დედამიწა რომ იცვლება და ეს კარგს არაფერს მოასწავებს – დადასტურებული ფაქტია. კლიმატურ ცვლილებებს უკვე ისინიც აღიარებენ, ვინც ადრე მტკიცე უარზე იდგნენ, ახლა კი, უმარავი ხილული მაგალითის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ რეალობას თვალი გაუსოწორონ, მაგრამ ამაში არა საკუთარი თავი ან თუნდაც სხვები დაადანაშაულონ, არამედ ყველაფერი განგების „ფარულ ხე“ შეახოცონ, მხრების აჩეჩვითა და ხელების სავსავით.
დედამიწა იცვლება და ამას საკუთარ ტყვაზე შევიგრძნობთ. შეიძლება ზოგიერთს გაუმართლა და კლიმატური ანომალიებისგან შორს უწევს ცხოვრობს, თუმცა ამ მიკროსამაყროების, მიკროკლიმატების არეალიც დღითიდღე მცირდება. მათ ადგილებს კი სმოგი იკავებს. ჰორორის ჟანრის ფილმებში ნისლი სიკვდილს, საფრთხეს გამოხატავს, რომელიც ძალიან გავს სმოგს – მომწამლელი აირების ნაზავს. სმოგს უკვე ყველა დიდი ქალაქის თავზე ვხედავთ, მათ შორის, შეუიარაღებელი თვალით და მათ შორის, ფერადი სათვალეების მინებიდანაც კი.
დღეს ეკოლოგიაზე საუბრისას, როგორც წესი, ბანალურ ჭეშმარიტებებს იშველიებენ. თუმცა ამ „მარტივ და ცხად“ სიმართლეებს ოპონენტებიც ყავთ, რომლებსაც საკმაოდ ორიგინალური არგუმენტები მოყავთ როგორც ფსევდომეცნიერებიდან ისე რადიკალური იდეოლოგიებიდან. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი არაფერშია დამნაშავე და თუკი მაინც მიუძღვის ბრალი, პინის მეორე მხარეს გრანდიოზულის, ზეადამიანურის დადებით ცდილობენ ყველანაირი დანაშაულის განეიტრალებას; თურმე, თუ დიდი ბარიერული რიფი გაქრება, ტრაგიკული არაფერია ამაში, რადგან სანაცვლოდ მსოფლიო ეკონომიკა „ზრდის ტემპს არ შეანელებს“.
ბუნებისადმი, მისი მრავალფეროვნებისადმი გულგრილობა, რომელსაც შიში და სიძულვილიც კი შეგვიძია ვუწოდოთ, კულტურის „გამონაბოლქვია“. თანამედროვე მოდური ტენდენციების მიუხედავად, ოპერასა თუ ცათამბჯენში მყოფი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, სახლიდან გამოსვლამდე თმების გაშრობას რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოახმარს, ანდა ტუალეტის დროს რამდენ მტკნარ წყალს დახარჯავს. ბანალურობამდეა დასული ყველა ეს შეგონება, რომლებსაც, განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, თუმცა ძველ ჩვევებს საერთოდ ან ნაწილობრივ მაინც ვერ ვთმობთ.
კაცობრიობის დესტრუქციულ ქცევას უამრავი ახსნა მოეძებნება, თუმცა ყველაზე მარტივი შირისძიების ვნებაა. კულტურა გვიცავს ბუნებისგან მომდინარე საფრთხეებისგან, რაც ჩვენს წინაპრებს ნამდვილად დიდ თავის ტკვილის უჩენდა. შემდგომ პერიოდში ამ საფრთხეებისგან დაცვა ვისწავლეთ, მათ შორის, ერთამენთისგანაც. დღეს კი, რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით მეტად „დამარცხებულია“, დაქვემდებარებულია ბუნება. ბუნება რომელიც რახანია აღარავის „ესხმის თავს“ და მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავს. ეკოლოგიური კატასტროფების უმეტესობაც ხომ ადამიანის ნამოქმედარის შედეგია, იმ ადამიანის, რომელმაც განმანათლებლობის დროს სამაყროს ცენტრში საკუთარი თავი ჩატენა უტიფრად. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ინტერნეტისა და წმინდა პეტრეს ტაძრის შემქმნელ სახეობას ამის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამ დაშვებას ხომ სწორედ ველურ ბუნებამდე მივყავართ, სადაც მხოლოდ ძლიერებს აქვთ გადარჩენის შანსი.
დედამიწა იცვლება და ეს ცვლილებები „უკულტუროა“. დედამიწა იცვლება და ეს ცვლილებები მას ამახინჯებს. დედამიწა იცვლება და იქცევა ერთფეროვან, მხოლოდ „ძლიერებისა და წარმატებულების“ სამყოფელ ადგილად. ამ ცვლილებებს ჯერ-ჯერობით ბანალურობას ვუპირისპირებთ, რაც, გამოჩნდა, რომ საკმარისი არ არის. თუმცა ახალი მანიფესტების გაჩენამდე შორი დრო არ რჩება. ან დღეს, ან მეტი ვეღარასდროს.
გიორგი რაზმაძე
Photographed by Grigor Devejiev & Merab Chumburidze @JAMPROJECTAGENCY
MUA Luchia Devejieva @THE MAKEUP INSTITUTE GEORGIA
Featuring Salome B. @GEOMODELS, Davit M. Luka Z. Saba A. @TROUBLEMAKERZ