10 აქტივობა, რომელიც PSP BEAUTY FAIR-ზე არ უნდა გამოგრჩეს

21.06.2023

შეიკარით უსაფრთხოების ღვედები? სილამაზის და თავის მოვლის დაუვიწყარ მოგზაურობაში გეპატიჟებით, ზუსტად ისეთში, ჟურნალის ფურცელზე ან ეკრანზე რომ გვინახავს და გაგვიფიქრია „ჩვენთანროდისიქნება?!”. მოლოდინის და აფიშის გათვალისწინებით თამამად ვადასტურებთ, რომ 23-24-25 ივნისს საუკეთესო იდეა პირველ მასშტაბურ Beauty Fair-ზე დასწრებაა. ამჯერად, იმ 10 აქტივობაზე გიყვებით, რომელიც ექსპო ჯორჯიაში მისულებს არ უნდა გამოგრჩეთ.

ცნობილი ვიზაჟისტების მასტერკლასები

გასაკვირი არ არის, რომ გამორჩეულად საინტერესო ღონისძიებას არაჩვეულებრივი მასპინძლები, სტუმრები და პროფესიონალები ეწვევიან. თქვენთვის საჭირო რჩევების მოცემაზე, სხვადასხვა ტექნიკის გაზიარებასა და ტენდენციების გაცნობაზე საქართველოში მოღვაწე ვიზაჟისტები თინა შალიკაშვილი, თაკო საზინა, თეკო შენკენი და კესო არახამია იზრუნებენ.

მასტერკლასების განრიგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: fb.com/PSPbeautyfair, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ დაშვების ერთადერთი კრიტერიუმი 50 ლარიანი შენაძენის ქვითრის წარდგენაა.

თმის ვირტუოზები იტალიიდან

თმის მოვლის ბრენდი „კეიპრო“ დიდი ხანია, რაც ბევრი ჩვენგანის თმის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა; თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბრენდის რეპუტაციას ხარისხთან ერთად, არაჩვეულებრივ სახელებთან აფილირება უწყობს ხელს.  მაქსი და კლაუდიო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ სტილისტებად იტალიური მოდის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე: მილანის მოდის კვირეულსა და ვენეციის კინოფესტივალზე. ისინი არაერთი იტალიური ფილმის სტილისტები იყვნენ და მსახიობის ამპლუაშიც წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ბოლო წლებში ფლაგმან ბრენდად  𝐊𝐚𝐲𝐩𝐫𝐨 აირჩიეს. 25 ივნისს კი სპეციალური მასტერკლასის ჩასატარებლად ეწვევიან ექსპო-ჯორჯიას.

არანაკლებ საინტერესო წარმოდგენა იტალიაში ცნობილი სტილისტის და კოლორისტის, 𝐃𝐚𝐯𝐢𝐝𝐞 𝐓𝐞𝐚𝐦𝐢-ს მასტერკლასის ფარგლებში გველოდება.  𝐃𝐚𝐯𝐢𝐝𝐞 31 წელია ფერის სპეციალისტია, ექსპერტი პროფესიულ კონსულტაციასა და ტექნიკურ საგანმანათლებლო სფეროში. მას მონაწილეობა მიღებული აქვს მილანის, ბერლინის, ლონდონისა და ნიუ-იორკის 𝐅𝐚𝐬𝐡𝐢𝐨𝐧 𝐜𝐨𝐥𝐨𝐫 𝐒𝐡𝐨𝐰-ებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კოლორისტებთან ერთად. დღეს ის 𝐄𝐜𝐨𝐬𝐥𝐢𝐧𝐞-ის 𝐏𝐫𝐨𝐝𝐮𝐜𝐭 𝐭𝐞𝐬𝐭𝐢𝐧𝐠 მენეჯერია, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ვეგანური პროდუქციის განვითარებაში.

კერამიკაზე მუშაობის თერაპიული სესია

რას განიცდით ახლა? ან როგორი განწყობა გექნებათ უშუალოდ ღონისძიების განმავლობაში? Glam Factory-ს კუთხეში თქვენი გრძნობები გაცოცხლდება. ფორმა, ფერი, ვიზუალური მახასიათებლები მიეცემა და თერაპიული სესიის ნამუშევარი შინ გაგყვებათ. თუ გსურთ კერამიკის ხელოვნება გაიცნოთ, პროფესიონალის ჩართულობით, თუმცა სრულად თქვენს მიერ გამოძერწილი და მოხატული ჭურჭელი შექმნათ, „ქალები ქალებისთვის” წარწერის მქონე სივრცეს ესტუმრეთ.

