12.4.2023
სუნამო? წიგნი? ან იქნებ ბავშვის სათამაშო? რას ყიდულობ ყველაზე ხშირად? შესაძლოა ონლაინ ჯერ არ გიშოპინგია; თუმცა აუცილებლად გიფიქრია, რა კომფორტული იქნებოდა სასურველი ნივთები ერთ უწყვეტ, ფერად ველში რომ იყრიდეს თავს; არ გჭირდებოდეს საიტიდან საიტზე მისი ძებნა, მახასიათებლების თუ მიწოდების პირობების შემოწმება, მოკლედ, ათობით რუტინული ოპერაციის შესრულება იმისთვის, რომ ციფრული გაჯეტიდან შენს სახლში რამდენიმე პროდუქტი მოხვდეს. ლეგენდის თანახმად, ონლაინ შოპინგი თერაპიაა, თუმცა წლების მანძილზე დაგროვილი სამომხმარებლო გამოცდილება უმეტესწილად საპირისპიროს მოწმობს.
ქართულ რეალობაში აღნიშნული სტერეოტიპის დანგრევასა და აბსოლუტურად ახალი სტანდარტის დამკვიდრებაზე წელიწადზე მეტია რაც VELI.store ზრუნავს, ციფრული ჯადოქრების გუნდი, რომელთაც მიზნად E-commerce პლატფორმაზე შოპინგისას მომხმარებლის გამოცდილების გამარტივება განიზრახეს. ათობით კატეგორიაში გაერთიანებულ ათი ათასობით ნივთს შორის შენს საყვარელ ბრენდებთან ერთად ექსკლუზივებს წააწყდები. იმისთვის, რომ არჩევანის მრავალფეროვნებამ არ დაგაბნიოს #ამარტაგირჩევს
DYSON
როგორც წვრილი ტექნიკის საკულტო ბრენდის შემქმნელი ჯეიმს დაისონი საკუთარ თავზე საუბრისას ყვება, ახალგაზრდობაში ბრიტანელ „შემთხვევით ინჟინერს“ მეცნიერება და ხელოვნება იზიდავდა, შესაბამისად ამ ორის სინთეზით სურდა შეექმნა საგნები, რომლებიც „უბრალოდ უკეთ იმუშავებდა“. ასე მარტივად და გენიალურად გაჩნდა ფაქტობრივად უხმო მტვერსასრუტი, ფენი (რომელიც თმას არ აზიანებს), თმის უთო (რომელიც არ წვავს ან აუხეშებს ღერებს) და ყველა ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელმა დაისონის ბრენდის სახელით შეიყვარა.
FREEZA
თავი სილამაზის გურუდ თუ ნამდვილ ინფლუენსერად რომ იგრძნო, მილიონ გამომწერიანი პლატფორმა ან დავარცხნილი კონტენტი სულაც არ არის საჭირო. Freeza-ს მინი მაცივარს ყველა შეგრძნება ავტომატურად მოყვება. ამასთანავე, აღნიშნული ტექნიკა არა მხოლოდ კანის მოვლის პროდუქტების, არამედ მედიკამენტებისა თუ ბავშვთა კვების შესანახად იდეალური გადაწყვეტაა. ბრენდი ექსკლუზიურად სწორედ VELI.store -ზეა წარმოდგენილი და ტოპ-გაყიდვად კატეგორიაში გვხვდება.
MURAD
და რადგან ექსკლუზიურ ბრენდებზე დავიწყეთ საუბარი, Murad Skincare-საც უნდა შევეხოთ, რომელიც სარწმუნო ჰოლივუდური წყაროების მიხედვით ქერი ვაშინგტონის, სუზან სარანდონის და ემილი ბლანტის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებული პოპულარობით C ვიტამინისა და ანტი-აკნე ხაზები სარგებლობს. ამ უკანასკნელის გარკვეული პროდუქტები 2%-მდე სალიცილის მჟავის შემცველობითაა, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური სიძლიერეა, ხოლო ზოგიერთი პროდუქტის შემადგენლობაში AHA/BHA სამი სახის მჟავას შეხვდებით, რაც კვირაში 2-ჯერ სრულფასოვანი ექსფოლიაციის წინაპირობაა. გამონაყარის საწინააღმდეგო ხაზის ჯეროვანი გამოყენებისას რეგულირდება კანის ცხიმიანობა, მცირდება შავი წერტილები და აკნე.
