3 ახალი ბრენდი, რომელსაც თვალი უნდა ადევნო

31.10.2023

თავის მოვლის ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია. შემოდგომის მოსვლასთან ერთად ხომ რუტინის სეზონური ადაპტაციის დრო დგება, რისთვისაც ახალი პროდუქტების დატესტვაა საჭირო. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიყვებით PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე აღმოჩენილ 3 ახალ ბრენდზე, რომელსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი.

Kiehl’s

უცხოეთში მოგზაურობისას ალბათ ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ ამერიკული ბრენდის, Kiehl’s-ის ბუტიკები და მასთან არსებული რიგები, რაც მომხმარებლის უპირობო სიყვარულზე მეტყველებს. 1851 წელს ფარმაცევტმა ჯონ კილმა საკუთარი აფთიაქის გახსნა გადაწყვიტა, რაც უკვე 1921 წელს ბრენდის ქვეშ დამზადებული პირველი პროდუქტის წარმოებით გაგრძელდა. ისტორიას ახსოვს ბევრი წარმატება, მათ შორის ევერესტის ექსპედიციის მხარდაჭერა 1988 წელს, რა დროსაც, მკაცრ კლიმატურ პირობებთან გასამკლავებლად მთამსვლელებმა სწორედ „კილს“-ის პროდუქტები გამოიყენეს. 2005 წელს კი, ოფიციალურად შეიქმნა „დერმატოლოგიური გადაწყვეტილებები“ ანუ ბრენდის სრულიად ახალი მიმართულება, რასაც ექსპერტული ცოდნის გარდა, წამყვანი დერმატოლოგების კომპეტენცია უმაგრებს ზურგს. თუ ფიქრობთ, საიდან დაიწყოთ ამ ერთი შეხედვით საინტერესო გამების დატესტვა, „კილს“-ის ბესტსელერზე, ანუ ყველაზე გაყიდვად პროდუქტზე გიყვებით.

AVOCADO NOURISHING HYDRATION MASKავოკადოს მკვებავი დამატენიანებელი ნიღაბი

ავოკადო იმდენად ცნობილი ანტიოქსიდანტია, რომ კანის მოვლისთვის აცტეკებიც კი იყენებდნენ. შესაბამისად, დღესდღეობით ნატურალურ ინგრედიენტებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს და ხშირად შეხვდებით ისეთი ჰოლისტიკური მიდგომის ბრენდების შემადგენლობაში, როგორიც „კილს“-ია.

ავოკადოს ზეთი კარგად ატენიანებს კანს, ტოლერანტულია მგრძნობიარე ტიპისთვისაც და ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რასაც მის ცხიმოვანი მჟავების ფუნქციას მიაწერენ.

ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ, სუფთა კანზე გადანაწილებით და 15 წუთის შემდგომ ჩამობანვით.

ULTRA FACIAL MOISTURIZER

თუ იმპოვიზაციისთვის საცხის დატესტვაც გსურთ, ამ პროდუქტს გირჩევთ. გლიცერინისა და ზეითუნის რაფინირებული ცხიმის შემცველობით პროდუქტი იდეალური დამატენიანებელია ზამთრის მშრალი ამინდებისას, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ამცირებს მის გაღიზიანებადობას.

REF

კრეატიულობა, ინოვაცია და მაღალი ხარისხის ინგრედიენტები – ეს არის შვედური პროფესიონალური ბრენდის REF-ის ფუნდამენტური ღირებულება. პოლიტიკა ეკომეგობრულია, ვეგანური ფორმულები „ძალადობისგან თავისუფალი“ ანუ Cruelty free-ია. ყველა პროდუქტი შეიცავს დაპატენტებულ ფორმულას UV (ულტრაიისფერი სხივებისგან) დასაცავად, ასევე მცენარეულ ცილას, რომლის წყაროც ქინოაა.

სტოკჰოლმში დაარსებული ბრენდი თმის მოვლის მრავალფეროვან გამებს გვთავაზობს, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ და მოთხოვნად ფერზე ზრუნვის მიმართულებას, რაც შეღებილი ღერების გაძლიერების და დარბილების დაპირებითაა წარმოდგენილი.

ILLUMINATE COLOUR SHAMPOO

შამპუნი რა თქმა უნდა, მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს და უსულფატოა. მისი უნიკალური კომპონენტები ასაი და ჟოჟობა ომეგა 3, 6-ითაა მდიდარი, რაც სიგლუვეს ანიჭებს თმას, ხოლო მცენარეული ცილა ქინოა აძლიერებს მის სტრუქტურას.

თუ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტის დატესტვას ფიქრობთ, თერმული დაზიანებისგან დამცავ სპრეის გირჩევთ. ის ეფექტურია  230 გრადუსზეც კი და არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ ამზადებს მას სტაილინგისთვის, რაც თვალისმომჭრელ ბრწყინვალებასა და უფრო დამყოლ სტრუქტურაში აისახება.

STEBLANC

კორეული კანის მოვლის საშუალებების მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ საკულტო ბრენდის „სტებლანკ“-ის ხილვა სააფთიაქო დახლებზე.

COLLAGEN ESSENCE SHEET MASK

ნაჭრის ნიღბებს შორის მრავალფეროვან არჩევანში გამორჩეულ ადგილს კოლაგენის სერია იკავებს. ესენციით გაჯერებული ნაჭერი ეფექტურად ატენიანებს კანს, ქმნის წყლის შემაკავებელ ბარიერს, რაც ეფექტს თვალშისაცემს და ხანგრძლივს ხდის. როგორც ცნობილია, იდეალურად ებრძვის დეჰიდრატაციას და ამინომჟავების შემცველობით ზრდის კანის ელასტიურობის ხარისხსს. რუტინის სეზონური ადაპტაცია კანის მოვლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ეს იდეალური პერიოდია ახალი ექსპერიმენტებისა და საკუთარი თავის განებივრებისთვის. გადახედეთ ხელმისაწვდომ არჩევანს PSP.GE-ზე ან ეწვიეთ სასურველ ფილიალს. დარწმუნებული ვარ, ახალი ბრენდების პატარა აღმოჩენები კიდევ უფრო გაახალისებს თქვენს ყოველდღიურობას.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top