3 ფაქტი თერმულ წყალზე

15.07.24

გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს და სულ უფრო მეტ დისკომფორტს გვიქმნის გარეთ თუ ნაკლებად გაგრილებად სივრცეებში ყოფნა. მაშინაც კი, თუ მზის აბაზანებზე წლის თითქმის 10 თვე ვოცნებობთ, 35+ ცელსიუსი საკმაოდ ბევრ გეგმას გვიშლის. „მოდი, საღამოს გავალ, ახლა ზედმეტად ცხელა, მაგრამ საღამოსაც რომ ეცხელება?” – თუ საკუთარი თავი ამოიცანით, ჩვენთან უნდა დარჩეთ, რადგან #ამარტაგირჩევთ პროდუქტს, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.

რა არის თერმული წყალი?

წყალი, ოღონდ თერმული, ანუ დედამიწის ღრმა შრეებიდან მიღებული სითხე, რომელიც ბუნებრივი წარმოშობისაა, შეიცავს ათობით და ასობით მინერალს და თავდაპირველად ძალიან მაღალი ტემპერატურისაა. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რა განსხვავებაა მინერალურსა და თერმულს შორის, ამიტომ წინასწარ გიპასუხებთ, რომ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მეტ სასარგებლო ელემენტს შეიცავს.

პროდუქტი უმეტესად მისტების სახით არის წარმოდგენილი დახლებზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების მიუხედავად – ფრანგული ლიდერობს, რადგან პირველად სწორედ მის ერთ-ერთ პროვინციაში, ავენში აღმოაჩინეს თერმული წყლის სასარგებლო თვისებები.

1. ამშვიდებს მგრძნობიარე კანს

სენსიტიური კანი გაქვთ? ან იქნებ ახლა გაგიღიზიანდათ? ფორმულა იმდენად დამამშვიდებელია, რომ ეგზემისა თუ როზაცეის მკურნალობის პროცესშიც კი არის ჩასმული. შესაბამისად, რამდენიმე შესხურება მნიშვნელოვნად მოგიხსნით დისკომფორტს.

2. არის ეფექტური დამატენიანებელი

ვაღიაროთ, გარეთ ყოფნისას თუ კონდიცირებად სივრცეში დიდხანს გაჩერებისას ვგრძნობთ, რომ ჩვენი კანი დახმარებას გვთხოვს. ლოგიკურია, რომ ამ დროს დამატენიანებლის გადასმა არც თუ ისე კარგი იდეაა, აი თერმული წყლის მიპკურებით კი მინერალების იმ კომპლექსს მივიღებთ, რომელიც აუცილებელია მბზინავი კანისთვის.

3. ამბობენ, რომ მაკიაჟსაც აფიქსირებს

ჰო, ნონსენსად ჟღერს, რომ წყალი მაკიაჟს აფიქსირებს, თუმცა ვიზაჟისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორად მოხმარებისას, ეს თვისება გააჩნია თერმულ წყალს. მთავარია, შესხურებისას ბოთლი შედარებით დახრილ მდგომარეობაში, გაშლილი ხელის დისტანციაზე გვქონდეს.

4. არ შლის მზისგან დამცავს

მისი მსუბუქი ფორმულა არ აფერხებს SPF-ის მოქმედებას.

5. რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში

ჩვენ ძალიან გვიყვარს მულტიფუნქციური, ოჯახის თითოეული წევრისთვის გათვლილი პროდუქტები, რომლის შემადგენლობა იმდენად ბუნებრივია, რომ ჩვილისა თუ მოზრდილისთვის თანაბრად სარგებლიანია. მოკლედ, რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ და რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში.

თუ თერმული წყლის შეძენაზე გეფიქრებათ, PSP-ს სააფთიაქო ქსელში არსებულ 3 ბრენდზე გავამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, შემადგენლობა თითქმის იდენტურია, თუმცა მინერალების მრავალფეროვნებით სწორედ შემდეგი პროდუქტები გამოირჩევა:

ESTHEDERM. ანტიოქსიდანტური უჯრედული წყალ-სპრეი

რადგან მიზანი თერმული წყლის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ფორმულების აღმოჩენაა, გაიცანით – ანტიოქსიდანტური უჯრედული წყალი, რომელიც შრატის მსგავსად მოქმედებს,  გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით და  უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას. რეკომენდებულია ნებისმიერი კანის ტიპისთვის, როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვის.

ESTHEDERM. ესტედერმი ფოტო დაბერების საწინააღმდეგო სპრეი

გარემოს მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაბერების საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალება მზისგან დამცავია, თუმცა უჯრედული წყლის სპეციალური ფორმულა კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს. UV INCELLIUM ტექნოლოგია, აძლიერებს კანის ბუნებრივ თავდაცვის მექანიზმს და აფერხებს ფოტო დაბერებას. შესაბამისად, თქვენს SPF-ს მცირედი დახმარება და ეფექტის გაძლიერება არ აწყენდა.

CAUDALIE. ყურძნის წყალი

100%-ით ნატურალური შემადგენლობის პროდუქტი მცირედით განსხვავდება სხვა თერმული წყლებისგან, რადგან მას არა დედამიწის შრეებში არსებული თერმული წყაროებიდან, არამედ წვიმის წყლიდან იღებენ. უფრო ზუსტად კი, წვიმის წყლის ფიტრაცია ვაზის ფესვებში ხდება. ასევე, შეგახსენებთ რომ ყურძენი თავისთავად შეიცავს პოლიფენოლს, ანტიოქსიდანტურ კომპონენტს, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს.

და ბოლოს, თერმული წყალი ის პროდუქტია, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, გაძლებთ, თუმცა თუ ყოველდღიურობაში დაიმატებთ, სასიამოვნო განსხვავებასაც აუცილებლად იგრძნობთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top