ბოდი შოპის ახალი განსხვავებული მაღაზია თბილისში

31.05.2021

დაგვეთანხმებით, რომ ის, რაც ყველაზე მეტად  პანდემიურ რეალობაში გვაკლია – სასიამოვნო სიახლეებია;  სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ გაგიზიაროთ განსაკუთრებული ინფორმაცია.  თბილისში, ქავთარაძის City Mall-ში ცნობილი ბრიტანული ბრენდი The Body Shop-ის  მორიგი ფილიალი გაიხსნა.  

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია 75 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი რაც მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებს თითქმის მთელს მსოფლიოში ხდის ხელმისაწვდომს. 

თითოეული ფილიალი, ისევე როგორც პროდუქტი, შთაგონებულია ბუნების სიყვარულით. აღნიშნული ფილოსოფიის გამოხატვის საუკეთესო ფორმა კი ფერებით თამაშია;  სწორედ ამიტომ The Body Shop მაღაზია ჰგავს არტ-კონცეპტუალურ კუთხეს, რომელიც განტვირთვის, ახალი აღმოჩენების გაკეთებისა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის. სივრცეში თავმოყრილია მომხარებლისთვის კარგად ნაცნობი პროდუქტები და კომპანიის სიახლეები. დაინტერესების შემთხვევაში, პერსონალი სიამოვნებით გაგაცნობთ ბრენდს, მისი ეთიკური პოლიტიკისა და აქტივიზმის ისტორიას, ასევე შეგარჩევინებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტსა და საჩუქრებს. აღმოაჩინეთ თქვენი #ბოდიშოპი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top