვარი დამხმარე ხელსაწყო რძის გამოსაწველი ტუმბოსთვის. გაციება შესაძლებელია მისი საყინულეში მოთავსებით, ხოლო გათბობა მიკროტალღურ ღუმელში. არ საჭიროებს ადუღებას. პაკეტის რბილი და მოქნილი ფორმა კომფორტულად ერგება ნებისმიერი ფორმის მკერდს. ინახება ბავშვებისთვის მიუწდომელ ადგილას.
We stand with all mothers, including Mother Earth – ლანსინო ის ბრენდია, რომელიც ყველაზე ზრუნავს, სწორედ ამიტომ, იდეალური არჩევანია ახალბედა თუ უკვე გამოცდილი დედებისთვის.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი