გიყვარდეს საკუთარი თავი

19.04.2021

სამყაროში, რომელიც მუდმივად სტანდარტებს გიწესებს და მის შეხედულებებს გკარნახობს, გიყვარდეს საკუთარი თავი – რევოლუციური მოვლენაა. სტანდარტიზაციის პროპაგანდისას ყველაზე დიდი თანხა, მცდარი შეხედულებების გამყარებასა და მომხარებლის თვითშეფასების დაქვეითებაში იხარჯება. გამორჩეულ იმედის სხივებად კი, ის კომპანიები იქცევიან, რომელთა გზავნილიც განსხვავდება, ვისაც მართლა სჯერა, რომ უნიკალური ხართ და ეს საკმარისზე მეტია თქვენი სილამაზის აღსაქმელად.

The Body Shop ბრიტანული თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც 1976 წელს, ინგლისში, ნამდვილი მეამბოხის, ანიტა როდიკის მიერ დაარსდა. ანიტას სწამდა, რომ ბიზნესი კეთილსინდისიერებითა და კარგი მიზნებითაც კეთდება. გასაკვირი არ არის, რომ პირველი მაღაზია მწვანე ფერში გადაწყდა და ბუნებასთან სიახლოვის კიდევ უფრო ხაზგასასმელად, კომპანიაში ეთიკური პოლიტიკა დაინერგა: პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე, წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, სიფრთხილით ირჩევა კომპანიის მარკეტინგული და სოციალური გზავნილები.

მისია დაარსებიდან გამოკვეთილია, ბოდიშოპი აქტივიზმისთვისაა შექმნილი. ის არის ხმა მილიონობით მომხარებლისა მაშინ, როცა მათ საუბრის საშუალება არ ეძლევათ ან მათი არ ესმით. განსაკუთრებით თუ ეს ქალთა უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება. 

2020 წელს, The Body Shop-ისა და წამყვანი კვლევითი კომპანიის Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა  კვლევამ სავალალო სტატისტიკა გამოავლინა,  მონაწილე 22 000 ქალიდან ყოველი მე-2 გრძნობს საკუთარი თავის მიმართ უფრო მეტ ეჭვს, ვიდრე სიყვარულს და ქალების 60%-ს სურს ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ მეტი პატივისცემა.

მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის კომპანიისთვის ეს განგაშის სიგნალი აღმოჩნდა. სასწრაფოდ დაიგეგმა ახალი კამპანია Self Love Rising და სწორედ იმ არხებში დაიწყო საკუთარი თავის სიყვარულის პროპაგანდა, რომელსაც ასე აკლია პოზიტიური გზავნილები. 

გლობალურ მოვლენას შეუერთდა საქართველოს ბოდი შოპიც, რადგან ყველა კონტინენტზე, ნებისმიერ ფილიალში თუ მის უკან მდგომი ბოდიშოპელები თვლიან, რომ საკუთარი თავის სიყვარულია საწყისი ყოველგვარი კეთილდღეობის. 

თუ პოზიტივის დეფიციტის მქონე არხებზე ვსაუბრობთ, სოციალური ქსელებით უნდა დავიწყოთ. აქ გამეფებული სტანდარტიზაციის პროცესის საპასუხოდ, ბოდი შოპი არასამთავრობო ორგანიზაცია Grlzwave-ს დაუმეგობრდა და Facebook-ზე დახურული ჯგუფი #ნუდამიწესებსატანდარტს შექმნა, სადაც ნებისმიერი ასაკის ქალები უზიარებენ ჯგუფის წევრებს საკუთარ გამოცდილებას სტანდარტების მსხვრევისა და თვითშეფასების ამაღლების პროცესში.

ილუსტრატორ მაშო მარგიშვილთან ერთად კომპანია ბოდიშოპმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, თბილისის მერიასთან

პარტნიორობით ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ქუჩის მხატვრობის სერია დაიწყეს. 

ასევე დაიგეგმა ვიდეო ციკლი, რომელშიც წარმატებული ქართველი ქალები საკუთარ ისტორიებს უზიარებენ მსმენელს. მიზეზი მარტივია, სოციალური კამპანიის მთავარი მისიაა დაანახოს ქალებს, რომ ყველა ერთნაირ პრობლემებს, განსხვავებული მიდგომებით ვებრძვით, თუმცა ეს ბრძოლა ყველაზე მეტად გვაერთიანებს.

Selflovestories.ge

ერთიანობის სიმბოლოდ შესაძლოა აღვიქვათ The Body Shop Georgia-სა და GrlzWave-ის  #ნუდამიწესებ კამპანიის ფარგლებში გაზიარებული ისტორიების ელექტრონული კრებული.

ელ. წიგნში განხილულია ისტორიები თვითშეფასების დაკარგვის, მისი თავიდან აღმოჩენისა და საკუთარი თავის მიმღეობის გაჩენის შესახებ.

„17 წლის ასაკში მივიღე ხერხემლის დაზიანება, ნელ-ნელა ჩემი სხეული შეიცვალა, გავხდი და პარალიზებული ფეხების კომპლექსი გამიჩნდა. ტრავმამდე ლამაზი სხეული მქონდა, ლამაზი ფეხები, პრესი. ტრავმის მერე შეიცვალა ჩემი გარეგნობა, დავიწყე ჩემი სხეულის ნაწილების დამალვა და ამის გამო ვიყავი ძალიან ცუდად. წლები გავიდა და მივხვდი, რომ თავად უნდა მივიღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მომწონს ჩემი თავი, პარალიზებული ფეხებიც არ არის ჩემთვის უშნო და მიუღებელი“ – დიანა ჯიშიაშვილი, 33 წლის.

წიგნი ონლაინ არის ხელმისაწვდომი ბოდიშოპის საიტზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს მას, მიიღოს ინსპირაცია და ისწავლოს სხვადასხვა ფორმით საკუთარი თავის შეცნობა, რაც საბოლოოდ ყველაზე წრფელ სიყვარულად გადაიქცევა.

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap