10 დეტალი, რაც PSP BEAUTY FAIR-ზე უნდა იცოდე

17.06.2023

სულ უფრო ცოტა დრო რჩება თავის მოვლის ინდუსტრიის მთავარ ღონისძიებამდე, რომელიც PSP-ს ორგანიზებით იმართება და საქართველოში პირველ, მასშტაბურ სილამაზის გამოფენას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ 10 დეტალს, რომლის ცოდნაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის მოლოდინის პროცესს.

  • თარიღი

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალით დავიწყოთ: PSP Beauty Fair 2023 ივნისის მზიან დღეებში, 23-24-25 რიცხვში გაიმართება და ვიზიტორებს სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს.

  • ლოკაცია

სილამაზის ნამდვილ ოაზისად ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონი იქცევა. მისამართი: წერეთლის გამზირი – 118.

  • დრო

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ გამოფენას რომელიმე, ორ ან სამივე დღეს შეგიძლიათ ესტუმროთ. ეს მხოლოდ თქვენს განწყობასა და სურვილზეა დამოკიდებული, რადგან PSP-ს წარმომადგენლები სიამოვნებით გიმასპინძლებენ 10:00-20:00 შუალედში.

  • რეგისტრაცია

რეგისტრაცია ძალიან მარტივად PSPBEAUTYFAIR.GE-ზეა შესაძლებელი. რამდენიმე ველიანი ფორმის შევსების შემდგომ sms-ის სახით QR კოდს და შესაბამის ბილეთს მიიღებთ, რომლის წარდგენაც პავილიონის შესასვლელშია აუცილებელი. თუ ნომერი არასწორად ჩაწერე, ან სხვა მიზეზით შენი ონლაინ ბილეთი დაგეკარგა, მისი ხელახლა გამოგზავნა შეგიძლია მოითხოვო, რაც ძალიან სწრაფი, მხოლოდ ტელეფონის ნომრით იდენტიფიცირებადი პროცესია.

  • ღირებულება

ღონისძიების მასპინძლები ვიზიტორებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე არიან ორიენტირებულები, სწორედ ამიტომ, ბილეთი უფასო, დასწრება კი თავისუფალია.

  • ბავშვები და ოთხფეხა მეგობრები

დღესასწაულის სიხარული განსაკუთრებული მაშინ არის, როცა მისი გაზიარება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ნუ დატოვებთ თქვენს შვილებსა თუ ოჯახის ოთხფეხა მეგობრებს შინ, წამოიყვანეთ სილამაზის გამოფენაზე, სადაც მათ კომფორტზე განსაკუთრებით იზრუნებენ. მცირე ზომის ძაღლის ხელში აყვანა და სივრცის დათვალიერება სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო შედარებით მოზრდილი ოთხფეხებისთვის მოსასვენებელი სივრცე ექსპო ჯორჯიას ღია სივრცეში მოეწყობა.  პატარა სტუმრების დაუვიწყარ გამოცდილებას კი, თამაშობანა შექმნის. 

  • ფორმატი

ღონისძიება იმეორებს და კიდევ უფრო ზრდის მასშტაბში უცხოური ანალოგების პრაქტიკას, რაც გულისხმობს მის საგამოფენო ფორმატსა და ხასიათს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული და კორეული კუთხეები, პარაფარმაციისა თუ სილამაზეზე ზრუნვის სხვადასხვა გამორჩეული ბრენდით. ჩატარდება მასტერკლასები, მათ შორის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით. ახალი ვეგანური ბრენდი Teaology-ის სტენდთან Mylunastories -ის შემქმნელის, ანი ანთაძის ჩაის რიტუალის, მედიტაციის და მანიფესტაციის შესახებ ვორქშოპს შეგიძლიათ დაესწროთ, ასევე დააგემოვნოთ სხვადასხვა არომატის ჩაი, Glam Factory-ის სივრცეში კრაფტინგის ხელოვნება და კერამიკაზე მუშაობა, ხოლო ფრანგულ ნაწილში ფლორისტების შოუა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ექსკლუზიური გათამაშებები, საჩუქრები და ფასდაკლებებია დაგეგმილი, რომელიც რა თქმა უნდა – არ უნდა გამოგრჩეს.

  • სიმბოლო

შეამჩნევდი, რომ Beauty Fair-ის მთავარი სიმბოლო ჟირაფია, ყველასთვის საყვარელი, თითქოს ასე ახლობელი და მაინც მიუწვდომელი არსება, რომლის ნახვაზეც არავინ იტყოდა უარს. ნეირომარკეტინგს რომ გავცდეთ და მხოლოდ გრძნობებზე ვისაუბროთ, ჟირაფი დადებით განწყობას ქმნის მაშინაც კი, თუ ეკრანზე მოკრავ თვალს. ის უბოროტო, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი არსებაა, ზუსტად ისეთი, როგორად ყოფნაც თითოეული ჩვენგანის სურვილია. ვიდეოში ჟირაფი არღვევს საზღვრებს და აფერადებს სივრცეს. სწორედ ასეთი ნათელი, სასიამოვნო და განუმეორებელი ემოციებით დატოვებთ სილამაზის გამოფენის სივრცეს.

  • სლოგანი

ყველაფერი ლამაზი შენ ხარ, შენით იწყება და შენშია. We are beauty!

  • მოლოდინი

იმისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეს fb/PSPbeautyfair ღონისძიების Facebook გვერდს უნდა ადევნო თვალი. გპირდებით, რომ მოლოდინი ამად ღირს და დაუვიწყარ მოგზაურობაში გეპატიჟებით.

ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top