კონსულტაცია ტოპკოსმეტოლოგ ბაია კონდრატიევასთან

ინექციურ პროცედურებზე გეფიქრებათ? ან სიამოვნებით გაივლიდით კონსულტაციას პროფესიონალ დერმატო-კოსმეტოლოგთან? რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დერმატო-კოსმეტოლოგი, ბაია კონდრატიევა 23 ივნისს ექსპო-ჯორჯიაში დაგხვდებათ, მოგაწვდის თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და რუტინის აწყობაშიც დაგეხმარებათ?  გააკეთეთ 100 ლარიანი შენაძენი, წარადგინეთ ქვითარი და შეხვდით ტოპ-კოსმეტოლოგს Beauty Fair-ზე.

კბილების წმენდა

პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა თავის მოვლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ 2𝟑, 𝟐𝟒 და 𝟐𝟓 ივნისს, 𝐁𝐞𝐚𝐮𝐭𝐲 𝐅𝐚𝐢𝐫-ზე 𝐃𝐞𝐧𝐭𝐚𝐥 𝐂𝐨𝐫𝐧𝐞𝐫-ს  უნდა ესტუმროთ, სადაც უფასო პროფესიონალურ კონსულტაციას ქვეყნის წამყვანი სტომატოლოგები გაგიწევენ. დამატებით, სამივე დღის მანძილზე, პირველი 𝟒 სტუმარი, მინიმუმ 𝟓𝟎 ლარიან შენაძენზე, საჩუქრად  კბილების წმენდის პროცედურას მიიღებს

Keep phubbing!

ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე მისცეთ.​

ესტუმრეთ Phubber-ის სტენდს, დატოვეთ თქვენთვის არასასურველი სამოსი, ან აღმოაჩინეთ ახალი უნიკალური ნივთები.​ გარდა ამისა, 𝐏𝐡𝐮𝐛𝐛𝐞𝐫-ი 10%-იან ფასდაკლების ვაუჩერსაც გაჩუქებთ, რომლის გამოყენებასაც Phubber App-ში შეძლებთ.

გემრიელი შესვენება

სავარაუდოდ ძალების აღსადგენად გემრიელი ხემსი გესიამოვნებათ. თქვენს გაგრილებაზე ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლა, ხოლო ჯადოსნური გემოების აღმოჩენაზე „პური გულიანი ექსპრესი“ იზრუნებს. დააგემოვნეთ რჩეული სენდვიჩები, ვრაპები და დესერტები, გამაგრილებელი სასმელების, კოქტეილების, ყავისა და ცივი ჩაის ნაირსახეობების თანხლებით.

Mental Detox and fun

საკუთარ თავთან მაქსიმალური ჰარმონიის მიღწევაში Mylunarstories დაგეხმარებათ. თუ გიტაცებთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ენერგიები, გაშვების ტექნიკები, მინერალები, ფერები, ეთერზეთები, მანიფესტაცია და სხვა, თქვენთვის არაჩვეულებრივი მასტერკლასები სამივე დღის მანძილზე გაიმართება. Theaology კუთხის განრიგს, ღონისძიების აჯენდასა და ვებ-გვერდზე გაეცნობით.

ჯანსაღი ცხოვრება

დაამსხვრიეთ ყველა მითი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების შესახებ გსმენიათ, მიიღეთ საინტერესო, თქვენს ორგანიზმზე მორგებული რჩევები და გაესაუბრეთ ნუტრიციონოლოგს. ეს ყველაფერი CA GEORGIA-ს სივრცეში იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების დახურვის გრანდიოზული მოვლენა!

ყურადღება, ყურადღება. ძვირფასო სტუმრებო, სცენაზეა – სტეფანე! ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი დაუვიწყარ ემოციებს გვპირდება.

 სწორედ ამიტომ, თუ გინდა გართობა, მზე, შოკოლადები, არაჩვეულებრივი საჩუქრები, გათამაშებები და კიდევ უფრო საინტერესო აქტივობები, არ გამოგრჩეს წლის მთავარი სილამაზის ღონისძიება. 23-24-25 ივნისს, ექსპო-ჯორჯიაში შევხდებით.

fb.com/PSPbeautyfair

ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top