ELEMIS
„ბრიტანეთის #1 ანტი-ასაკობრივი კანის მოვლის საშუალებების ბრენდი – გაიცანით, ეს ელემისია, 30 წლიანი ისტორიის მქონე, ახლა უკვე გლობალური კომპანია, რომლის პროდუქციაც 45 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. თუ საკუთარ თავზე ზრუნვის ხელოვნებას სრულყოფილად გსურთ ეზიაროთ, Pro-collagen გამა უნდა სცადოთ. ზღვის წყალმცენარეებისა და კაკაოს კარაქის კომბინაციით შექმნილი ფორმულა ამცირებს უკვე გაჩენილ ნაოჭებს და ებრძვის ახლის წარმოქმნას, ამავდროულად ღრმად ატენიანებს კანს და მატებს მას ელასტიურობას. იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანის სისწორეში კიდევ უფრო დაგარწმუნოთ, გეტყვით, რომ ბრენდი Cruelty Free არის და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ცოცხალ არსებებზე ძალადობას ემიჯნება.
OLAPLEX. KEVIN MURPHY
ამბობენ, რომ თმა ის სამკაულია, რომელიც მუდამ თან დაგვაქვს, ამიტომ მასზე ზრუნვა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ყველაფერი გაცილებით მარტივდება, როცა საქმეში მსოფლიოში ტოპ-გაყიდვადი ბრენდები, Olaplex და Kevin Murphy ერთვება. თუ გასულ თვეებში ტიკ-ტოკი ან ინსტაგრამი ერთხელ მაინც გულდასმით ჩამოგისქროლავთ, Olaplex No.7 Bonding oil აუცილებლად მიიპყრობდა თქვენს ყურადღებას. პროდუქტი უზრუნველყოფს თმის დაცვას თერმული, ქიმიური თუ სხვა დამაბინძურებლების სტრესისგან, ატენიანებს ღერებს და კვებავს საჭირო ნუტრიენტებით.
ACQUA DI PARMA. BYREDO. ALEXANDRE.J
Cherry on top! ნიშ პარფიუმერიის ველზე რას იტყოდით?
სიმარტივე, ელეგანტურობა, დროში გამოცდილი დახვეწილობა და მაინც სიახლისკენ სწრაფვა – Acqua Di Parma-ს რიგებში ადვილად შეარჩევთ სუნამოს, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე არომატი.
ქარვის უდაბნოსა და ფრანგული ბაროკოს არქიტექტურის შერწყმით შთაგონებული Alexandre.J-ს კოლექცია აღვიძებს წარმოსახვას და საუკეთესო ემოციების მიღების სურვილს.
და ბოლოს, Byredo, ექსტრავაგანტული, არატრადიციული, სურეალისტური, ზუსტად ისეთი, როგორიც ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს. მისი შექმნის ისტორიის უკან მდგარმა პარფიუმერებმა ზუსტად იცოდნენ, რა სურს თანამედროვე ადამიანს ცხოვრებისგან და ეს ყველაფერი ლოგიკურად სრულ, მომრგვალებულ ბოთლში მოათავსეს.
მიუხედავად არც თუ ისე ხანგრძლივი, 1 წლიანი ისტორიისა, VELI.store-მა სხვადასხვა საინტერესო ბრენდის დამატება და კამპანიის ჩატარება უკვე მოასწრო. მომხმარებელს მოუწოდა „დახარჯე შენი დრო შენთვის“-ო და ონლაინ შოპინგის გამარტივებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. ახლა შენი დროა! უკვე ნაცნობი და საყვარელი, ახალი თუ ექსკლუზიური ბრენდების აღმოსაჩენად საკუთარ პლატფორმაზე სწორედ შენ გეპატიჟება.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი